კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი სპიროს კიპრიანუ ოკამის ღვინის ქარხანაში.
1982 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი სპიროს კიპრიანუ. ვიზიტის ფარგლებში ის 2 ნოემბერს ეწვია ოკამის ღვინის ქარხანას. მასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პავლე გილაშვილი. სტუმრებსმასპინძლობდა ქარხნის დირექტორი ბატონი თენგიზ კეკელიძე. ეს ფოტოებიც მისი საოჯახო ფოტოარქივიდან გახლავთ, რომლის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მის შვილს, ქალბატონ ქეთევან კეკელიძეს.