ჰერალდიკა

კასპის მუნიციპალიტეტის გერბი

   გერბის ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს გრიფონი, რომლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს ჯვარი (წმინდა ნინოს ჯვარი). გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „კასპი“.

კასპის გერბის შესახებ

  გერბში მთავარი „ფერების“ – მეწამულისა და ოქროს გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. ლეგენდის თანახმად, კასპში გაიარა საქართველოს განმანათლებელმა წმინდა ნინომ, ამიტომ გერბის ფარში ოქროთი მეწამულ ველზე დაფიქსირდა წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც მოთავსდა სისწრაფის, ძალის, მამაცობისა და სიფხიზლის ემბლემის – ოქროს გრიფონის (გრიფის) ზემოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანულ ხელოვნებაში გრიფონი იესო ქრისტეს.

კასპის დროშის შესახებ

   დროშის მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ოქროს გრიფონი, დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში ოქროს ჯვარი (წმინდა ნინოს ჯვარი). დროშის პროპორციაა 2/3.
  დამტკიცებულია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 დეკემბრის №35 დადგენილებით.