შარაფ რაშიდოვი კასპში. 1981 წ.


     1981 წლის 20 მაისს კასპის რაიონს სტუმრად ეწვია უზბეკეთის სსრ კპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი შარაფ რაშიდოვი. მან მოინახულა სამთავისის ტაძარი, ქვემო ჭალის კოლმეურნეობა. კასპის კულტურის სახლის წინ კი გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი, სადაც სიტყვით გამოვიდა შ. რაშიდოვი. მან ასევე დაათვალიერა ოკამის ღვინის ქარხანა და ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი ქ. გორში.