აღაიანი – სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1459 წელს. 1625 წელს აღაიანის ველზე მოხდა აღაიანის ბრძოლა კახელებსა და სპარსელებს შორის. სოფლის მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის ნამოსახლარები.
სოფელი მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეზე. თემის ცენტრი (სოფლები: საქადაგიანო, ხიდისყური). ზღვის დონიდან 540 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1505 ადამიანი. აქედან 739 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 766 ქალი.
საქადაგიანო – სოფელი მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეზე. შედის აღაიანის თემში. ზღვის დონიდან 520 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1268 ადამიანი. აქედან 649 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 619 ქალი.
სოფლის სამხრეთ-დასავლეთით დგას წმინდა დემეტრეს ეკლესია.
სოფლის სახელწოდება წარმოდგება ქადაგიშვილების გვარიდან. ისინი ლეკიანობის დროს აქედან აყრილან და დამკვიდრებულან სოფ. აღაიანში.
ხიდისყური – სოფელი მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეზე. შედის აღაიანის თემში. ზღვის დონიდან 550 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 27 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 652 ადამიანი. აქედან 328 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 324 ქალი. მოსახლეობის უმრავლესობა, 99% ეროვნებით აზერბაიჯანელია.
ახალქალაქი – (ყოფილი წითელქალაქი, გადაერქვა 1946 წლის 2 ნოემბერს). მდებარეობს მდინარე თეძმის მარჯვენა მხარეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, გარიყულა, გოსტიბე, ერთაწმინდა, ზემო ჩოჩეთი, თეძმისხევი, კაპრაშიანი, ჩაჩუბეთი). ზღვის დონიდან 620 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1050 ადამიანი. აქედან 522 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 528 ქალი.
სოფელში 1908 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ბრინჯაოს ნივთები ახალქალაქის განძი.
ეს ადგილები იშვიათი კლიმატური პირობების გამო, ვახუშტის სიტყვით, „ვენახ-ხილით ნაყოფიერ“ სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა. აქ გადიოდ თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა.
ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი პირველად იხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში 1609 წელს ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით. ამ დროს იგი არ იყო ქალაქი. ახალქალაქის გაქალაქება დაკავშირებული ქართლის მეფე როსტომის (1632-1658 წწ.) სახელთან. ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლებზე შემონახული წარწერის თანახმად, ირანში შაჰ-სეფის (1629-1642 წწ.) ყაენობის დროს როსტომსა და მის თანამეცხედრეს მარიამ დედოფალს თეძმის ნაპირას გაუშენებიათ ქალაქი და მისთვის მეფის ქალაქი უწოდებიათ. ქალაქშივე აუშენებიათ საყდარი და მონასტერი. მეორე წარწერაში ქალაქის დაარსება-განაშენიანების მოთავედ დასახელებულია მეფის კარის მდივანი მერაბ ყორღანაშვილი. ახალქალაქის მოურავები თარხნიშვილები იყვნენ. სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ისინი მთლიანად დაეპატრონნენ ქალაქს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი ქალაქად აღარ იხსენიება.
ახალქალაქში შემორჩენილია გალავანი და დარბაზული ტიპის ეკლესია, გვიანდელი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია (ლაპიდარული წარწერით) და სამრეკლო, ასევე 1885 წ. აშენებული ე.წ. „ბოლგარსკიაანთ სასახლე“, ამჟამად თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „გარიყულა“. (იხ. ბმული. www.garikula.com)
ახალსოფელი – მდებარეობს მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 650 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 13 ადამიანი.აქედან 9 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 4 ქალი.
გარიყულა – მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ცხავერისწყლის (თეძმის მარჯვენა შენაკადი) შესართავის ახლოს, მდინარის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 700 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 435 ადამიანი. აქედან 204 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 231 ქალი.
გარიყულაშია XIX საუკუნის „მარშლიანთ სასახლე“ (თარხნიშვილების სასახლე), XVIII საუკუნის კოშკი და IX-X საუკუნეების ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია.
ერთაწმინდა – მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 840 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 20 კილომეტრით.საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 230 ადამიანი. აქედან 110 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 120 ქალი.
ზემო ჩოჩეთი – მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 600 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 14 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 444 ადამიანი. აქედან 211 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 233 ქალი.
თეძმისხევი – მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 680 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 132 ადამიანი. აქედან 73 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 59 ქალი.
კაპრაშიანი – მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 640 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 34 ადამიანი. აქედან 16 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 18 ქალი.
ჩაჩუბეთი – მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 850 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 29 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 11 ადამიანი. აქედან 5 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 6 ქალი.
სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების ეკლესია. ხოლო სოფლის მახლობლად მდებარეობს ხუროთმოძღვრული კომპლექსი იკვი და სამონასტრო კომპლექსი რკონი.
ჭყოპიანი – მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 23 ადამიანი. აქედან 12 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 11 ქალი.
ახალციხე – მდებარეობს მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: მთიულთუბანი, ნოსტე, ცხავერი). ზღვის დონიდან 810 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 436 ადამიანი. აქედან 214 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 222 ქალი.
გოსტიბე – მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე გოსტიბესწყლის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1550 მეტრზე. სოფლის სტატუსი დაუბრუნდა 1980 წლის 11 სექტემბერს. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 18 ადამიანი. აქედან 11 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 7 ქალი.
მთიულთუბანი – მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 890 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 48 ადამიანი. აქედან 27 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 21 ქალი.
ნოსტე – მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 920 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 21 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 254 ადამიანი. აქედან 133 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 121 ქალი.
სოფლის მახლობლად ძველი ნასახლარია – გიორგი სააკაძის ყოფილი ციხე-დარბაზი, ხოლო სოფლის სამხრეთ-დასავლეთით ორი ეკლესიაა – სამება და ღვთისმშობელი.
ცხავერი – მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1240 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 28 ადამიანი. აქედან 14 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 14 ქალი.
გომი – მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გომი, ნიაბი). ზღვის დონიდან 550 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 884 ადამიანი. აქედან 445 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 439 ქალი.
გომში არის გვიანდელი ფეოდალური ხანის მარიდაანთ კოშკი.
ნიაბი – მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გომი, ნიაბი). ზღვის დონიდან 600 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 225 ადამიანი. აქედან 112 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 113 ქალი.
სოფლის მიდამოებში დგას X საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი წმინდა გიორგის ეკლესია.
დოესი – მდებარეობს მდინარე მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მცხეთა-ძეგვი-ხიდისთავი-გორის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფელი: გრაკალი). ზღვის დონიდან 580 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 2323 ადამიანი. აქედან 1152 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 1171 ქალი.
სოფელში მდებარეობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ II-ის (სიდამონიძე) (1960-1972 წწ.) სახლ-მუზეუმი. ასევე სამებისა და ღვთისმშობლის ბაზილიკური ეკლესიები.
გრაკალი – მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 540 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 225 ადამიანი. აქედან 106 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 119 ქალი.
ზემო ხანდაკი – მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: ზენადრისი, ფაშიანი, ჭყოპიანი). ზღვის დონიდან 610 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1561 ადამიანი. აქედან 800 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 761 ქალი.
ზენადრისი – მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1030 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობდა.
კალოუბანი (ფაშიანი) – მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 640 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 91 ადამიანი. აქედან 47 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 44 ქალი.
თელიანი (ყოფილი ყარაღაჯი) – მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფელი: სასირეთი). ზღვის დონიდან 580 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 21 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 981 ადამიანი. აქედან 472 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 509 ქალი.
სასირეთი – მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 494 ადამიანი. აქედან 248 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 246 ქალი.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი სასირეთი ანტიკური ხანის სოფელია. მდებარეობს მდინარე თეძმის ხეობაში. თეძმის და მტკვრის შესართავთან.
ისტორია. სოფლის სახელწოდება სასირეთი სავარაუდოდ ჩიტის ძველქართული სახელწოდებისგან სირისგან წარმოიშვა, რადგან ამ სოფლის ჭალებში ოდითგანვე ძალიან ბევრი სახეობის ფრინველი ბინადრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი სასირეთი ფრინველის „სირის“ შემოსევის შემდეგ დაერქვა. აღნიშნული ფრინველის შემოსევა „დიდოსტატის მარჯვენაშიც“ არის აღწერილი. გადმოცემის თანხმად ე.წ სასირე მახეები მდინარე თეძმის პირას, დააგეს და სოფელს მას შემდეგ ეწოდა სასირეთი.
ამ სოფლის მკვიდრი იყო სახელგანთქმული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. სოფელში მისი სახელობის სახლ-მუზეუმია განთავსებული. მუზეუმში დაცულია სახელგანთქმული გენერლის და მე-20 საუკუნის გიორგი სააკაძედ წოდებული მხედართმთავრის საოჯახო ნივთები, ფოტო სურათები, წერილები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
სასირეთის ბრძოლა. 1047 წელს, სასირეთის ჭალებში ბაგრატ მეოთხესა და ლიპარიტს ბაღვაშს შორის ბრძოლა გაიმართა. ბაგრატ IV-მ ვერ გაუძლო ლიპარიტის მრავალრიცხოვანი ჯარის შემოტევას და დამარცხდა. სასირეთის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში მეფესა და დიდებულებს შორის არსებული შინაკლასობრივი ბრძოლების მნიშვნელოვან ეპიზოდადა მიჩნეული.
სოფელში დგას XVI-XVIII საუკუნეებში აგებული კოშკი და XIX საუკუნეში აგებული ბაზილიკის სტილის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელშიც ადგილობრივი თავადები შერვაშიძეები არიან დაკრძალული.
სასირეთის განძი. 1930 წელს სოფელში აღმოჩენილი იქნა ძვ.წ. XII საუკუნის I ნახევრით დათარიღებული განძი. ოქროს დისკო, ბრინჯაოს ნივთები. კოლხური ცული, ცენტრალური ამიერკავკასიის ტიპის ცული, სატეხი, სატევარი, ლაგამი, გედისა და ჯიხვის თავის სკულპტურული გამოსახულებები, 2 ნაწილისაგან შედგენილი ბალთა; სახურავიანი სამფეხა ჭურჭელი, რომლის ცენტრში ფრინველის სკულპტურული გამოსახულებაა. ნივთები დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.
სასირეთის სკოლა. სოფელში არსებული საჯარო სკოლა 1919 წელს გენერალმა მაზნიაშვილმა დააარსა, რის გამოც სკოლას მისი სახელი მიენიჭა. სკოლასთან ერთად გენერალმა ბიბლიოთეკაც ააშენა. გიორგი მაზნიაშვილი სკოლის კურსდამთავრებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს თავისი სახსრებით უმაღლეს სასწავლებელში გზავნიდა. სწორედ მისი წყალობით მიიღო უმაღლესი განათლება მწერალმა ელიზბარ მაისურაძემ. სკოლაში ოთხი სოფლის სასირეთის, თელიანის, ბარნაბიანთკარის და გრაკლის მაცხოვრებლები სწავლობენ.
კავთისხევი – თემის ცენტრი (სოფლები: გუდალეთი, ეზატი, თვალადი, ქებაანი, ქვემო ჩოჩეთი, ქვემო ხანდაკი, იდლეთი). მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 720 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით.საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 864 ადამიანი. აქედან 424 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 440 ქალი.
კავთისხევის ისტორიული უბანია ციხისუბანი, სადაც შემორჩენილია თარხნიშვილთა ციხე-გალავნის საძირკველი. სოფელს ხშირად ესხმოდნენ თავს და აოხრებდნენ დაღესტნელი ფეოდალები, ამიტომ მას ხალხში შავსოფელსაც ეძახდნენ. კავთისხევში დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის ლომისის წმინდა გიორგის, კატაულას წმინდა გიორგის, ძლევის ქედის წმინდა გიორგის, კავთისხევის წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები. სოფელში, მონასელიძიანთ უბანში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა აკლდამა. ნაგებობა შედგება საკნისა და დრომოსისაგან, რომელთა კედლები ნაგებია კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით. აკლდამაში არეულად ეყარა ადამიანის ძვლები, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვავთ. აკლდამის არქიტექტურაში შეინიშნება XVI-XVIII სს. ქართლ-კახეთის უმრავლეს ნაგებობათათვის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნები.
გუდალეთი – მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე გავაზურისწყლის (კავთურის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 142 ადამიანი. აქედან 73 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 69 ქალი.
სოფელი ისტორიულ წყაროებში XIV საუკუნის ბოლოდან მოიხსენიება.
ეზატი – მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 780 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 224 ადამიანი. აქედან 109 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 115 ქალი.
სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში. შემორჩენილია გვიანი ფეოდალური ხანით დათარიღებული იოანე ნათლისმცემლის მცირე ეკლესია და ციხე-კოშკის ნანგრევები.
თვალადი – მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 780 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 14 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 489 ადამიანი. აქედან 236 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 253 ქალი.
ფეოდალურ ხანაში თვალადში ქართლის მეფეთა საზაფხულო სადგომი იყო. შემორჩენილია შუა ფეოდალური ხანის ეკლესია და შენობათა ნანგრევები. მოსახლეობა მათ როსტომ მეფის საყდარსა და სასახლეს უწოდებს.
მირიანი – მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. რკინიგზის ბაქანი. ზღვის დონიდან 500 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 81 ადამიანი. აქედან 35 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 46 ქალი.
ქებაანი – მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 520 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 7 ადამიანი. აქედან 3 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 4 ქალი.
ქვემო ჩოჩეთი – მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 510 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 488 ადამიანი. აქედან 254 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 234 ქალი.
ქვემო ხანდაკი – მდებარეობს მდინარეების კავთურისა და მტკვრის შესართავთან. ზღვის დონიდან 520 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 244 ადამიანი. აქედან 119 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 125 ქალი.
სოფელში არის მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის ეკლესია.
წიფორი – მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 34 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობდა.
სოფელში არის წიფორის წმინდა გიორგის ეკლესია.
კოდისწყარო – მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზადიანთკარი, ზემო რენე, ნიგოზა, სარიბარი, ქვემო რენე, ყარაფილა, ჩობალაური). ზღვის დონიდან 740 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 216 ადამიანი. აქედან 112 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 104 ქალი.
სოფელი იხსენიება ლეონტი მროველთან (XI საუკუნე). 1433 წელს სოფელი თაყა ზედგენიძემ შიომღვიმის მონასტერს შესწირა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში კოდისწყარო სამუხრანბატონოში შედიოდა.
ზადიანთკარი – მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 810 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 37 ადამიანი. აქედან 15 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 22 ქალი.
ზემო რენე – მდებარეობს კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 850 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 21 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 249 ადამიანი. აქედან 131 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 118 ქალი.
ნიგოზა – მდებარეობს კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 123 ადამიანი. აქედან 56 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 67 ქალი.
სარიბარი – მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ლეხურის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 790 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 19 ადამიანი. აქედან 10 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 9 ქალი.
ქვემო რენე – მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 750 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 221 ადამიანი. აქედან 121 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 100 ქალი.
ყარაფილა – მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 720 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 88 ადამიანი. აქედან 47 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 41 ქალი.
ჩობალაური – მდებარეობს კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 148 ადამიანი. აქედან 69 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 79 ქალი.
ლამისყანა – მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: თვაურები, ხვითი). ზღვის დონიდან 680 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1095 ადამიანი. აქედან 551 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 544 ქალი.
სოფელში არის დავით გურამიშვილის მემორიალი.
ისტორია. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ლამისყანა ქსნის ერისთავების სამფლობელოში შედიოდა. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში იგი მუხრანბატონების გამგებლობაში გადავიდა, შემდეგ კვლავ ერისთავებს დაუბრუნდა.
1728 წელს ილტოზის წყაროზე (დღეს ამ წყაროს გურამიშვილის წყაროს ეძახიან) ლეკებმა დაატყვევეს დავით გურამიშვილი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის ჯარის ერთი რაზმი ლამისყანაში დაამარცხა იოანე ბატონიშვილმა.
ღირსშესანიშნაობა. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით გეგმით მართკუთხა ციხე-გალავანი (XVIII საუკუნე) და ორბელიანების სასახლეა (XIX საუკუნე), დასავლეთით ღვთისმშობლის ეკლესიაა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით „ზედაველას“ ტყეში ივლიტას ნიში. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ორბელიანების სასახლის გვერდით.
თვაურები – მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 750 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 81 ადამიანი. აქედან 42 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 39 ქალი.
ხვითი – მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 880 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 218 ადამიანი. აქედან 104 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 114 ქალი.
სოფლის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ბენისის წმინდა გიორგის ეკლესია.
მეტეხი – მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 560 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 2105 ადამიანი. აქედან 1025 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 1080 ქალი.
სოფელში ჯერ კიდევ ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია ადამიანს. მეტეხში არის ამაღლების, კვირაცხოვლის ეკლესიები და ღვთისმშობლის ტაძარი.
ბარნაბიანთკარი – მდებარეობს მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე. მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 550 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 264 ადამიანი. აქედან 128 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 136 ქალი.
სოფელში შემორჩენილია ორი, მთავარანგელოზისა და წმინდა გიორგის ეკლესიები.
ოკამი – თემის ცენტრი (სოფლები: თეზი, იგოეთი, მრგვალი ჭალა, ფერმა, ჩანგილარი). მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 650 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1401 ადამიანი. აქედან 701 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 700 ქალი.
ოკამში არის ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები.
თეზი – მდებარეობს მუხრანის ვაკის ჩრდილოეთ-დასავლეთით, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 620 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 738 ადამიანი. აქედან 377 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 361 ქალი.
თეზში არის კვირაცხოვლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები.
მრგვალი ჭალა – მდებარეობს მდინარე ლეხურის ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 176 ადამიანი. აქედან 79 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 97 ქალი.
ფერმა – მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 580 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1058 ადამიანი. აქედან 553 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 505 ქალი.
ჩანგილარი – მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 580 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 23 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 264 ადამიანი. აქედან 141 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 123 ქალი.
სამთავისი – თემის ცენტრი (სოფლები: ბოჟამი, თოგოიანთკარი). მდებარეობს მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 680 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 11 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 532 ადამიანი. აქედან 267 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 265 ქალი.
სოფელში დგას შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი.
ბოჟამი – მდებარეობს მდინარეების ქსნისა და ლეხურის წყალგამყოფის სამხრეთ კალთებზე. ზღვის დონიდან 805 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 14 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 185 ადამიანი. აქედან 92 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 93 ქალი.
თოგოიანთკარი – მდებარეობს მდინარე ლეხურის ხეობაში. ზღვის დონიდან 750 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 75 ადამიანი. აქედან 39 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 36 ქალი.
იგოეთი – მდებარეობს მდინარე ლეხურის ნაპირზე. თბილისი-ხაშურის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 559 ადამიანი. აქედან 273 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 286 ქალი.
სოფლის მიდამოებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. სოფლის ახლოს ზედ გზის პირზე ფეოდალური ხანის ძეგლი იგოეთის წითელი საყდარი დგას. აქ ადრე საბაჟო ყოფილა. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ქართული აგურით.
იგოეთში ასევე არის ღვთისმშობლის ეკლესია.
ქვემო ჭალა – თემის ცენტრი (სოფლები: ახალშენი, გამდლისწყარო, გორაკა, ვაკე, პანტიანი, საკორინთლო). მდებარეობს მდინარე ლეხურის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 680 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1075 ადამიანი. აქედან 536 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 539 ქალი.
გაშენებულია უმეტესად ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაშლილ, ვაკე ტერიტორიაზე, სოფლიდან 3 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით აშენებულია სხვილოს (ცხვილოს) ციხე. სოფელ ქვემო ჭალის ისტორია იწყება სწორედ სხვილოდან. სხვილო ძველი ისტორიული სოფელია და მოგვიანებით მოსახლეობა ქვემოთ, ჭალა ადგილას დასახლებულა. აქედან მომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც ქვემო ჭალა.
სხვილოს ციხე თავად ამილახვრების რეზიდენცია იყო, გვიან შუა საუკუნეებში ამილახვრებმა ქვემო ჭალაში ააშენეს ციხე, სასახლე და რეზიდენციაც აქ გადმოიტანეს. სხვილოდან „ქვემოთ” ჭალაში პირველად ანდუყაფარ ამილახვარი ჩამოსახლებულა. მასვე აუშენებია სპარსული აბანო, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება.
ახალშენი – მდებარეობს მდინარე ლეხურის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 800 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 127 ადამიანი. აქედან 60 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 67 ქალი.
სოფელში არის წმინდა გიორგის ეკლესია.
გამდლისწყარო – მდებარეობს ტირიფონის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში. მდინარე ტორტლის (ლეხურის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. თბილისი-გორის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 680 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 107 ადამიანი. აქედან 52 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 55 ქალი.
სოფელში 1966 წელს აღმოაჩინეს ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის სპილენძ-ბრინჯაოს გამდლისწყაროს განძი.
გორაკა – მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე ლეხურის მარცხენა მხარეზე. ზღვის დონიდან 840 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 55 ადამიანი. აქედან 24 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 31 ქალი.
სოფლის თავში ნამოსახლარია სადაც აღმოჩენილია ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკა. უძველეს ხანაში ეს ადგილი ლეხურის ხეობის ცენტრი ყოფილა. შემდეგ მის ახლობლად გაჩენილა ხეობის ახალი ცენტრები – სხვილოს ციხე (განვითარებული შუა საუკუნეები) და ქვემო ჭალა.
ვაკე – მდებარეობს ხარულის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე. მდინარე ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 960 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 14 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 86 ადამიანი. აქედან 46 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 40 ქალი.
სოფელი რუსეთის საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მდებარეობს.
პანტიანი – მდებარეობს მდინარე ლეხურის ხეობაში. ზღვის დონიდან 800 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 66 ადამიანი. აქედან 38 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 28 ქალი.
პანტიანში არის წმინდა გიორგისა და ჯვარპატიოსნის ეკლესიები.
საკორინთლო – მდებარეობს მდინარე ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 780 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 114 ადამიანი. აქედან 61 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 53 ქალი.
სოფელში არის ნანაანთ წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და ქარის საყდარი.
წინარეხი – თემის ცენტრი (სოფლები: გომისჯვარი, თელათგორი, იდლეთი, ლავრისხევი). მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 720 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 324 ადამიანი. აქედან 166 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 158 ქალი.
სოფელი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით.
გომისჯვარი – მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ნიჩბისისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 900 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 18 ადამიანი. აქედან 9 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 9 ქალი.
გომისჯვარში არის იოანე მახარებლის ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია.
თელათგორი – მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 740 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 211 ადამიანი. აქედან 107 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 104 ქალი.
ისტორიულ წყაროებში გვხვდება თელეთგორის სახელწოდებითაც. სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. ადგილობრივი მოსახლეობა მას „საფუზრების გორას“ უწოდებს.
ნამოსახლარს სამხრეთიდან (ფართობი დაახლოებით 15 ჰა) ეკვრის ნაქალაქარი. ნაქალაქარზე დასტურდება ორი კულტურული ფენა (ძვ. წ. III-II და ახ. წ. I-III სს.). ორივე ფენაში გამოვლინდა სახლების ნაშთები, რომლებსაც იატაკი თიხატკეპნილი ჰქონიათ, ხოლო სახურავი კრამიტის
სოფელში არის წმინდა გიორგის ეკლესია.
იდლეთი – მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 263 ადამიანი. აქედან 125 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 138 ქალი.
იდლეთი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფლის განაპირას დგას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ხოლო სოფლის ცენტრში კვირაცხოვლისა და მიქელ-გაბრიელის ეკლესიები.
ლავრისხევი – თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ლავრულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 960 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 18 ადამიანი. აქედან 8 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 10 ქალი.
სოფლის სამხრეთით დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, ტყიან ხეობაში მდებარეობს X საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – გუმბათოვანი ეკლესია.
ხოვლე – თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხევხმელას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 720 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 26 კილომეტრით. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1449 ადამიანი. აქედან 711 მამაკაცი, ხოლო დანარჩენი 738 ქალი.
სოფელი მდიდარია არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით. სოფელში მდებარეობს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი.