მუზეუმები

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: კასპი, სტალინის ქ. 88
ტელეფონი: (+995 371) 22 24 14
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1960 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 19082

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია კასპის, რენეს, მეტეხის, თეზის ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ადრე და შუაბრინჯაოს ხანის მასალები, ყორღანებიდან მოპოვებული ძვ. წ. III-I ათასწლეულით დათარიღებული ნივთები, ძირითადად თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკა, გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ძვ. წ. XIV-XII სს-ით დათარიღებული სამოსელის დეტალები, ცხენის აღკაზმულობა, სამუშაო და საბრძოლო იარაღი (აღმოსავლეთ ქართული ცულები, სატევრები, შუბისპირები – ძვ. წ. XIII-VII სს), სოფელ სასირეთში შემთხვევით აღმოჩენილი მოოქროვილი ვერცხლის დისკო (ძვ. წ. III ს.), ელინისტური ხანის ბრინჯაოს დიონისეს ქანდაკება (ძვ. წ. III-II სს.) და სამტუჩა სურა-ოინოხოია (ახ. წ. I ს.), შუა საუკუნეების თიხის მოჭიქული ჭურჭელი.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

გამოფენები: ბავშვთა ნახატების გამოფენა, გ. შატბერაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა, კასპელ მხატვართა სამი პერსონალური გამოფენა
საგანმანათლებლო პროგრამები: „ეს ჩვენი წარსულია“, „გაკვეთილი მუზეუმში“, „მუზეუმი – სიძველეთსაცავი“.
გამოცემები: მუზეუმის გზამკვლევი

მუზეუმის ფართობი: 633 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 199 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 200 კვ/მ
საცავი: 108 კვ/მ

 

ჯამბაკურორბელიანთა სასახლემუზეუმი

მუზეუმის მისამართი: კასპი, სოფ. ლამისყანა
ტელეფონი: (+995 55) 24 37 80
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1985 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი : ააიპ (კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 1685

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ჯამბაკურ-ორბელიანების XVIII-XIX ს.ს.-ის სასახლეში. მუზეუმის კოლექციები ძირითადად მოიცავს XVIII _XIX ს.ს.-ის ეთნოგრაფიულ მასალებს , აგრეთვე ნუმიზმატიკურ, დოკუმენტურ და ფოტო მასალას, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

გამოფენები: „მუზეუმის ფონდებიდან“, „ორბელიანთა გენეალოგია“.
საგანმანათლებლო პროგრამები:  „ერისთავ- ორბელიანები და საქართველოს ისტორია“, „მუზეუმი და საზოგადოება“, „მოხალისე გიდები“,  „დავით გურამიშვილი – თეოლოგი და დიდაქტიკოსი“.
გამოცემები: გამოსაცემად მზადდება მუზეუმის გზამკვლევი

მუზეუმის ფართობი: 420 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 210 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 61 კვ/მ
საცავი: 27.5 კვ/მ

მუზეუმის შენობის სტატუსი: შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 4 მარტის # 3/133 ბრძანება)

სასახლე-მუზეუმის შესახებ გაეცანით სტატიას „ქსნის საერისთავოს ლამისყანის კომპლექსი“. ავტორი ირინე შარაშენიძე. ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“. 1984 წ. N 65, გვ. 28-42.       გახსნა/ნახვა

 

ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმი

მუზეუმის მისამართი: კასპი, სოფ.ხოვლე
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1969 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (კასპის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 485

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის (1876-1940 წწ.) მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და სამშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

გამოფენები: „დიდი მეცნიერი“, „ჯავახიშვილები – თაობები“, „კასპის ისტორიული ძეგლები“, „სტუმრად მუზეუმში“.
საგანმანათლებლო პროგრამები: „ქართველთა ეთნოგენეზი“, „ივანე ჯავახიშვილი- მკვლევარი“ (უფროსკლასელთათვის), „გაკვეთილი მუზეუმში“.

მუზეუმის ფართობი: 360 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 180 კვ/მ
საცავი: 94 კვ/მ

იხ. ბმული 

გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: კასპი, სოფ. სასირეთი
ტელეფონი: (+995 99) 35 56 22
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1990 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი : ააიპ (კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 122

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის (1870-1937 წწ) მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეთნოგრაფიის და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და სამშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

გამოფენები: „უკანასკნელი მხედართმთავარი“
საგანმანათლებლო პროგრამები: „გმირობის მაგალითები“

მუზეუმის ფართობი: 204 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 40.5 კვ/მ
საცავი: 20 კვ/მ

 

ომარ კელაპტრიშვილის სახლმუზეუმი

მუზეუმის მისამართი: კასპი, სოფ. კავთისხევი
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1993 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი : ააიპ (კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 1187

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი მუსიკოსის ომარ კელაპტრიშვილის მემორიალური ნივთები, მდიდარი სანოტო ფონდი, ეთნოგრაფიული, აუდიო, ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, მუსიკოსისადმი მიძღვნილი საჩუქრები.

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და სამშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

გამოფენები: „დიდი მუსიკოსი“, „ქართული მუსიკალური საკრავები“
საგანმანათლებლო პროგრამები: „ქართული ფოლოკლორი“, „ხალხური საკრავები“ (უფროსკლასელთათვის), „მუსიკის გაკვეთილი მუზეუმში“.

მუზეუმის ფართობი: 300 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 150 კვ/მ

 

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ამსახველი გამოფენა-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: კასპი, სააკაძის ქ. 126, ტელეფონი: (+995 371) 22 47 83
მუზეუმის გახსნის თარიღი: 2016 წლის 20 სექტემბერი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზია.
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირის გარდა, 10 სთ-დან 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო
მუზეუმის ფართობი: 55 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 55 კვ/მ
მუზეუმის მოკლე აღწერა:
    

   პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ამსახველი გამოფენა-მუზეუმის მოწყობის იდეა 2015 წლის ზაფხულში გაჩნდა. მისი ინიციატორი კასპის მკვიდრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მე-2 განყოფილების უფროსი ვანო ჯახუა გახლდათ. 

   იდეის განხორციელებასა და სამუზეუმო სივრცისათვის ფართის გამოყოფას მხარი დაუჭირეს კასპის მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა ბესიკ ნიპარიშვილმა და ამავე სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ნიპარიშვილმა. სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ გამოფენა მოეწყო საბჭოთა პერიოდში აშენებულ შსს-ს კასპის რაიონული განყოფილების ყოფილ შენობაში, რომელშიც დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა განთავსებული.

   იდეის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ საზოგადოებას და მომავალ თაობებს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონოდათ კასპის რაიონში, საბჭოთა პერიოდში (1924, 1937-38, 1941, 1951 წწ.) განხორციელებული რეპრესიების შესახებ. 

   აღნიშნულ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მოძიებული იქნა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ასახავს კასპის რაიონში განხორციელებულ რეპრესიებს,

   მუზეუმში გათვალისწინებულია, რომ ჩატარდეს ინტეგრირებული გაკვეთილები როგორც სკოლა-გიმნაზიის, ასევე სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეთათვისაც, რაც მათ საშუალებას მისცემს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმ რეპრესიების შესახებ, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლება ახორციელებდა საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

   პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის,  „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში გახლავთ საზოგადოება „ბილიკი“. 

 აღნიშნული პროექტის განხორციელებას ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა, რომელმაც გარკვეული თანხა გამოყო საგამოფენო სივრცის მოწყობისთვის. თავისი წვლილი შეიტანა ასევე შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ“.