18
Aug
წუთი სოფელში. თეძმისპირი. 2004 წ.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი გადაცემათა ციკლი „წუთი სოფელში“, რომლის ავტორი და რეჟისორი გახლავთ ოთარ ლითანიშვილი. წამყვანები: ნინო მარიამიძე, ქეთი ხიტირი. ეს გადაცემა ეთმობა კასპის რაიონს, რომელშიც ნაჩვენებია: სოფელი ერთაწმინდა და ამავე სოფელში მდებარე წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარი, სოფელი მეტეხი და ამავე სოფლის ღვთისმშობლის ტაძარი, კასპის კულტურის სახლთან არსებული ცეკვის ანსამბლი (ხელმძღვანელი დომენტი მამულაშვილი). გადაცემაში ასევე საუბრობენ სოფელ ერთაწმინდის მკვიდრი ოთარ ელისაბედაშვილი, თვითნასწავლი მხატვარი გივი შეშაბერიძე, კავთისხეველები ქორო კაციაშვილი და გერისო კელაპტრიშვილი.