გამოჩენილი ადამიანები

  კასპის მუნიციპალიტეტში დაიბადა და აღიზარდა მრავალი გამოჩენილი ადამიანი, ისტორიული პირი, საზოგადო თუ სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც გაითქვეს სახელი.     

   წარმოგიდგენთ ამ ადამიანებს და მათ ბიოგრაფიებს.

  ნინო სვიმონის ასული აბაშიძე ორბელიანისა – პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი.

  დაიბადა 1838 წელს გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში მაკრინე ლუარსაბის ასულ თარხან-მოურავისა და სვიმონ დავითის ძე აბაშიძის ოჯახში. ერთხანს ცხოვრობდა ქუთაისში, 14 წლისა მიათხოვეს ქუთაისელ ევგენი მაისურაძეს რომელიც მალე გარდაიცვალა. მონაწილეობდა კულტურულ-სალიტერატურო ცხოვრებაში, თეატრალურ წარმოდგენებში. 1864 წელს მეორედ გათხოვდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორბელიანზე. 1870-იან წლებში ნინო უკვე თბილისშია და ნაყოფიერ ლიტერატურულ, თეატრალურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. გამოირჩეოდა სილამაზით, ორატორული ნიჭით.

   ნინო ორბელიანისადმი ლექსები აქვს მიძღვნილი ვ. იურკევიჩს („რუს-იმერელს“). ნინო ორბელიანის ლექსზე დაწერილი სიმღერა ვანო სარაჯიშვილის შესრულებით. 45 წელი იღვაწა ქართულ პოეზიაში. ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა XIX საუკუნის 60-იან წლებში. მრავალი ლექსის ავტორია, გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ ერთი მცირე მოცულობის კრებული.

   ნინო ორბელიანი იყო აკაკი წერეთლის ლირიკის მიმდევარი. სტილითა და ტონით ენათესავებოდა აგრეთვე გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას. მისი პოეზიისათვის ნიშანდობლივია სამშობლოს სიყვარული და ნათელი მომავლის იმედი.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ნინო უკიდურეს სიღატაკეში, უსახლკაროდ ცხოვრობდა. ყველასგან მივიწყებული, გარდაიცვალა 1919 წლის 12 მარტს თბილისში დავრდომილთა თავშესაფარში.

  დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე,  „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 296, თბ., 1994 წ. 

   

გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი (დ. 1689 — გ. 1754 ან 1757) — ქართველი ფეოდალი, საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი. 

   პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალობას (1723-1735), თუმცა ხშირად დათმობაზეც მიდიოდა. 1726 ოსმალებს ააღებინა ხელი სიონის მეჩეთად გადაკეთების განზრახვაზე. 1727 წელს მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე საგამგეო ერთეულად (სანჯაყად) დაყვეს. ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობდა მიეღო ოსმალების ექსპედიციებში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა.

   თამაზ-ყული-ხანის (შემდეგში ნადირშაჰი) ამიერკავკასიაში მოსვლის შემდეგ, 1734 წელს ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეობდა თბილისიდან ოსმალების განდევნაში. 1735 წლიდან, როდესაც ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას. ნადირ-შაჰმა დააპატიმრებინა ამილახვარი, თეიმურაზ II, აბელ ანდრონიკაშვილი, მამუკა მუხრანბატონი, ქაიხოსრო ავალიშვილი, და ვახუშტი აბაშიძე. მალე ისინი ტყვეობიდან გაიქცნენ. 1736 ამილახვარი შანშე ქსნის ერისთავსა და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს ამილახვარი, ბრძოლას შანშე ქსნის ერისთავი განაგრძობდა.

1737 ნადირ-შაჰმა ამილახვარი და სხვა დაპატიმრებული ქართველები ავღანეთის ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თავი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დაღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველებისათვის, ამიტომ 1741 წელს ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ის ამილახვარს გადასცეს. ამილახვარი დაინიშნა ქართლის სამეფოს გამგებლად. ის იმავე წელს მონაწილეობდა ნადირ-შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში. მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, თეიმურაზ II-ის დაწინაურებამ, მეორე მხრით, ნადირ-შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ.

   1742 იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას. აჯანყებულები ქსნისა და არაგვის ხეობებში გამაგრდნენ. თბილისის ხანმა საპაასუხოდ დააპატიმრა თბილისში მყოფი ქართველი დიდებულები. ნადირ-შაჰი დიდ ლაშქრობას აწყობდა დაღესტანში და ძალიან სჭირდებოდა ტრანსპორტი, ამიტომ მან თბილისის ხანს გაათავისუფლებინა დიდებულები და ამილახვარს შერიგება და პატიება შესთავაზა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ თბილისის ხანი შეიჭრა შიდა ქართლში, დაწვა მოსავალი, დაარბია მოსახლეობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ციხე დაიკავა. ამილახვარი გადავიდა ბორჯომის ხეობაში და კავშირი დაამყარა ახალციხის ფაშასთან. ფაშა აჯანყებულებს აწოდებდა ტყვია-წამალსა და თოფ-ზარბაზანს სურამის ციხის გასამაგრებლად, ასევე ახმარდა ოსმალთა რაზმებსაც. ამილახვარი ასევე ცდილობდა დაკავშირებოდა ლეკებსა და რუსეთის იმპერიას. ამილახვარის ქმედებებმა მოსახლეობა ორად გაჰყო, ნაწილი მხარს უჭერდა ამილახვარსა და აჯანყებას, ხოლო ნაწილი ირანულ პოლიტიკას. გადამწყვეტი როლი ითამაშეს თეიმურაზ II-მ და მისმა შვილმა ერეკლე ბატონიშვილმა, რომლებმაც სპარსეთის მხარე დაიჭირეს. მათ 1744 წელს აჩაბეთის ბრძოლაში ამილახვარი დაამარცხეს.

   აჯანყებაში აშკარად ჩაერთო ოსმალეთის იმპერიაც, რომელმაც ახალციხის ფაშა იუსუფ III გაგზავნა აჯანყებულების დასახმარებლად დიდი რაზმითა და ფულით. ამილახვრისა და ახალციხის ფაშის ჯარებმა გორსა და რუიისს შორის დაამარცხეს თეიმურაზი და თბილისის ხანი, მაგრამ გორის ციხის აღება ვერ შეძლეს. იუსუფის მიერ დაღესტანში დიდძალი ფულით გაგზავნილ ლეკთა ბელად მალაჩის საგურამოსთან დახვდა ერეკლე და დაამარცხა. იუსუფ III-მ მოხსნა საკუთარი ჯარი და აწყურში დაბრუნდა, ამილახვარი კი სურამის ციხეში გამაგრდა. 1744 წლის ივნისში შაჰმა თეიმურაზ II-ს ქართლის მეფობა უბოძა. ქართლში თეიმურაზის მომხრეები მომრავლდნენ.

   თეიმურაზმა ვერ შეძლო ციხეზე პირდაპირი იერიშის მიტანა და ალყა შემოარტყა მას. 1745 წლის დასაწყისში ამილახვარი სურამის ციხეში იყო გამომწყვდეული. ალყის დროს ნადირ-შაჰმა ერთხელ კიდევ სცადა ამილახვარის შერიგება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ამილახვარს ამ დროს განუდგა ქართლის მთავარეპისკოპოსი კირილე II, რომელიც მანამდე მასთან ერთად იმყოფებოდა სურამის ციხეში. ციხე საარტილერიო ცეცხლის გამო ძლიერ დაზიანდა და ალყას ვეღარ უძლებდა. 5 თვის ალყის შემდეგ ციხე დაეცა. ამილახვარი მოლაპარაკებაზე წავიდა თეიმურაზის მეუღლესთან, თამარ დედოფალთან და თეიმურაზ II-მ შაჰის მოთხოვნით ამილახვარი სპარსეთში გაგზავნა. სპარსეთში მიმავალი ამილახვარი გზად შეხვდა სპარსეთიდან უკან დაბრუნებულ თვალებდათხრილ შანშე ქსნის ერისთავს.

    ისპაჰანში ამილახვარი გადარჩა სასჯელს — თვალების დათხრას. მან მიიღო ისლამი, შაჰ-ყული-ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა, იყო მაზანდარანის და გულისტანის პროვინციის მმართველი, დააგროვა დიდძალი ქონება. 1747 წელს ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა ურჩი თეიმურაზ II და ერეკლე II და ამილახვარს დაავალა 30 ათასი კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა 1749 წელს. ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები, ხელში ჩაიგდო ირანის შაჰის საგანძური, შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა სამშობლოსკენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არაერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში, ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწია თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.

 

ლიტერატურა: 

  • ტუხაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 391.
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბილისი, 1965;
  • გვრიტიშვილი დ., ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქი და სპარსი დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII ს. პირველ ნახევარში (გივი ამილახვრის აჯანყება), „მიმომხილველი“, ტ. 3; 1953;
  • ქიქოძე, გ., „ერეკლე II“, თბილისი: სახელგამი, 1942. — გვ. 60-75.

   

   

   

   

   ანდრონიკაშვილი ოთარ კონსტანტინეს ძე – დაიბადა 1914 წლის 18 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში. კინორეჟისორი, მხატვარი, სცენარისტი. ქართული მულტიპლიკაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი 1963 წლიდან. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პროფესორ დ. კაკაბაძის კლასი, 1941 წ.), რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1947 წ.). მუშაობდა რეჟისორად ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 1946-1949 წწ. შემდეგ გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში. 1951 წლიდან კინოში მეორე რეჟისორად. 1959 წლიდან კი  სიცოცხლის ბოლომდე იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანების დამდგმელი რეჟისორი. გადაღებული აქვს ფილმები: „ვეფხვი და ვირი“ (1959), „ქოთნების დღეობა“ (1963), „სათაგური“ (1965), „ოქრო“ (1966), „სევდიანი რომანი“ (1967), „ასე იბადებიან ვარსკვლავები“ (1968), „სამაია“ (1971), „სტუმარი“ (1975), „არაჩვეულებრივი ნადირობა“ (1981), „მგელი და კრავი“ (1981 – სცენარის ავტორი). მონაწილეობს ფილმში „ქვიშანი დარჩებიან“ (1976).

1979 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

გარდაიცვალა 1983 წლის 25 აპრილს.

 

წყარო: ჟურნალიახალი ფილმები“ – 1972 წლის N7. სტატიის N32. ავტორი . დოლიძე.

ასლამაზაშვილი სურენ არტემის ძე – (3. III. 1914, გორის მაზრის სოფ. კავთისხევი,  –  22. XI. 1970, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (22. II. 1944). გვარდიის სერჟანტი. სკკპ წევრი 1943 წლიდან. 1937-1939 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ს. ასლამაზაშვილი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში – ქ. ორჯონიკიძესთან, უკრაინასა და ბესარაბიაში, მონაწილეობდა რუმინეთის, უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში, იმპერიალ. იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში. მდ. დნეპრის გადალახვისასდა მის მარჯვენა ნაპირზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დემობილიზაციის შემდეგ, 1945 წლიდან ს. ასლამაზაშვილი მუშაობდა თბილისის სართავ-სატრიკოტაჟო კომბინატში, თბილისის რკინიგზის სადგურში, 1955-1969 წლებში თბილისის კიროვის სახ. ჩარხსაშენებელ ქარხანაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

 

წყარო: ქსე. ტომი 1, გვ. 636

   ბარნაბიშვილი გურამ იოსების ძე – დაიბადა 1935 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისში. მხატვარ-გრიმიორი. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი. 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გრიმიორად და მხატვარ-გრიმიორად შემდეგ ფილმებზე: „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957), „მამლუქი“ (1958), „ფატიმა“ (1958), „ყვავილი თოვლზე“ (1959), „ჩქარი მატარებელი“ (1960), „გლახის ნაამბობი“ (1961), „თეთრი ქარავანი“ (1963), „გენერალი და ზიზილები“ (1963), „ხევისბერი გოჩა“ (1964), „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი!“ (1965), „უყაიმო თამაში“ (1966), „ცისკრის ზარები“ (1967), „ჯვარცმული კუნძული“ (1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1969), „წუთისოფელი“ (1971), „ნერგები“ (1972), „ციმბირელი პაპა“ (1973), „პასტორალი“ (1975), „დათა თუთაშხია“ (1976), „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „გამოაღეთ ფანჯრები“ (1981), „იცოცხლე, გენაცვალე!“ (1981), „უძინართა მზე“ (1992).

წყარო: ჟურნალიახალი ფილმები“ – 1975 წლის N11. სტატიის N75-. ავტორი . გვენცაძე.

ბარნაბიშვილი იოსებ გიორგის ძე – დაიბადა 1912 წლის 2 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ბარნაბიანთკარში. თეატრისა და კინოს მხატვარ-გრიმიორი. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი. დაჯილდოებულია საპატიო სიგელით (1954). 1928-1935 წლებში გრიმიორად მუშაობდა რესპუბლიკის თეატრებში: თბილისის სახალხო სახლში (1928-1931), ქუთაისის სახელმწიფო თეატრში (1931-1932), ველისციხის სახალხო თეატრში (1932-1934) და თბილისის კულტურის სახლში (1934-1935). 1935 წლიდან მხატვარ-გრიმიორად მუშაობდა „სახკინმრეწვში“ შემდეგ ფილმებზე: „არსენა“ (1937), „ქალიშვილი გაღმიდან“ (1941), „ქაჯანა“ (1941), „დიდი გზა“ (1947), „ცისკარა“ (1955), „ჩვენი ეზო“ (1956), „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957), „მანანა“ (1958), „განაჩენი“ (1959), „კეთილი ადამიანები“ (1961), „თეთრი ქარავანი“ (1963), „ცისკრის ზარები“ (1967), „დიდი მწვანე ველი“ (1968), „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1969), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1969), „დიდი ხნის წინათ“ (კინონოველა „მეზობლები“ – 1971), „დათა თუთაშხია“ (1976) და სხვა.

წყარო: ჟურნალიახალი ფილმები“ – 1975 წლის N4. სტატიის N75-. ავტორი . გვენცაძე.

   

 

   ბოჭორიძე ირაკლი ნუგზარის ძე – დაიბადა 1970 წლის 1 იანვარსს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი საავტომობილო გზების მშენებელი ინჟინრის სპეციალობით 1992 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტის სპეციალობით 2004 წელს.

   სამუშაო ადგილები: 1989-1991 წწ. ფიზიკის ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის ოპერატორი; 1992-1993 წწ. საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის წამყვანი სპეციალისტი; 1993-1994 წწ. TBC ბანკის განყოფილების უფროსი; 1994-1995 წწ. მოქალაქეთა კავშირის ცენტრალურ აპარატში ჯერ კადრების განყოფილების უფროსი, შემდეგ რეგიონალური დეპარტამენტის თავმჯდომარე; საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შიდა ქართლის მხარეში (1995); 1995-1996 წწ. კასპის რაიონის გამგებელი; 1996-2002 წწ. შიდა ქართლის გუბერნატორი; 2002-2003 წწ. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი; 2004 ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტი; 2004-2007 წწ. საქართველოს საელჩო რუსეთში, კონსული; 2008 საქართველოს საელჩო ყაზახეთში, კონსული; 2008-20010 წწ. LTD “Geoinori”-ს აღმასრულებელი დირექტორი; 2011 წლიდან JSC თბილისის თამბაქოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

   წყარო: „ვინ ვინაა საქართველოში“: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1996-97. გვ.43.   

ბუკია თინა შალვას ასული – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი. ლაბორატორიული მედიცინის  ერთ-ერთი  წამყვანი სპეციალისტი და სულისჩამდგმელი საქართველოში.

   დაიბადა 1938 წლის 16 ოქტომბერს ქ. თბილისში. მისი ქალიშვილობის გვარი აზმაიფარაშვილია და ის გახლავთ ცნობილი დირიჟორის შალვა აზმაიფარაშვილის შვილი, რომლებიც წარმოშობით კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან არიან.

   1956 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. თბილისის 58-ე საშუალო სკოლა. 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო საქმის სპეციალობაზე.

შრომითი საქმიანობა:

1962 – 1979 წწ. – თბილისის აკად. კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტი.
1962 – 1972 წწ. – უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი,
1972 – 1979 წწ. – უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.
1979 – 2006 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრა.
1979 – 1986 წწ. – კათედრის დოცენტი,
1986 – 2006 წწ. – კათედრის გამგე.
2002 წლიდან – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დარგობრივი სალიცენზიო საგამოცდო კომისიის და სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე სპეციალობაში „ლაბორატორიული მედიცინა“.
2003 წლიდან – სარეზიდენტო პროგრამის „ლაბორატორიული მედიცინა“ პროგრამის დირექტორი.
2001 წ. – მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ლაბორატორიული საქმე“ № 009084, სერია ა 63.
2004 წლიდან – თსსუ აკად. ს. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2006 წ. – არჩეულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების სრულ პროფესორად.
2006 წ. – დანიშნულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
2008 წ. – დანიშნულია შპს „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიული სამსახურის კონსულტანტად.
2009 წ. – არჩეულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების სრულ პროფესორად (4 წლის ვადით).

2010 წლიდან – შპს ქართულ-ავსტრიული კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელიც მისსავე სახელს ატარებს.

სამეცნიერო მოღვაწეობა:

1970 წ. – მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (სპეციალობა: ჰემატოლოგია და სისხლის გადასხმა 14.00.29). დისერტაციის თემა – „თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის სტრუქტურულ–ჰისტოქიმიური ცვლილებები ექსპერიმენტული ლეიკოზის დროს“.
2002 წ. – მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (სპეციალობა: ჰემატოლოგია და სისხლის გადასხმა 14.00.29). დისერტაციის თემა – „ჰემატოლოგიური მაჩვენებლები მამაკაცებში უროგენიტალურიქლამიდიოზის მიმდინარეობის პროგნოზირებაში“.
– მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისერტაცია.
– დასტამბული აქვს 86 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 3 მეთოდური რეკომენდაცია.
– სამეცნიერო კონფერენციებზე მოხსენებულია შრომები: თბილისში (1971, 1972, 1974, 1975, 1981, 1982, 1991, 2001), იაპონიაში, კიოტოში (1972), კიევში (1973), უფაში (1973), ტაშკენტში (1976), ქუთაისში(1977), მოსკოვში (1978, 1990), ტალინში (1985), საფრანგეთში, კანში (2002), ფლორენციაში (2008).

საზოგადოებრივი საქმიანობა:

1998 წლიდან – არჩეულია „ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის“ თავმჯდომარედ.
1986-2005 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დიდი საბჭოს (სამეცნიერო–პედაგოგიური) წევრი.
1993-1998 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფკომიტეტის თავმჯდომარე.
1998-1999 წწ. – ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო აკადემიის თერაპიული ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე.
2000-2003 წწ. – დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საფაკულტეტშორისო საბჭოს წევრი.
2004-2005 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საფაკულტეტო საბჭოს წევრი.
2004-2005 წწ. – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მედიკო–ბიოლოგიური ფაკულტეტის ექსპერტთა სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2001–2005 წწ. – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლაბორატორიული დარგის მართვის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2004 წლიდან – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ლაბორატორიულ მედიცინაში.
2006-2007 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლო-ბითი საბჭოს წევრი.
2007 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

   არის საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის თავმჯდომარე.

ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი–გაბაშვილი (დ. 16 ივნისი, 1851, გორი — გ. 7 აგვისტო, 1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის რაიონი) — ქართველი მწერალი, ფემინისტი და საზოგადო მოღვაწე.

   ეკატერინეს მშობლები-რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი) და სოფიო ვახტანგის ასული ბაგრატიონ-დავითიშვილი იმ დროის კვალობაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. რევაზ თარხნიშვილი ლიბერალური მიმართულების თავადაზნაურობას ეკუთვნოდა. მას თბილისის პირველი გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და ჯერ სასამართლოს მდივნად, შემდეგ კი-ვექილად მსახურობდა.

   დედის გარდაცვალების შემდეგ, 5 წლის ეკატერინესა და მისი ძმის აღზრდა სოფიოს დედამ-დიდედა ბარბარემ ითავა. მისი ზედამხედველობით, ბავშვები დიდ დროს ატარებდნენ სოფლად-დედისეულ ფლევსა და მამისეულ ახალქალაქში. მკაცრი და ანჩხლი ხასიათის ბარბარე კონსერვატული შეხედულებებით გამოირჩეოდა და თვლიდა, რომ ქალისათვის შინაური განათლებაც საკმარისი იქნებოდა, თუმცა, რევაზ თარხნიშვილი ქალიშვილისათვის განათლების მიცემას აუცილებლად თვლიდა. სიდედრის წინააღმდეგობის მიუხედავად, 7 წლის ეკატერინე მამამ გორში მცხოვრებ პოლკოვნიკ ფავლენიშვილის ქვრივს-მაიკოს მიაბარა, რომელმაც ბავშვს წერა-კითხვა და ლოცვა შეასწავლა. 1 წლის შემდეგ გოგონა თბილისში გერმანულ კერძო სკოლაში გადაიყვანეს, იქიდან კი-ფავრის პანსიონში, რომელიც ეკატერინემ 1868 წელს დაასრულა. პანსიონში სწავლისას მან გაიცნო იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც თავისი „დედა ენა“ უსახსოვრა და იმხანად ქართულის მასწავლებელი ალექსანდრე ცაგარელი. ოჯახის უსახსრობამ ეკატერინეს გზა გადაუკეტა უმაღლესი განათლებისაკენ, რის გამოც იგი იძულებული გახდა, გორში მამის ოჯახში დაბრუნებულიყო.

   გორში დაბრუნებისთანავე ეკატერინე აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას შეუდგა. თავდაპირველად კერძო მასწავლებლობას ეწეოდა და შინ უსასყიდლოდ ამეცადინებდა ბავშვებს. მისმა „შინაურმა სკოლამ“ იმდენად გაითქვა სახელი, რომ მოსწავლეთა რაოდენობამ ძლიერ იმატა და თავისთავად გაჩნდა სკოლის გახსნის აუცილებლობა. ეკატერინეს დიდი მეცადინეობით და გორის საზოგადოების თანადგომით ქალაქში ქალთა სამრევლო სკოლა დაარსდა, რომელშიც განაგრძო თავისი წარმატებული მოღვაწეობა ახალგაზრდა მასწავლებელმა. სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზე იყო. გორის სამრევლო სკოლამ დიდი როლი ითამაშა ხალხში განათლების შეტანის საქმეში, მისი აღზრდილები იყვნენ შემდეგომში ცნობილი მსახიობი ნატო გაბუნია და ჟურნალისტი, გამომცემელი და საზოგადო მოღვაწე მარიამ დემურია.

 გარდა მასწავლებლობისა, ეკატერინე აქტიურად ეწეოდა თვითგანათლებას-სწავლობდა სოციოლოგიას, ეცნობოდა რუსულ და ევროპულ ლიტერატურას. ამ დროს შედგა მისი ჟურნალისტური დებიუტიც, წერილით „გლეხკაცობის აზრი სახალხო შკოლაზედ“, რომელიც 1870 წელს, გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა. წერილს დადებითი შეფასება მისცა პეტრე უმიკაშვილმა. მან ეკატერინეს თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა, რამაც ახალგაზრდა ქალს გზა გაუხსნა იმდროინდელი მოწინავე განათლებული საზოგადოებისაკენ. ეკატერინე გაეცნო და დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, გიორგი წერეთელს.

   1871 წელს ეკატერინე დაქორწინდა ალექსანდრე გაბაშვილზე. ახლადდაქორწინებულები ერთხანს სოფელ თხინვალაში ცხოვრობდნენ, სადაც ეკატერინე ისევ მასწავლებლობას ეწეოდა, შემდეგ კი თბილისში გადასახლდნენ. სულ ეკატერინეს და ალექსანდრეს 11 შვილი შეეძინათ. მათგან 6 ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა, რამაც ახალგაზრდა ქალზე უმძიმესი გავლენა იქონია. ოჯახური მდგომარეობის გამო იგი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, დიდწილად, ჩამოცილებული იყო აქტიურ საზოგადოებრივ და ლიტერატურულ საქმიანობას. „დღიდან გათხოვებისა, დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთილშობილური ზრახვანი. ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა“ – ამბობდა მწერალი წლების შემდეგ. თუმცა, 80-იანი წლებიდან ეკატერინე კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე ახალი ვრცელი მოთხრობით „რომანი დიდხევაში“ (1881), რომელსაც მაღალი შეფასება მისცა ილია ჭავჭავაძემ. ამას მოჰყვა „კონა“ (1882), „ორ-ენა და ქუჩე“ (1883) და სხვა მოთხრობებიც, რამაც სახელი გაუთქვა, როგორც მწერალს.

   ეკატერინე გაბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებენ საზოგადოებასთან, 1879 წლიდან იყო მისი გამგეობის წევრი. იგი განუწყვეტილივ იღვწოდა ქალთა შორის განათლების გავრცელებისათვის, იყო ერთ-ერთი დამაარსებელი „ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებისა“, რის მეშვეობითაც 1895 წელს საკუთარ სახლში გახსნა ჭრა-კერვის სკოლა, სადაც ღარიბ და ობოლ გოგონებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას და ხელსაქმეს. სკოლის პროფილი შემდგომში რამდენადმე გაფართოვდა და დაემატა სხვა სასწავლო საგნებიც. მას ეკატერინე გაბაშვილი 20 წელზე მეტხანს ედგა სათავეში. მწერალი ხშირად აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს ქალთა საკითხების, განსაკუთრებით კი-განათლების შესახებ, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბავშვო ჟურნალების-„ნობათის“, „ჯეჯილისა“ და „ნაკადულის“ დაარსებაშიც, პოპულარიზაციას უწევდა ქართულ თეატრს, იღვწოდა სახალხო ბიბლიოთეკების დასაარსებლადაც.

   1911 წელს ქართულმა საზოგადოებამ ეკატერინე გაბაშვილს დიდი პატივით გადაუხადა დაბადების 60 წლისთავი. იუბილარი მწერალი სცენაზე აკაკი წერეთელმა გამოიყვანა

   ეკატერინე გაბაშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 7 აგვისტოს, სოფელ ახალქალაქში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

    შემოქმედება

   ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, სურათი. ეკატერინე გაბაშვილის ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების (ბელინსკის, გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის და სხვათა), ქართველი ხალხოსნებისა და „სამოციანელების“, განსაკუთრებით კი- ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა. თავის ნაწარმოებებში მწერალი აღწერს მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოების ცხოვრებას. წინა პლანზეა წამოწეული ხალხის სიდუხჭირე სოფლად თუ ქალაქად („ღვინია გადაიჩეხა“, „თინას ლეკური“, „კონა“, „როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს“), გაუნათლებლობა, დრომოჭმული ტრადიციები („რომანი დიდხევაში“, „ორ-ენა და ქუჩე“), რაც მძიმე კვალს აჩნევს ადამიანების ბედ-იღბალს, თუმცა, ჩანს იმედიც, რასაც მწერალი, პირველ რიგში, განათლებასა და აქტიურ მოქმედებაში („გამარჯვებული ნიკო“) ხედავს და, ასევე, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანების მხრიდან ერთიმეორის მიმართ თანაგრძნობასაც. მის მოთხრობებში რეალისტურად არის ასახული იმდროინდელი გლეხობის ყოფა პატრიარქალურ სოფელში, ჩანს ქალაქის მზარდი შესაძლებლობები და მისი გავლენაც სოფელსა და მის ბინადრებზე („მაგდანას ლურჯა“, „მშიერაძის ოჯახი“).

   ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები გამსჭვალულია ღრმა ჰუმანიზმით და ობიექტურობით. არაერთი მოთხრობა ეძღვნება ქალთა საკითხს-ქალის თავისუფლებას, მის როლს ოჯახსა და საზოგადოებაში, სწორად აღზრდისა და განათლების საჭიროებას. მისი პერსონაჟი ქალები ხშირად ცხოვრებისაგან ჩაგრული, ან საზოგადოებისაგან გარიყულნი არიან; ზოგი (კონა, მარო, ქუჩე) მსხვერპლად ეწირება ცხოვრების უსამართლობას და საზოგადოების წნეხს, ზოგი კი, თავგანწირვის წყალობით, იმარჯვებს მასზე (მაგდანა, თინა).

   1932 წელს გამოიცა ეკატერინე გაბაშვილის „რჩეული ნაწერები“. 1953 და 1960 წლებში ხელახლა გამოიცა მისი რჩეული ნაწერები, 2 ტომად.

   ეკატერინე გაბაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის საბავშვო ლიტერატურაშიც. მისი მოთხრობები ხშირად იბეჭდებოდა იმდროინდელ საბავშვო ჟურნალებში და მწერლის სიცოცხლეში სამჯერ-1885, 1898 და 1916 წლებში გამოიცა ცალკე კრებულებად.

   ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „მაგდანას ლურჯას“ მიხედვით 1955 წელს თენგიზ აბულაძემ და რევაზ ჩხეიძემ გადაიღეს იგივე სახელწოდების ფილმი, რომელმაც 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში.

 

     ლიტერატურა: 

  • ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 603.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 166, თბ., 1994
  • ზანდუკელი მ., „ახალი ქართული ლიტერატურა“, ტ 3, თბილისი, 1955

რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი – პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

 დაიბადა 1882 წლის 6 ნოემბერს ქ. თბილისში. ის ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის უფროსი შვილი იყო. 1902 წელს მან დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგი სამი წელი ბელგიაში, ლიეჟის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. 1905 წელს სწავლა მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. იყო სოციალ-ფედერალისტი. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში, საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამავე წლებში თანამშრომლობდა ქართველ სოციალისტ-ფედერალისტებთან. 1906 წელს წავიდა ემიგრაციაში.

   რ. გაბაშვილი დაქორწინებული იყო მარიამ ცისკარიშვილზე, რომელთან ერთადაც პეტერბურგში მიემგზავრება საცხოვრებლად. 1907 წელს მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე (ქიმიის განყოფილება). ბელგიაში სწავლის პერიოდი ჩაუთვალეს და მეორე კურსზე დასვეს, მეუღლე კი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ცოლ-ქმარი გულმოდგინედ სწავლობდა, შვილიც შეეძინათ და რომ არა შემთხვევითობა, რევაზ გაბაშვილი ალბათ პოლიტიკას აღარ დაუბრუნდებოდა.

    1910 წელს პეტერბურგში ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტუდენტთა გამოსვლები დაიწყო. უნივერსიტეტში თავის საქმეზე მისული რევაზ გაბაშვილი პოლიციის ალყაში მოჰყვა. მის ახსნა-განმარტებებს ყური არავინ ათხოვა, დააპატიმრეს, სამი თვით ციხეში ჩასვეს და უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალეს.

     1911 წელს საქართველოში დაბრუნდა. დაიწყო აქტიური საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეობა. საფუძველი ჩაუყარა კოოპერაციულ მოძრაობას. შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა.

     1912 წელს გაბაშვილმა სხვებთან ერთად დააარსა და ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „კლდე“-ს. 1915 წელს ჟურნალის დახურვის შემდეგ, თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველოში“.

       1914–1918 წლებში, I მსოფლიო ომის დროს გამოდიოდა გორის მაზრაში ტირიფონის ველზე სამხედრო პოლიგონის მოწყობის წინააღმდეგ.

  1917 წლის 19-23 ნოემბერს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, სადაც არჩეულ იქნა ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადაამავე დღეს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი, რ. გაბაშვილი გახდა პარლამენტის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქვოტით.

   1921 წელს ემიგრაციაში წავიდა, მეუღლე და სამი შვილი (ციალა, ალექსანდრე, გურამი) კი სამშობლოში დატოვა. ოთხ წელიწადს სტამბოლში ცხოვრობდა და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იცოდა ათამდე ენა – თურქული, სპარსული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური… სტამბოლიდან საფრანგეთში ჩავიდა და პარიზში დასახლდა. პოლიტიკური შრომების გარდა, ისტორია-არქეოლოგიასა და ეთნოგრაფიაში მუშაობდა. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას.

   1950-1960 წლებში რევაზ გაბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა მიუნხენში, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამომავალ ჟურნალებში: „Кавказ“, „Объединенный Кавказ“, „Свободный Кавказ“, ასევე ამერიკელ ქართველთა გაზეთში – „ქართული აზრი“. 1967 წელს პარიზში ფრანგულად გამოსცა „L’apport de la race caucasienne dans la civilisation mondiale“ („კავკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში“). თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. ამავე დროს მუშაობდა ლიტერატურათმცოდნეობაში.

   1959 წელს მიუნხენში გამოქვეყნდა მისი გახმაურებული მემუარები – „რაც მახსოვს“. წიგნმა ქართული ემიგრანტული, განსაკუთრებით კი სოციალ-დემოკრატიული წრეების აღშფოთება გამოიწვია.

   რევაზ გაბაშვილი 1969 წლის 14 მარტს, პარიზში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე, ემიგრაციაში ცხოვრების თანამგზავრისა და მეუღლის ელისაბედ (ლიზა) ყიფიანის (1892-1963) გვერდით.

 

წყაროები:

დაბრუნება: მრავალტომეული / გურამ შარაძის საერთო რედ.. – თბ. : მეცნიერება, 1991. მე-3 ტომში, გვ. 24-248 მოცემულია რევაზ გაბაშვილის მოგონებები.

ვითა სიზმარი ღამისა : რევაზ გაბაშვილის ცხოვრების ქრონიკა / როსტომ ჩხეიძე; [რედ. რუსუდან ნიშნიანიძე]; ალექსანდრე ორბელიანის საზ-ბა. – თბ. : ჩვენი მწერლობა, 2013. – 536 გვ.

გეჯაძე შალვა იოსების ძე – დაიბადა 1913 წლის 22 მარტს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, მუშის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ცეკავშირის სამრეწველო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1932 წელს. 1936 წელს ჩაირიცხა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ამავე თეატრში მსახიობად. 1941 წლიდან იგი ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია.

   შ. გეჯაძემ არაერთი პასუხსაგები როლი შეასრულა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლებში „ურიელ აკოსტა“, „კოლმეურნის ქორწინება“, „მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა. მის მიერ შექმნილი ყოველი მხატვრული სახე გამოირჩევა მაღალი კულტურითა და პროფესიონალიზმით. იგი ერთნაირი ოსტატობით ასრულებდა როგორც დიდ, ისე პატარა როლს და მაყურებელს ღრმად წარმოუდგენდა გმირის ფსიქოლოგიას, მის ხასიათს. ვისაც შ. გეჯაძე სცენაზე უნახავს, არ შეიძლება დაავიწყდეს მისი უბრალოება, სისადავე, მაღალი ოსტატობით განსახიერებული მხატვრული სახეები: შაჰ-აბასი ერისთავის „სამშობლოში“, ვურმი შილერის „ვერაგობა და სიყვარულში“, მეწისქვილე გ. შატბერაშვილის „რკინის პერანგში“, მეზღვაური მიტია გ. მდივანის „პარტიზანებში“, საქუა ცაგარელის კომედიაში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, როსტომი მ. მრევლიშვილის „ბარათაშვილში“, მზაკვარი ომიდეი ჰიუგოს „ანჟელოში“, საიათნოვა ლ. გოთუას „მეფე ერეკლეში“, ბურდღუ კ. ბუაჩიძის „მკაცრ ქალიშვილებში“ და სხვა.
შ. გეჯაძემ წარმატებით ითამაშა კინოფილმებში „ფეოლა“, „უდიპლომო სასიძო“, „ღიმილის ბიჭები“ (1969 წ, რეჟ: რეზო ჩხეიძე, ბაბუა), „ჯარისკაცის მამა“, „პიერი მილიციის თანამშრომელი“ და სხვა. შ. გეჯაძეს 1961 წელს გადაუხადეს ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლისთავი. ნიჭიერ მსახიობს 1946 წელს მიენიჭა აჭარის ასსრ, ხოლო 1961 წელს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება. შ. გეჯაძე ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 1979 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

იხილეთ ბმული „შალვა გეჯაძე“.

გოგიბედაშვილი ვახტანგ გრიგოლის ძე – დაიბადა 1906 წლის 23 მაისს ქ. გორში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.1931-1933წწ. მობილიზებული იყო კრასნოიარკში ლაზარეთის უფროსად; 1946-1948 წწ. იყო თბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფილაქტიკურ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების მეცნიერ მუშაკი, შემდგომ ამ ინსტიტუტის დირექტორი; 1948-1964 წწ. ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1964-1980 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრის პროფესორი; არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი; მისი შრომები ეხება ფიზიოთერაპიის და კურორტოლოგიის აქტუალურ საკითხებს; ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1958).

გარდაიცვალა 1985 წლის თებერვალში.

 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: .2. თბ., 2012. გვ.61

ვ. გ. გოგიბედაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი // კომუნისტი. – თბილისი, 1958. – 1 აგვისტო. – N175(11179). – გვ.4

ვახტანგ გრიგოლის ძე გოგიბედაშვილი. ნეკროლოგი] // თბილისი. – თბილისი, 1985. – 8 თებერვალი

გოგიბედაშვილი, ნ.

ხალხური ქვითხუროობა თეძმის ხეობაში : [კასპის რაიონი] / ნ. გოგიბედაშვილი // ფრესკა. – თბილისი, 1980. – N11. – გვ. 35-36

თენგიზ გიორგის ძე გოგოლაძე (დ. 9 აგვისტო, 1926, ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 19 დეკემბერი, 1996, თბილისი) — ქართველი მწერალი. პირველი მოთხრობა „გარიყულას განთიადი“ გამოაქვეყნა 1949 წელს ცალკე წიგნად. მას ეკუთვნის მოთხრობების კრებულები „კარგი დღე“, „ჩვენს ქუჩაზე“, „მოთხრობები“, „მარადიული წყაროს სიმღერა“; რომანები „ნიაღვარი“, „კაცი კაცითა“, „ჟამი ჩვენი“, წერილები და ნარკვევები, რუსი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, ბერძენი მწერლების თხზულებათა თარგმანები და სხვა. თენგიზ გოგოლაძის თხზულებანი თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ჩინურ, პოლონურ ენებზე.

ბესიკ ჯემალის ძე გოცირიძე – მძლეოსანი. დაიბადა 1961 წლის 6 თებერვალს ქ. თბილისში. სწავლა დაიწყო ქ. თბილისის N148 საშუალო სკოლაში. 1978 წელს კი დაამთავრა ქ. კასპის N1 საშუალო სკოლა. 1979-1984 წლებში სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. მძლეოსნობაში ვარჯიში დაიწყო 1978 წელს მწვრთნელ ევგენი გაგუასთან. 1984-1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი.
   პირველ სერიოზულ წარმატებას ბესიკ გოცირიძემ 1984 წელს მიაღწია. ის გახდა საქართველოს ჩემპიონი 100 მეტრზე სირბილში და დაამყარა საქართველოს რეკორდი, რომელიც 1952 წლიდან, 32 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო. მაშინ რეკორდი ლევან სანაძემ დაამყარა და 100 მეტრი 10,3 წამში გაირბინა. (1962 წელს იგივე შედეგი ედუარდ ლომთაძემ აჩვენა).
     1986 წელს ბ. გოცირიძემ სსრკ თასი მოიგო.
   1987 წლის თებერვალში ქ. პერმში გაიმართა საბჭოთა კავშირის ზამთრის ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ბესიკმა 200 მეტრზე რბენაში მესამე ადგილი დაიკავა, რომელმაც ეს დისტანცია 23,61 წამში დაფარა (გარბენში – 21,49 წამი აჩვენა).
ასევე თებერვალში, მოსკოვში გაიმართა საკავშირო თასის გათამაშება, სადაც 200 მტრზე რბენაში ბესომ კვლავ მესამე ადგილი დაიკავა.
   1987 წლის მაისის მიწურულს მან მონაწილეობა მიიღო იტალია-საბჭოთა კავშირის მძლეოსანთა მატჩში. სამწუხაროდ, შეჯიბრებისას ბესიკმა ტრავმა მიიღო.
   1987 წლის 17-19 ივლისს ქ. ბრიანსკში გაიმართა 59-ე საკავშირო ჩემპიონატი, რომელშიც დიდ წარმატებას მიაღწია ბ. გოცირიძემ. 200 მეტრზე რბენის ფინალში მან ყველა მეტოქე უკან ჩამოიტოვა, აჩვენა 20,83 წამი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა. ეს პირველი ოქროს მედალი იყო, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის წარმომადგენელმა მოიპოვა საკავშირო სარბიელზე.
   1987 წლის აგვისტოში მოსკოვში გაიმართა მძლეოსანთა საკავშირო თასის ნახევარფინალუ-რი ასპარეზობა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ყველა საუკეთესო სპორტსმენს მოუყარა თავი. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან მძლეოსნები რომში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ემზადებოდნენ. წარმატებას მიაღწია ბ. გოცირიძემ, რომელმაც 200 მეტრზე რბენაში ყველას აჯობა. მან დისტანცია 20,51 წამში დაფარა და თავისივე რესპუბლიკური რეკორდი 0,3 წამით გააუმჯობესა.
   1987 წლის 29 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე იტალიის დედაქალაქ რომში, ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა მსოფლიოს მეორე ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ბესიკმა წინასწარი გარბენი კარგად ჩაატარა, ნახევარფინალში გასასვლელად სულ რაღაც წამის მეასედი არ ეყო (22,90 წამი აჩვენა), მაგრამ უკვე ისედაც აშკარა იყო, რომ ნახევარფინალი მისთვის გადაულახავი ზღუდე იქნებოდა. ფეხი რომ არ დაეშავებინა, მაშინ ვინ იცის…
      1987 წელს ბესიკ გოცირიძეს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა.
     1988 წელს ძმები ზნამენსკების სახელობის ტურნირზე მან მესამე ადგილი დაიკავა.
   გარდა ამისა ბესიკ გოცირიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული პოლონეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო ტურნირებში.
   1988 წლის 3 ოქტომბერს, თბილისის „დინამოსა“ და ლვოვის ასკ „კარპატის“ სსრ კავშირის თასის გათამაშების მერვედფინალური მატჩის დროს სარბიელიდან გააცილეს მძლეოსანი ბესიკ გოცირიძე. გაუთავებელმა ტრავმებმა სპორტსმენს საშუალება არ მისცა დიდი ხნის ნატვრა აესრულებინა და სეულის 1988 წლის ოლიმპიურ ასპარეზობაში მიეღო მონაწილეობა.

დავითაშვილი კობა – პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა 1971 წლის 31 ივლისს ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა 166-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც შემდეგ გადავიდა საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობის ფაკულტეტზე, რომელიც 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა; ამავდროულად დაამთავრა უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტიც, სპეციალობით „ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტი“.

   მისი შემდგომი შრომითი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:

07/1992-11/1992 წელს იყო საქართველოს ცსკ-ის იურიდიული განყოფილების იურისტი.

11/1992-07/1993 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი.

07/1993-10/1993- იბრძოდა აფხაზეთში, იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო პოლკის მე-2 დივიზიონის მართვის ოცეულის მეთაური (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. სოფ. ახალი კინდღი).

10/1993-03/1994 წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურიდიული სამმართველოს იურისტი.

03/1994-01/1996 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი.

08/1995-11/1995 მუშაობდა საქართველოს ცსკ-ის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილედ.

01/1996-03/1996 მუშაობდა პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების უფროსად.

03/1996-10/1996 მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსად.

10/1996-10/1997 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ-კონსულტანტი.

03/1997-06/1999 წლებში მუშაობდა შპს „გარანტ-აუდიტის“ დირექტორად.

05/1998-11/1999 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე.

12/1999 – 12/2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი;

12/1999-03/2001 პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის პირველი მოადგილე

1999-2016 წლებში იყო საქართველოს V, VI, VII და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი.

20.11.1999-22.04.2004 წწ. – საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (პარტიული სიით);

22.04.2004-07.09.2006 წწ. – საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ (გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი); საკუთარი განცხადების საფუძველზე ვადამდე შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილებავინაიდან 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.

07.06.2008-20.06.2008 – საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“, პარტიული სიით. დეპუტატის მანდატზე თავის თანამოაზრეებთან ერთად უარი განაცხადა.

21.10.2012-18.11.2016 – საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ (პარტიული სიით).

პარლამენტში იყო შემდეგი კომიტეტების წევრი:

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (27-12-2013 – 18-11-2016)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (07-08-2013 – 31-10-2013)

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (07-08-2013 – 15-12-2013)

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (22-10-2012 – 26-08-2013)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (22-10-2012 – 26-08-2013)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (07-11-2005 – 07-09-2006)

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – კომიტეტის წევრი (28-04-2004 – 24-09-2004)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის წევრი (28-04-2004 – 31-10-2005)

იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი – კომიტეტის წევრი (07-12-1999 – 20-03-2002)

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – კომიტეტის წევრი (07-12-1999 – 22-04-2004)

ასევე იყო შემდეგი კომისიების წევრი:

საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ – კომისიის წევრი (04-07-2002 – 22-04-2004)

ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში შენობა-ნაგებობების რესტავრაციისა და ახალი მშენებლობების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე – კომისიის წევრი (14-03-2001 – 22-04-2004)

საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ კრიტიკულ (მამხილებელ) მასალებზე რეაგირების დროებითი საპარლამენტო კომისია – კომისიის წევრი (10-11-2000 – 22-04-2004)

საფინანსო-საბიუჯეტო კრიზის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია – კომისიის წევრი (01-06-2000 – 22-04-2004)

ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე – კომისიის წევრი (30-05-2000 – 22-04-2004)

საპარლამენტო ჯგუფის წევრი:

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (30-11-2014 – 18-11-2016)

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (30-11-2014 – 18-11-2016)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (06-03-2013 – 18-11-2016)

ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (06-03-2013 – 18-11-2016)

უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (06-03-2013 – 18-11-2016)

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი (06-03-2013 – 30-11-2014)

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი (06-03-2013 – 30-11-2014)

ესპანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (11-11-2005 – 07-09-2006)

ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი (11-11-2005 – 07-09-2006)

საპარლამენტო დელეგაციის წევრი:

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ესპანეთის, პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაცია – საპარლამენტო დელეგაციის წევრი (30-06-2000 – 22-04-2004)

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია – საპარლამენტო დელეგაციის წევრი (30-06-2000 – 22-04-2004)

ასევე:

საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ – ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი (27-01-2000 – 22-04-2004)

საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის აპარატი – კომიტეტის აპარატის უფროსი (18-03-1996 – 23-10-1996)

კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილება – განყოფილების გამგე (22-01-1996 – 18-03-1996)

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ აპარატი – წამყვანი სპეციალისტი (17-03-1994 – 12-01-1996)

2006 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე. 2006 წლის ნოემბერში დატოვა კონსერვატიული პარტიის რიგები, მას შემდეგ რაც იმავე წლის ოქტომბერში ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს მისი მაკომპრომეტირებელი ვიდეო-მასალა. 2007 წლის ივლისიდან არის „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე.

2010-2012 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი.

2013 წლის 27 ოქტომბერს როგორც „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ კენჭი იყარა პრეზიდენტის არჩევნებში.

2017 წელს დაუდგინდა ე.წ. ბეხტერევის დაავადება. 2020 წლის ნოემბერში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაიცვალა 2 დეკემბერს. გარდაცვალების მიზეზი გახდა პოლიორგანული უკმარისობა, მას განუვითარდა სეფსისი და სეპტიური შოკი.

დაკრძალეს მშობლიურ სოფელ ნიაბში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა (7 ნოემბერი, 2021).

დარჩა მეუღლე ინგა ბიწაძე და 5 შვილი.

ჯემალ დავლიანიძე – მწერალი და ფილოლოგი. დაიბადა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის ავტორი წიგნებისა:

  • გზა პრეზიდენტისაკენ, წიგნი I: დოკუმენტური რომანი (ავტორი). – თბილისი, საქართველოს სამრეკლო, 1998. – 276 გვ.
  • დაჩეხილი წელიწადი: რომანი (ავტორი). – ქ. თბილისი, მერანი, 1990. – 368 გვ.
  • შემობრუნება: რომანი (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1984. – 188 გვ.
  • წონასწორობა: რომანი (ავტორი). – თბილისი, ნაკადული, 1981. – 223 გვ.
  • იმ ცეცხლის ყვავილები: მოთხრობები (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1978. – 65 გვ.

გიორგი სვიმონის ძე დვანაძე (დ. 1829, სოფ. ქვემო ჭალა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, — გ. 1886, ხარკოვის მახლობლად) — ქართველი თეატრის მსახიობი, პოეტი.

  განათლება გორის სამაზრო სასწავლებელში მიიღო. იყო გიორგი ერისთავის თეატრალური დასის ერთ-ერთი პირველი წევრი. ერისთავის თეატრში შეასრულა როლები: დავით სერაშიძე, აზნაური გვერდელაძე (ზ. ანტონოვის „მინდა კნეინა გავხდე“ და „ქმარი ხუთი ცოლისა“), მარტირუზა, ხარაზი ასანა (გიორგი ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“ და „თილისმის ხანი“). ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობასაც, ჟურნალ „ცისკარში“ ბეჭდავდა ლექსებს (მის ლექსებზე სიმღერებსაც ქმნიდნენ), წერდა პიესებს (პიესა „სახლი კუკიაში“ დაიდგა 1852-1853 წლებში); ავტორია პოემისა „ყარაბაღელი ყაჩაღი ასლან ბეგი“ (გამოიცა 1878 წელს).

   თეატრის დაშლის (1856) შემდეგ სოფელში მეურნეობას მოჰკიდა ხელი და პარალელურად მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. მოგვიანებით ადამიანის მკვლელობის ბრალდებით 10 წლის კატორღა და სამუდამოდ ციმბირში გადასხლება მიუსაჯეს. ციხეში ლექსად დაწერა ავტობიოგრაფია „სიყმაწვილიდან ჩემი ცხოვრება“. 1886 შეიწყალეს და გაათავისუფლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებამდე გარდაიცვალა.

 

ლიტერატურა: 

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 394.

  ელისაბედაშვილი გიორგი ივანეს ძე – დაიბადა 1881 წლის 22 მაისს გორის მაზრის სოფელ კავთისხევში (დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტი). პაპა და მამა სასულიერო პირები, მღვდლები იყვნენ. სწავლობდა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ 7 წელი თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მარქსისტულ წრეში შევიდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. 1900 წელს სემინარიიდან გარიცხეს. იყო თბილისის მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის წევრი. შემდეგ ორი წელი თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში ისწავლა. პარტიაში პირველად 1902 წელს რსდმპ-ს თბილისის ორგანიზაციამ მიიღო. 1904 წლიდან იმყოფებოდა საეკლესიო ქორწინებში. მონაწილეობდა თბილისსა და ქართლში გამართულ მაისობებში, 1905 წლის დეკემბერში ხარაგაულში მეფის ჯარის ნაწილების განიარაღებაში მიიღო მონაწილეობა. რამდენჯერმე დააპატიმრეს.
   1911 წლის სექტემბრიდან 1917 წლის სექტემბრამდე ემიგრაციაში იყო საფრანგეთში. მუშაობდა შავ მუშად დოკზე. ქ. ბორდოში დაამთავრა მძღოლთა სკოლა, სადაც სამი წელი ისწავლა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იბრძოდა მენშევიკების წინააღმდეგ.
   1917 წლის სექტემბრიდან 1918 წლის მაისამდე მუშაობდა ხაშურის საქალაქო საბჭოში. 1919 წლის მაისიდან სექტემბრამდე – სადგურ ხაშურის დეპოში ზეინკლის თანაშემწედ. 1920 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში გაასახლეს, სადაც 1921 წლის 17 თებერვლამდე აზერბაიჯანის სსრ შრომის სახალხო კომისრის მოადგილედ მუშაობდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921-1922 წლებში იყო საქართველოს სსრ რევკომის წევრი. 1921 წლის 26 თებერვალს საქართველოს რევკომის #2 ბრძანებით, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებელად დაინიშნა. 1921 წლის 8 მარტიდან 24 აგვისტომდე იყო მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარი, 1921 წლის 19 აგვისტოდან 1923 წლის 19 აგვისტომდე – ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატის საქმეთა მმართველი და კოლეგიის წევრი. 1922 წლის 16 ივნისს დაინიშნა საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებულად. 1922 წლის ივნისში თუ მაისში. გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1923 წლის 27 აგვისტოდან 1924 წლის 31 მარტამდე გახლდათ ამხანაგობა „მწყემსის“ თავმჯდომარე, 1924 წლის 4 მარტიდან 30 აპრილამდე – სასოფლო-სამეურნეო ბანკის მმართველი, 1924 წლის 1 მაისიდან 16 ოქტომბრამდე – თბილისის საქალაქო კომიტეტის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე, 1924 წლის 8 ოქტომბრიდან 1925 წლის 24 აგვისტომდე – საქართველოს კპ (ბ) თელავის სამაზრო კომიტეტის მდივანი, 1925 წლის 16 აგვისტოდან – სრულიად საქართველოს მეღვინეობის კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე. 1930 წლის 6 ივლისიდან 1931 წლის 18 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს კპ კასპის რაიკომის პასუხისმგებელ მდივნად, 1933 წლის მარტამდე მუშაობდა შრომის სახალხო კომისარიატში. 1933 წლის 10 მარტიდან იყო საქართველოს სსრ მუშურ-გლეხური ინსპექციის სამდივნოს ბიუროს გამგე და კოლეგიის წევრი, 1936 წლის 25 იანვრიდან 1937 წლის 19 მარტამდე მუშაობდა ტფილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1937 წლის 19 მარტიდან 1946 წლის 28 აგვისტომდე იყო საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარი. 1937 წლის 13 აპრილიდან დაინიშნა საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული პერსონალური პენსიების საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ, 1937 წლის 27 დეკემბრიდან კი – რევოლუციურ მებრძოლთა დამხმარე საერთაშორისო ორგანიზაციის ჟურნალის პასუხისმგებელ რედაქტორად. 1947 წლის 7 მაისიდან 1952 წლის 10 ივლისამდე ვ. ი. ლენინის მუზეუმის თბილისის ფილიალის დირექტორი გახლდათ. 1952 წლის 10 ივლისიდან 1955 წლის 14 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად.
   გ. ელისაბედაშვილი გახლდათ საქართველოს სსრ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სკკპ XIX (1952 წლის 5-14 ოქტომბერი), ამიერკავკასიის V და საქ. კპ (ბ) V (1927 წლის 12-19 ნოემბერი), X (1937 წლის 15-21 მაისი), XI (1938 წლის 15-19 ივნისი), XII (1939 წლის 26 თებერვალი-2 მარტი), XIII (1940 წლის 15-19 მარტი), XIV (1949 წლის 25-29 იანვარი) ყრილობების, თბილისის XVIII (1940 წ.), XIX (1949 წ.) საქალაქო პარტკონფერენციის დელეგატი. იყო საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის წევრი, საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის სარევიზიო კომისიის წევრი (18.09.1952-დან), საქართველოს კპ (ბ) თბილისის სარევიზიო კომისიის წევრი.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა (24.02.1941) და 2 მედლით.
   გ. ელისაბედაშვილი 1955 წლის 14 თებერვალს, თბილისში გარდაიცვალა.

   

  წყარო: „რევოლუციური მოძრაობის მოღვაწენი საქართველოში“ – ბიოგრაფიების კრებული, „საბჭოთა საქართველო“, 1961 წ. გვ. 222-223.

„XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“ – ომარ თუშურაშვილი, ივანე ჯახუა, თბილისი, 2013 წ. გვ. 97-98.

სეზმან ერთაწმინდელი (ნამდვილი სახელი — სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილი; დ. 25 ნოემბერი, 1888, სოფ. ერთაწმინდა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 24 ივნისი, 1944, თბილისი; დაკრძალულია ერთაწმინდაში) — ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა (თბილისის განყოფილება, 1917 წლიდან) და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

  მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის მთარგმნელ-კორექტორ-გამომშვებად, თბილისის სამოყვარულო დრამატული წრის ავტორ-მსახიობ-ხელმძღვანელად, 1922-1926 წლებში საქართველოს სახელმწიფო და სავაჭრო დაწესებულებეთა მუშა–მომსახურეების კავშირთან არსებული ქართული „ლურჯი ხალათის“ დასის ავტორ–მსახიობად. 1908-1928 წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დროგამოშვებით მუშაობდა სცენაზე ავტორ-მსახიობ-ხელმძღვანელად. 1921–1927 წითელ არმიაში მსახურობდა და ლიტერატურის და დრამის წრეებს ხელმძღვანელობდა. ცალკე წიგნად აქვს გამოცემული 40-მდე ლექსი, მოთხრობები და პიესები; თარგმნიდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 

 

ლიტერატურა

  • გაჩეჩილაძე მ., სეზმან ერთაწმინდელი, «საბჭოთა ხელოვნება», 1966, N12.
  • მწერალთა ავტობიოგრაფიები, წ. 1, გვ. 553, თბ., 2013.
  • ავალიანი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ეფრემ II (ერისკაცობაში — გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე; დ. 19 ოქტომბერი, 1896, სოფ. დოესი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 7 აპრილი, 1972) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1960-1972 წლებში.

   თორმეტი წლის იყო გრიგოლი როდესაც დედა გარდაეცვალა. მამამ იგი გორის სასულიერო სასწავლებელში წაიყვანა, სადაც 1904-1912 წლებში სწავლობდა. 1912 წელს გორის სასულიერო სასწავლებლის დირექციამ სპეციალური რეკომენდაცია მისცა წარჩინებულ კურსდამთავრებულ გრიგოლ სიდამონიძეს თბილისის საულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად.

   1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. სპეციალურად გასანთლულ ეტრატზე ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ხელის მომწერტა შორის იყვნენ შიო და გრიგოლ სიდამონიძეები. ამის შემდეგ გრიგოლის მამამ სამი თვე იცოცხლა, იგი 1917 წელს გარდაიცვალა.

   გრიგოლ სიდამონიძე ატიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში, შემდეგ იყო მორჩილი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ისა. 1918 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1925 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1922 წლის 17 იანვარს აღიკვეცა ბერად ეფრემის სახელით. 1923 წლის 14 იანვარს ბერ-მონაზონი ეფრემი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1923 წლის 4 ივლისს მღვდელ-მონაზონი ეფრემი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაინიშნა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. 1925 წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა კურთხევით მღვდელ-მონაზონი ეფრემი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხსში და დაინიშნა დიდი გომარეთის მრევლის მღვდლად და ბორჩალოს მაზრის მთავარხუცესად. 1927 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის მიერ არქიმანდრიტი ეფრემი გადმოყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიის ქორეპისკოპოსად. 26 მარტს დროებითი მმართველობის თავმჯდომარის — მიტროპოლიტ ქრისტეფორეს მიერ იგი აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხსში. არქიმანდრის ეფრემის კურთხევას სვეტიცხოველში დაესწრნენ: მარგველი ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე) და ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი). 1927 წლის 2 ოქტომბერს საკათალიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოსის ეფრემის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დანიშნვის შესახებ. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ იგი ჯერ იწოდებოდა მანგლელად, შემდეგ ნინოწმინდელად, ხოლო 1927 წლის 17 ოქტომბრიდან ალავერდელად. ქვეყანაში უკიდურესად გააქტიურებული იყო ათეიზმი, იმ დონემდე რომ ალავერდელი ეპისკოპოსი ეფრემი იძულებული იყო დაბრუნებულიყო თბილისში და ეთხოვა სინოდისთვის თბილისის რომელიმე ტაძრის მღვდლად ყოფნა. საკათალიკოსო სინოდმა შექმნილ ვიტარებაში შესაძლებლად მიიჩნია როგორც გამოანკლისი ეპისკოპოსი ეფრემი დაენიშნათ წმ. ბარბარეს ეკლესიის მოძღვრად. 1930 წლის 24 ოქტომბერს დაინიშნა ურბნისის ეპარქიის დროებით მმართველად. 1932 წლის 13 ოქტომბერს მას ამტკიცებენ ურბნისის ეპარქიის მმრთველად. 1937 წლის 10 დეკემბერს ეპისკოპოსი ეფრემი დაპატიმრებული იქნა როგორც ხელისუფლებისათვის მიუღებელი, და სამეულის გადაწყვეტილებით (მუხლი №58,11), გადაასახლეს ციმბირში, სადაც გაატარა უმძიმეს ფიზიკურ შრომაში რვა წელი. 1944 წლის 2 ივლისს ის გაანთავისუფლეს. 1944-იდან ეკავა ქუთაის-გაენათის კათედრა. 1946-იდან მიტროპოლიტი. 1952-იდან განაგებდა ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1953 წლის 28 მარტს მიტროპოლიტი ეფრემი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

   1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. მეორე დღესვე შეიკრიბა წმიდა სინოდი. სინოდის სხდომა გახსნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (იაშვილი), რომელიც წინადადებით შემოვიდა რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ და მელქისედეკ III-ის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ აერჩიათ მიტროპოლიტი ეფრემი. 1960 წლის 21 თებერვალს, კვირას მოხდა მისი აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული საპატრიარქო 1923 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში იყო. კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია სიონის ტაძრის გვერდით სულ ოთხი ოთახისაგან შედგებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემმა არაერთხელ მიმართა მთავრობას ძველი საპატრიარქო რეზიდენციის დაბრუნების, ან ახლის აშენების ნებართვაზე. უწმიდესის მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, 1962 წლის 30 ივლისს გაეცა ნებართვამცხეთის სამოძღვრო კურსების გახსნის შესახებ, რომლის დირექტორად მაშინდელი შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი) დაინიშნა.

იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი. მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში.

დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

ბიბლიოგრაფია:

  • ეფრემ II (კ/პ/) – ეპისტოლე, საქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავართა, მღვდელთა და ღმრთის მოყვარე ქრისტეანეთადმი. [საშობაო ეპისტოლე 1967 წ. 1 იანვარი, თბილისი]. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1967 წ. – თბ.,1967. – გვ.5-6.
  • ეფრემ II (კ/პ/) – ეპისტოლე, საქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავართა, მოძღვართა და საეროთა მიმართ. [საშობაო ეპისტოლე 1968 წ. 1 იანვარი, თბილისი]. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1968 წ. – თბ.,1968. – გვ.7-8.
  • ეფრემ II (კ/პ/) – ეპისტოლე, საქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავართა, მოძღვართა და საეროთა მიმართ. [საშობაო ეპისტოლე 1969 წ. 1 იანვარი, თბილისი]. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1969 წ. – თბ.,1969. – გვ.7-8.
  • ეფრემ II (კ/პ/) – ინტერვიუ. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1972. – თბ.,1972. – გვ.6-8.
  • ეფრემ II (კ/პ/) – ინტერვიუ. // სამშობლო. – 1972. – N2. – 28 იანვარი.
  • ეფრემ II (კ/პ/) – ინტერვიუ: პატრიარქის მიმართვა 36 წლის წინ. [1972 წ. გაზეთ „სამშობლოში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორესთან]. // ფუძე. – 2008. – N1(15)~ – გვ.6-7.
  • ეფრემ II (კ/პ/) – საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვს. [მიმართვა]. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1964 წლისათვის. – თბ.,1964. – გვ.5.
  • ეფრემ II (კ/პ/) – საქართველოს უძველეს მართლმადიდებელ ეკლესიის ყოვლად სამღვდელონო, მამანო და ძვირფასო სამწყსოვ და სამშობლოს გარეთ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დავანებულნო შვილებო, გილოცავთ ბედნიერ ახალ წელს! // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1971. – თბ.,1971. – გვ.7-8.
  • ეფრემ II (კ/პ/) – სიტყვა წარმოთქმული II სრულიად საქრისტიანო მშვიდობის კონგრესზე. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1965 წლისათვის. – თბ., 1965. – გვ.5-8.
  • ეფრემ II (კ/პ/) – სიტყვა წარმოთქმული რესპუბლიკურ სამშვიდობო სხდომაზე. (1964 წლის დეკემბრის 24-ს. თბილისი). // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1966 წ. – თბ.,1966. – გვ.5-6.
  • ეფრემ II (კ/პ/) – სიტყვა. [ხალხისადმი რადიომიმართვის ბეჭდური ვარიანტი 1963 წ.]. // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1963. – გვ.5-7.
  • ეფრემ II (კ/პ/) – ძველ მუხასა და მის მწვანე ტოტებზე. /ინტერვიუ კათოლიკოს-პატრიარქთან ეფრემ მეორესთან. ჩაიწერა ნაზი შამანაურმა. // კარიბჭე. – 2009. – N11. – გვ.56-57.
  • ეფრემ II (კ/პ/) – ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავთ ახალ წელს! // წგ-ში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1970 წ. – თბ.,1970. – გვ.5-6.
  • Ефрем II (К/П) – Речь на христианской мирной конференции в Праге. // Журнал Москов. Патриарх. – 1960. – октябрь. – с.24-26.

ლიტერატურა: 

  • მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000.
  • ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, ტ. I, თბ., 2013
  • ბოქოლიშვილი, ლ. – საქართველოს ეკლესია XX საუკუნის 60-იან წლებში. (უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II). // საისტორიო ვერტიკალები. – 2014. – N29. – გვ.219-224.
  • ბუბულაშვილი, ე. – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II (სიდამონიძის) მოგონება წმ. დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილების შესახებ… // რელიგია. – 2011. – N3. – გვ.43-46.
  • ელისე (ჯოხაძე) მთავარეპისკოპოსი – როგორ გავიცანი კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2005. – N6(313)~ – გვ.10.
  • ერის სულიერი მამა. [უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2007. – N12(412)~ – გვ.15-18.
  • ეფრემ მეორე (1896-1972). [საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის (1960-1972 წლებში) მოკლე ბიოგრაფია]. // სახალხო გაზეთი. – 1996. – N31. – 23 მარტი. – გვ.9.
  • ეფრემ მეორე (1896-1972). [საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის (1960-1972 წლებში) მოკლე ბიოგრაფია]. // წგ-ში: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. – თბ., 2000. – გვ.207-209.
  • ეფრემ მეორე (ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე) (19. 10. 1896 – 7. 04. – 1972) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1960-1972 წწ. // წგ-ში: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4. – თბ.,1979. – გვ.247.
  • ვარდოსანიძე, ს. – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე. // თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. – 2000. – N4(16)~ – გვ.1-5.
  • კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე). // წგ-ში: XX საუკუნის მოღვაწეები: მათ არ უღალატეს ქრისტეს. – თბ.,2005. – გვ.28-29.
  • კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) 1960-1972. // წგ-ში: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი 2009. – თბ.,2009. – გვ.246-255.
  • კვამლი აღდგომის ღამეს. [კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2005. – N21(328)~ – გვ.14.
  • კიკალიშვილი, შ. – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე (1960-1972) [ცხოვრება და მოღვაწეობა]. // წგ-ში: “XX საუკუნის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები.” (მასალები). – თბ., 2008. – გვ.130-139.
  • მარკოზაშვილი, შ. – შეხვედრა კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორესთან. [ეფრემ მეორისა და გიორგი ლეონიძის მეგობრობის გახსენება]. // მადლი. – 2002. – N6-7. – გვ.9.
  • ჟვანია, ზ. – სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II (სიდამონიძე). [მოკლე ბიოგრაფია. მოგონებები]. // წგ-ში: ჟვანია, ზ. – საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან. – ქთ.,1994. – გვ.36-38.
  • როგორ აიძულებდა ბოროტი მეუფე ეფრემს (სიდამონიძეს) უფლის უარყოფას. [მასალა – გაზეთი „კვირის პალიტრა“ N52-დან]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2007. – N4(404)~ – გვ.12.
  • საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ღვთისმეტყველების დოქტორი [ეფრემ მეორე]. // სამშობლო. – 1970. – N20. – 23 ოქტომბერი. – გვ.6.
  • უცოდველი არავინაა: [გრ. რობაქიძისა და მიხ. წერეთლის ორი წერილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორისადმი. საარქივო მასალები.] // თბილისი. – 1997. – 5 აპრილი. – გვ.5.
  • ფოტომატიანე: იღუმენი ილია (შიოლაშვილი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორესთან და სამთავროს დედათა კრებულთან ერთად. [მცხეთა, 1960 წელი]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2007. – N31. – გვ.24.
  • ფოტომატიანე: კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). // საპატრიარქოს უწყებანი. – 2004. – N27(285)~ – გვ.20.
  • ფოტომატიანე: კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად [1968 წლის 14 სექტემბერი]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2005. – N33(340)~ – გვ.24.
  • ფოტომატიანე: კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) სიონის საპატრიარქო ტაძრის ამბიონზე. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2005. – N21(328)~ – გვ.28.
  • ფოტომატიანე: კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) სტუმრად სამთავროს დედათა მონასტერში. [სავარაუდოდ 1969 წელი]. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2005. – N27(334)~ – გვ.20.
  • ფოტომატიანე: სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ მეორე (სიდამონიძე) მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორთან და პედაგოგებთან 1965 წელი. // საპატრიარქოს უწყებანი. – 2003. – N41(249)~ – გვ.20.
  • ჯიქია, ლ. – მამა ეფრემი. [მიტროპოლიტ, შემდგომში კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ II სიდამონიძის ცხოვრება და მოღვაწეობა]. // ქუთაისი. – 1993. – 28 დეკემბერი.
  • Его Святейшество Католикос-Патриарх всей Грузии Ефрем II в Москве. // Журнал Моск. Патр. – 1970. – №8. – с.51.
  • Ефрем II (Сидамонидзе) Католикос-Патриарх всея Грузии 1960-1972 г. // В-кн: Все человецы Божии. – б.м., б.г. – с.3-50.
  • К кончине Председателя Грузинской Православной Церкви. (К/П Ефрем II). // Журнал Моск. Патр. – 1972. – №5. – с.52-53.
  • Капанадзе, Х. – К 70-летию Святейшего и Блаженнейшего Католикоса-Патриарха всея Грузии Ефрема II. // Журнал Моск. Патр. – 1967. – №1. – с.52-54.

წყარო: Wikipedia.org 

   

თენგიზ ზაალიშვილი (დ. 22 სექტემბერი, 1928) — ქართველი საოპერო მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1985), საქართველოს ხელოვნების აკადემიის ნამდვილი წევრი.

1957 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1958 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (ალფრედი ჯ. ვერდის „ტრავიატა“, ლირიული ტენორი). აქვე შეასრულა მრავალი წამყვანი პარტია ქართველ, იტალიელ, რუს და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. კონცერტები აქვს გამართული საზღვარგარეთის ქვეყნებში. იყო ხალხური ანსამბლ „ფიროსმანის“ სოლისტი. ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები. 1988 წელს დატოვა სცენა. ეწევა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1985 წელს ზაალიშვილი ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად აირჩიეს ქ. ატლანტის საპატიო მოქალაქედ. 2019 წლის 23 იანვარს ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ გაიხსნა თენგიზ ზაალიშვილის სახელობის ვარსკვლავი.

ჯილდოები

  • 1967 — საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1985 — საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1998 — ღირსების ორდენი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.
  • 1999 — კასპის საპატიო მოქალაქე
  • ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია

ზაალიშვილი მიხეილ ყარამანის ძე – ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1865 წლის 10 სექტემბერს ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში აზნაურის ოჯახში. დედა მარინე ჯავახიშვილი იმ დროისათვის მეტად განათლებული ქალი ყოფილა და სოფლის მოსახლეობას „კარაბადინის“ მიხედვით წამლობდა. პირველდაწყებითი განათლება მიხეილმა ოჯახში მიიღო, 10 წლისა ჩამოიყვანეს და უშვილო მამიდას ნატალია კარგარეთელს მიაბარეს. 1885 წელს მან დაამთავრა ბაქოს რეალური სასწავლებელი, დაბრუნდა თბილისში და სწავლა განაგრძო ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში (ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ საოსტატო ინსტიტუტში), რომელიც 1887 წელს ოქროს მედალზე დაასრულა და საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. სამასწავლებლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1888 წელს სწავლის გასაგრძელებლად პოლონეთში გაემგზავრა და ნოვო-ალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1891 წელს დაამთავრა. მისი დასრულების შემდეგ კი დაინიშნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლის გამგედ.

   მიხეილ ზაალიშვილი მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა და მუდამ ახლის ძიებაში იყო. სწორედ ამ მიზნით იგი სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1897 წელს დაამთავრა და მიიღო პირველი თანრიგის აგრონომის წოდება.

   მიხეილი კავკასიის სტიპენდიანტი იყო და 6 წელი ოლქის ფარგლებში უნდა ემსახურა. მოსკოვში სწავლის დამთავრების შემდეგ იგი სასწავლო ოლქმა 1897 წელს ერევნის საოსტატო სემინარიის დამრიგებლად დანიშნა, სადაც იგი საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიას ასწავლიდა. პარალელურად მიხეილი შეთავსებით ასწავლიდა ბუნებისმეტყველებასა და ფიზიკას ერევნის ქალთა გიმნაზიაში. ერევანში მუშაობის პერიოდში მიხეილი დიდ აგრონომიულ დახმარებას  უწევდა სომხეთის სოფლებს. სემინარიის ტერიტორიაზე მან გააშენა ხილის ბაღი. ამავე დროს იყო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ერევნის განყოფილების მდივანი. საქართველოში 1902 წელს დაბრუნდა.

  1902 წლიდან 1918 წლამდე მიხეილ ზაალიშვილი გორის ამიერკავკასიის საოსტატო სასწავლებლის სემინარიის დამრიგებლად მუშაობდა, ასწავლიდა აგრეთვე გორის ქალთა პროგიმნაზიაში. 1907 წლიდან ის დაინიშნა გორის ვაჟთა პროგიმნაზიის ინსპექტორად. ეს სასწავლებელი მიხეილ ზაალიშვილის ინიციატივითა და თავდადების წყალობით 1912 წლიდან გიმნაზიად გადაკეთდა, სადაც ის დირექტორად დანიშნეს. მისი მეუღლე, მარიამ ნიკოლოზის ასული პანოვა, გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი და ექიმი იყო.

    1914-1915 წლებში მ. ზაალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების წევრი იყო.

    1918 წელს მ. ზაალიშვილი თბილისის მეოთხე გიმნაზიის დირექტორად დანიშნეს.

  მიხეილ ზაალიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში საგანმანათლებლო და პედაგოგიური საქმიანობის განვითარებაში. ის იყო პირველი ქართული საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოების ავტორი. სამწერლო ასპარეზზე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში,  ნოვო-ალექსანდრიაში სწავლის დროს გამოვიდა. იგი სისტემატურად თანამშრომლობდა ჟურნალ „მეურნეში“. ის სერიოზულად მუშაობდა ქართულ ტერმინოლოგიაზე. მისი წერილები: „ქართული ტერმინების შესახებ“ და „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ 1896 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „მეურნეში“. ამავე დროს იგი აქტიური წევრი იყო „ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობისა“, რომელმაც გარკვეული როლი ითამაშა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში მიხეილი მუშაობდა წინამძღვრიანთკარის სკოლის ზედამხედველად, შემდეგ კი ჩრდილო კავკასიაში, სტავროპოლის ოთხკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად და ამ პერიოდში იქ მოსახლე სექტანტებზე შრომაც დაწერა: „Менониты и их колонии на Кавказе“.

    მიხეილ ზაალიშვილი იყო წმინდა სტანისლავისა და წმინდა ანას ორდენების კავალერი.

    გარდაიცვალა 1920 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 

ბიბლიოგრაფია

  • საზოგადოზოოტეხნია ანუ საქონლის მოვლამოშენება(ავტორი). – თბილისი, გაზ., “მეურნეს” რედაქციის გამოცემა, 1890. – 82 გვ.
  • საზოგადომიწათმოქმედება(ავტორი). თხზულება. თბილისი, “მეურნის” რედაქციის გამოცემა, 1891 (გრ. ჩარკვიანის სტ.).- 68 გვ.
  • მეფუტკრეობა– მოშენება და მოვლა ფუტკრისა (ავტორი). – ტფილისი, изданiе имп. Кавказск. общества сельскаго хозяйства, 1897 (მ. შარაძის და ამხანაგობის სტ.). – 74 გვ.
  • მოკლესახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებისა (ავტორი)/ შედგენილი გორის ვაჟების გიმნაზიის დირექტორის მ. ზაალიშვილის მიერ. – მე-2 გამოც.. – ქუთაისი.  ნაწ. 1: არაორგანიული ბუნება: ჰაერი, წყალი და დედამიწა. – ქუთაისი, თ. მთავრიშვილისა ამხანაგობის წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1917 (ქართველთა შორის წ.-კ. გამავრც. საზოგადოების ქუთ. განყ. სტ.). – 124, II გვ.
  • მოკლესახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებისა (ავტორი) // ნაწ. 2: ბოტანიკა. – ქუთაისი, თ. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1918 (ი. მ. ხელაძის სტ.).  – 198, Xგვ.
  • ბუნებისმეტყველებისმოკლე სახელმძღვანელო: ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია / შედგენილი გორის ვაჟების გიმნაზიის დირექტორის მ. ყ. ზაალიშვილის მიერ. – ქუთაისი : თ. ა. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1918 (ი. მ. ხელაძის სტ.). – 62, IIგვ.
  • მოკლესახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებისა (ავტორი) // ნაწ. 4: ზოოლოგია (სწავლა ცხოველებზე). – ქუთაისი, თ. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1918 (ი. მ. ხელაძის სტ.). – 162, II, IIIგვ.
  • არითმეტიკისსახელმძღვანელო: კურსი პირველი, მეორე და მესამე კლასისა უმაღლესდაწყებითი და საშუალო სასწავლებელთათვის /შედგენილი ტფილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორის მ. ყ. ზაალიშვილის მიერ. – ქუთაისი : მ. მთავრიშვილის ამხანაგობის გამოცემა, 1919 (ნ. ფერაძის და ამხანაგობის სტ.). – 167 გვ.
  • ადამიანისანატომია და ფიზიოლოგია: მოკლე სახელმძღვ. ბუნებისმეტყველებისა / შედგ. თბილ. ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორის მ.ყ. ზაალიშვილის მიერ. – მე-2 შევს. და შესწ. გამოც.. – ქუთაისი : თ.ა. მთავრიშვილის ამხ. გამოც., 1919 (ნ. ფერაძის და ამხ. სტ.). – 100 გვ. : ილ., 1 ჩართ. ფურც. სქემით.
  • პირველდაწყებითიგეოგრაფია: სამშობლოსი და სხვა ქვეყნების მოკლე აღწერითი კურსი მოსამზადებელი და პირველი კლასისა, უმაღლეს-დაწყებითი და საშუალო სასწავლებელთათვის /შედგენილი ტფილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორის მ. ზაალიშვილის მიერ. – ქუთაისი : თ. ა. მთავრიშვილის გამოცემა, 1919 (ი. მ. ხელაძის სტ.). – III, 147, IIგვ. : [1] ჩართ. ფურც. რუკა.
  • მოკლესახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებისა: ორგანოვანი ბუნება / შედგენილი ტფილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორის მ. ზაალიშვილის მიერ. – მეორე გადათვალიერებული გამოცემა. – ქუთაისი : ტ. მთავრიშვილის და ამხანაგობის გამოცემა, 1920 (ნ. ფერაძის და ამხანაგობის სტ.). – 132 გვ.

 წყაროები:

ქართველი აგრონომები. თენგიზ ჩხეიძე. – თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 4, გვ. 468, თბ. 1979 წელი.

მამულიშვილთა სავანე, ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, თბ. 1994

https://nateba.webbreeze.net/biographies/196-zaalishvili

თეიმურაზ ზაქარაშვილი – მეცნიერი. 1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1997 წელს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მზის მაგნიტური ველის თავისებურებანი”, 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღების პარამეტრული ურთიერთქმედება და მისი ასტროფიზიკური გამოყენება“. 1995 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტ ენდრიუს უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი: 2001-2002), ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტსა (ესპანეთი: 2005-2006) და კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (ავსტრია: 2009-2015). 2000-2004 და 2007-2008 წლებში სტუმრობდა ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტს, როგორც მიწვეული პროფესორი. ამჟამად ლექციებს კითხულობს გრაცის უნივერსიტეტში (ავსტრია). 1998-2000 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი, როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 2005-2006 წლებში – როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერებათა დოქტორი. 2017 წელს მიენიჭა საქართველოს საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელის პრემია. 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია, 2010 წლიდან – ასოცირებული პროფესორი, 2018 წლიდან კი – სრული პროფესორი. ილიაუნის კოსმოსური კვლევების ცენტრის თანადამფუძნებელია. ძირითადი კვლევითი საკითხებია: მზის ფიზიკა, კოსმოსური პლაზმის ფიზიკა, ასტროფიზიკა. ორასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათგან ასზე მეტი გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალებში.

წყარო: https://faculty.iliauni.edu.ge/engi/zaqarashvili-theimuraz/

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე – რუსეთის არმიის არტილერიის სახელოვან და მამაც მეთაურთა შორის საპატიო ადგილი უჭირავს გიორგი იორამის ძე თარხნიშვილს. ოფიციალურ წყაროებში იგი თარხან-მოურავის სახელითაა ცნობილი.

   გიორგი თარხნიშვილი დაიბადა 1841 წლის 23 ოქტომბერს გორის მაზრის სოფ. ახალქალაქში.

   მისი მამა, იორამი, მცირეოდენი მამულის პატრონი იყო და დიდგვაროვანთა შორის სიმდიდრით არ გამოირჩეოდა. გიორგის გარდა მას კიდევ ორი ვაჟიშვილი – ზაალი, გრიგოლი და ოთხი ქალიშვილი ჰყავდა.

   როგორც ცნობილია, იმ დროს მეტად პოპულარული იყო თავადაზნაურთა შვილების სამხედრო სასწავლებელში აღზრდა. ასევე მოიქცა იორამ თარხნიშვილი და უფროსი ვაჟიშვილი – 7 წლის გიორგი მოსკოვის კადეტთა კორპუსში განაწესა. საუკეთესო განათლებისა და აღზრდის მიღების შემდეგ 1860 წ. პრაპორშჩიკის ჩინით იგი მშობლიურ საქართველოს დაუბრუნდა. ახალგაზრდა, განათლებული არტილერისტი კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში იწყებს სამსახურს, სამი წლის შემდეგ პოდპორუჩიკობას ღებულობს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამავე ნაწილის შტაბ-კვარტირმაისტერის თანამდებობაზე ნიშნავენ.

   1865 წლიდან იგი ხშირად იცვლის სამსახურს, თანამდებობებს. 1868 წ. თერგის საცხენოსნო არტილერიაში შტაბს-კაპიტნის წოდებას ანიჭებენ, ხოლო 1872 წლის 6 ნოემბრის ბრძანებით, სამსახურეობრივი მოვალეობის წარჩინებით შესრულებისათვის, წმინდა სტანისლავისა და წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

   1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის მოახლოებასთან დაკავშირებით გიორგი თარხნიშვილი მიავლინეს ამიერკავკასია-თურქეთის საზღვარზე სამოქმედოდ შედგენილი კორპუსის შემადგენლობაში, კერძოდ, უშუალოდ ამ კორპუსის მეთაურის გენერალ-ლეიტენანტ მ. ლორის-მელიქოვის განკარგულებაში, რომელთანაც იგი ჯერ პირადი ადიუტანტის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო ომის წინა დღეებში დაინიშნა მასთანვე საგანგებო დავალებათა შესრულების ობერ-ოფიცრის თანამდებობაზე. ომის დაწყებიდან ოთხი თვეც არ გასულიყო, საბრძოლო დავალებათა საუკეთესო შესრულებისათვის მან პოდპოლკოვნიკობა დაიმსახურა.

   მთელ პერიოდში გ. თარხნიშვილი მთავარი კორპუსის ბრძოლის ასპარეზის სხვადასხვა თანამდებობაზე გვევლინება და აქტიურად მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციებში. მოლამუსის თუ აზადხევის საარტილერიო შერკინება, არტაანის საარტილერიო დაბომბვა, გელიავერდის იერიში, არტაანისა და ყარსის აღება, ზივინისა და ავლიარ-ალაჯის ოპერაცია, არზრუმის ბლოკადა და სხვა მრავალი ბრძოლა თუ ოპერაცია უშუალოდ მის სახელთანაა დაკავშირებული; იგი ყველა ამ ბრძოლის მონაწილეა და ყველგან განირჩეოდა გმირობითა და მამაცობით.

   აღსანიშნავია, რომ ომის დროს, როგორც განათლებულ ოფიცერს, მხოლოდ მას ავალებენ სხვადასხვა სახის დავალებათა შესრულებას. მაგალითად, ყარსის ბლოკადის დროს საგანგებო საიდუმლო დავალებითა და წერილით იგი გაგზავნეს ყარსის კომენდანტთან მოსალაპარაკებლად; ანალოგიურ მისიას ასრულებდა 1878 წლის 22 იანვარს არზრუმთან, ხოლო საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მონაწილეობს სადემარკაციო ხაზის დამდგენელ კომისიაში, შემდეგ კი გენერალ-მაიორ დუხოვსკოისა და პოლკოვნიკ ტოლსტოისთან ერთად იგი შედიოდა იმ კომისიაში, რომელმაც სან-სტეფანოს საზავო მოლაპარაკების შედეგად ქ. არზრუმი ჩაიბარა. არზრუმში მას უშუალო კავშირი ჰქონდა რუსეთის ყოფილ გენერალ, იმჟამად ანატოლიის შტაბის უფროს მუსა ფაშა კუნდუხოვთან, მათ შორის ერთგვარი ნათესაური კავშირიც იყო (თარხნიშვილი სიძე იყო გვარდიის პოლკოვნიკ ვლას-ესენოვის, ეს უკანასკნელი კი მუსა ფაშა კუნდუხოვის ბიძაშვილი იყო). მათი დაახლოების შემდეგ მრავალი სადავო საკითხი შედარებით იოლად გადაიჭრა რუსეთის სასარგებლოდ.

   საბრძოლო თუ სხვა სახის დავალებათა საუკეთესოდ შესრულებისათვის გ. თარხნიშვილის გულ-მკერდს დაემატა წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ბაბთიანი, წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ბაბთიანი და წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენები.

  ომის შემდეგ გ. თარხნიშვილი მონაწილეობს რუსეთ-თურქეთის იმ სასაზღვრო ხაზის დამდგენელ კომისიაში, რომელიც ბერლინის კონგრესმა განსაზღვრა.

   როგორც ცნობილია, ბერლინის კონგრესის დადგენილებით ახალი საზღვარი რელიეფისა და სხვა ბუნებრივი პირობების გათვალისწინების გარეშე უბრალო სწორი ხაზის გავლებით გადაწყდა, ამიტომ 1879-1881 წლებში საზღვრის დამდგენელ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც გ. თარხნიშვილი შედიოდა, უდიდესი მუშაობის ჩატარება მოუხდა და საქმე წარმატებით დაგვირგვინდა.

   XIX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგიდან გიორგი თარხნიშვილი განაწესეს კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში, რომლის დავალებითაც მუშაობდა სამარის, სარატოვისა და ასტრახანის გუბერნიების გენერალ-გუბერნატორებთან, ხოლო შემდეგ განაგებს რუსეთის არმიის გენერალური შტაბის სამობილიზაციო განყოფილებას.

   1890 წელს გიორგი თარხნიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ამავე წელს ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სამხედრო სამსახური დაეტოვებინა და თადარიგში  გასულიყო. წლიურად მას 3416 მანეთი პენსია დაენიშნა. მიუხედავად შერყეული ჯანმრთელობისა, ღვაწლმოსილი გენერალი ენერგიულად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართული საადგილმამულო ბანკის დირექტორის (1890-1894 წწ.) თანამდებობაზე. ამ დროს ბანკის დანიშნულებისა და საქმიანობის თაობაზე მწვავე კამათი მიმდინარეობდა ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის. გ. თარხნიშვილი როდი ყოფილა ამ კამათის გულგრილი მაყურებელი.

  1894 წ. გ. თარხნიშვილი ოჯახით თავის მამულში (გორის მაზრის სოფ. ახალქალაქში) დაბინავდა. აქ მან მნიშვნელოვნად გააფართოვა მამული და სამეურნეო ცხოვრებაშიც თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. ამავე დროს, იგი ენერგიულად მუშაობდა გორის მაზრის მომრიგებელი შუამავლის თანამდებობაზეც. აქ მან დიდი სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ, სამაგიეროდ, მაზრის ხელისუფლება გაანაწყენა. გუბერნატორმა შეიწყნარა მაზრის უფროსის საჩივარი და გ. თარხნიშვილი მომრიგებლის თანამდებობიდან გადააყენა. რა თქმა უნდა, მას აზრად არ მოსვლია „გლეხთა ამხედრება მემამულეთა წინააღმდეგ“, მაგრამ სამართალს არ ამრუდებდა, რასაც მექრთამე ადგილობრივმა ბიუროკრატიამ ასეთი დემაგოგიური კვალიფიკაცია მისცა. 1911 წლის 20 ივლისს გ. თარხნიშვილი თავის სოფელში გარდაიცვალა. სახელოვანი გიორგი სააკაძის შორეული შთამომავალი და ღირსეული სეხნია დაკრძალულია ერთაწმინდის გალავანში.

 

წყარო: „ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები“ – შამშე მეგრელიძე, 1979 გვ. 193-196.

   თარხნიშვილი ეკატერინე გრიგოლის ასული – დაიბადა

თარხნიშვილი ელენე იოსების ასული – მომღერალი, ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო. დაიბადა 1881 წლის 28 მარტს გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში, გაღარიბებულ თავად იოსებ რევაზის ძე თარხან–მოურავის ოჯახში. მონათლეს 1883 წელს სოფელ ავლევში, მიძინების ეკლესიაში, სადაც ცხოვრობდა ბებიამისი, ამირეჯიბის ქალი, რომელიც დედით ბაგრატიონი იყო. ელენეს აღზრდაში დიდი ამაგი მიუძღვის მამიდას, ცნობილ ქართველ მწერალ ეკატერინე გაბაშვილს და ივანე მაჩაბლის მეუღლეს – ტასო ბაგრატიონს, რომელიც ახლო ნათესავად ერგებოდა.

   ელენემ 1897 წელს ოქროს ჯვრით დაასრულა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი. 1900–იან წლების დასაწყისში სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრებულ მამას გაჰყვა. მოიარეს გერმანია, საფრანგეთი. მოინახულეს ხელოვნების კერები.

    დაწყებითი მუსიკალური განათლება ელენე თარხნიშვილმა მიიღო საქართველოში მოღვაწე ჩეხ მუსიკოს იოსებ რატილთან. იგი მოსწავლეთა ქოროს სოლისტი იყო. ელენე სიამოვნებით მონაწილეობდა ოჯახებში გამართულ საღამოებში და ქართული ჰანგებით ატკბობდა შეკრებილებს. 1905 წელს, მშობლიურ სოფელში, ე. წ. „მაჩაბლიანთ სასახლეში“, სალონური საზოგადოების წინაშე, რომელთა შორისაც აკაკი წერეთელიც იმყოფებოდა ელენემ პირველად შეასრულა ცნობილი რომანსი „მხოლოდ შენ ერთს“. მისი ხმით მოხიბლულმა აკაკიმ იმავე ღამეს დაწერა მომღერლისადმი მიძღვნილი ლექსი – „სიმღერა“.

   1905–1907 წლებში ელენე თარხნიშვილი ვოკალურ ხელოვნებას სრულყოფდა პეტერბურგში (პედაგოგი – ქ–ნი ფონ დაკე). ბინად ნათესავებთან გაჩერდა, ცხოვრების სახსრისთვის დილაობით მდივნად მუშაობდა, საღამოობით კი იტალიური და ფრანგული ენის კურსებზე დადიოდა. ბეჯითი და ყოველდღიური მეცადინეობით მან სერიოზულ ტექნიკურ პროგრესს მიაღწია და შემდგომი წინსვლისთვის 1908 წელს გაემგზავრა მილანში. იტალიაში მეურვეობას უწევდა იმხანად იქ მყოფი ვანო სარაჯიშვილი. მან მოაწყო მოწაფედ მაესტრო ემა დოტისთან. მასთან მეცადინეობით მომღერლის ხმა კიდევ უფრო დაიხვეწა და გაძლიერდა.

   ელენე თარხნიშვილმა მილანში მოაწყო სალონი (1953 წლამდე იარსება), სადაც იკრიბებოდნენ ცნობილი ევროპელი ხელოვანები და ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები: პიეტრო მასკანი, ენრიკო კარუზო, ტიტა რუფფო, თეოდორ შალიაპინი, ვ. სარაჯიშვილი, დ. აკოფაშვილი, ს. ინაშვილი, მ. ნანობაშვილი (მ. დარიალი), ვ. ქაშაკაშვილი და სხვ.;

ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ელენემ ზედმიწევნით შეისწავლა მთელი რიგი საოპერო პარტიები ისე, რომ მუსიკათმცოდნეთა ყურადღება მიიქცია. ერთ–ერთ შინაურ საღამოზე მისი გამოსვლის შემდეგ იტალიური გაზეთი წერდა: „ პატივცემულმა ემა დოტიმ მოგვასმენინა თავისი მოწაფის, ახალგაზრდა არტისტი ქალის ელენე თარხნიშვილის სიმღერა. ელენე თარხნიშვილს მშვენიერი და სასიამოვნო ხმა აქვს, მღერის გრძნობით. ახალგაზრდა მომღერალს მომზადებული აქვს „ფაუსტი“, „რიგოლეტო“, „მანონი“, „დონ პასკუალე“, „ბალ–მასკარადი“. ამ ოპერებიდან ელენე თარხნიშვილმა შეასრულა სხვადასხვა ადგილები. იმღერა, აგრეთვე, არია „ტრავიატადან“. ახალგაზრდა მომღერალ ქალს დიდებული მომავალი ელის“.

   ასეც მოხდა.  1910 წელს დოტის მეგობარმა, კომპოზიტორმა პიეტრო მასკანიმ გადაწყვიტა დასის შეკრება აშშ–ში გასამგზავრებლად. გასტროლიორთა შესარჩევად მილანის „ლა სკალას“ თეატრში ჩატარდა კონკურსი, რომელშიც, 14 კონკურსანტს შორის, პირველობა ჩვენმა თანამემამულემ მოიპოვა და იტალიურ დასთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში.

იტალიაში დაბრუნებული ელენე 1911 წელს ქ. მონცაში მიიწვიეს  მთავარ როლზე ოპერა „ტრავიატაში“. იგივე პარტია იმღერა მან ქ. სავონაში. იმდროინდელი გაზეთი იუწყებოდა: „ გუშინ საღამოს „ტრავიატას“ მშვენიერი, არაჩვეულებრივი სანახაობა გაიმართა სახელგანთქმული ელენე თარხნიშვილის მონაწილეობით… ახალ სოპრანოს თავი მოსწონდა თვით მაღალ ნოტებშიაც კი კარგი ტონალობის ნაზი, სასიამოვნო ხმით. მომღერალი წარმტაცი გრაციითა და დიდი არტისტული ინტუიციით მღერის. ბევრის მსურველი რჩეული საზოგადოება ტაშს არ წყვეტდა ოპერის მთელ მსვლელობაში, რადგან სურდა ყოველი აქტის ბოლოს ავანსცენაზე რამდენჯერმე მისალმებოდა მომღერალ ქალს სხვა საუკეთესო არტისტებთან ერთად“.

   1911–1912 წწ. ელენე თარხნიშვილი სამშობლოში მოღვაწეობდა. იგი მონაწილეობდა  თბილისის ოპერის თეატრის სპექტაკლებში: “ტრავიატა”, „რიგოლეტო“, „ფაუსტი“, „ბოჰემა“; კონცერტებს მართავდა სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბაქო, პეტერბურგი…;

   1913 წლიდან მომღერალი კვლავ იტალიაშია. მის რეპერტუარში შედიოდა წამყვანი პარტიები ჯაკომო პუჩინის ოპერებში: „ბოჰემა” და „მადამ ბატერფლაი”; დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურში“; მასკანის „სოფლის პატიოსნებაში“; ჯუზეპე ვერდის ოპერებში და სხვ.

   1920 წელს ელენე ცოლად გაჰყვა საოპერო მომღერალ (ტენორი), პიანისტსა და დირიჟორ არტურო დე ვიტას. გათხოვების შემდეგ იგი მეუღლის გვარით მოღვაწეობდა. ძირითადად მილანში ცხოვრობდა, სადაც 1923 წლამდე მღეროდა თეატრ „Teatro Carcano“–ში.

მძიმე ავადმყოფობის გამო (მწვავე ართრიტი) მომღერალი ნაადრევად ჩამოშორდა სცენას. 1924–25 წლებში ქალაქ ბერგამოში შედგა მისი არტისტული მოღვაწეობის მეთხუთმეტე და უკანასკნელი სეზონი.

   1925 წელს ელენე ვიტამ მილანში გახსნა ვოკალური სკოლა, სადაც მრავალი წარმატებული ვოკალისტი აღიზარდა; აქ იგი 1953 წლამდე მოღვაწეობდა, შემდეგ, სამწუხაროდ, საგრძნობლად დაუქვეითდა სმენა, თითქმის დაყრუვდა. ამის გამო დახურა ბინა–სტუდია მილანში და მეუღლის ნათესავებთან გადასახლდა სამხრეთ იტალიის ქალაქ რეჯიო–კალაბრიაში. აქვე გარდაიცვალა 1961 წლის 2 აგვისტოს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 194–195.

2. საქართველო ენციკლოპედია. ტ. 3: ენდრონიკა–თეზამი. – თბილისი, 2014. –გვ. 477.  

3. ცამციშვილი მირანუცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანნი.-თბ.,1962.-გვ.62-75.

4. შარაძეგურამსაქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე: (მასალები ინგლისური დღიურიდან). – თბ., 1986.– გვ. 251–260.

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000508/

თამარ არჩილის ასული თარხნიშვილი დაიბადა 1912 წლის 15 მარტს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ფორტეპიანოს კლასი).

   სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1938 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. როლები: რუქაია (ა. სუმბათაშვილი-იუჟინის „ღალატი“), კლარიჩე (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), მარტინა ფ. დიუმანუარისა და ა დენერის „დონ სეზარ დე ბაზანი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ნინო (ვ. კანდელაკის „ქართლის ჩირაღდნები“), მანანა ორბელიანი (მ. მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი“), მადამ პიოჩემი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), ნუცა (. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ელისაბედი (თ. ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“), მარია ხოსეკა (ფ. გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი„), ბებია (გ. ფანჯიკიძის „მეშვიდე ცა“), ბანოვანი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), ცირა (თ. მეტრეველის „შეშლილი, შეშლილი ახალი წელი„) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „ხარება და გოგია“ (1987), „მე დავბრუნდები“ (1982).

   1966 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდება.

   გარდაიცვალა 2007 წლის 14 მარტს.

 

   წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ .492; საქართველო: ენციკლოპედია: ტ .III.–თბ., 2014.-გვ. 477-478

ივანე რამაზის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავითარხანოვი; დ. 15 ივნისი [ძვ. სტ. 3 ივნისი] 1846, თბილისი, საქართველო — გ. 6 სექტემბერი [ძვ. სტ.24 აგვისტო] 1908, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — ქართველი ფიზიოლოგი. 1863-1864 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. მეცნიერული მუშაობა ფიზიოლოგიაში სტუდენტობიდანვე დაიწყო ივანე სეჩენოვის ხელმძღვანელობით. 1871 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე“. იმავე წელს თარხნიშვილი გაემგზავრა თბილისში, სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების კურსი ფიზიოლოგიაში.

  1873 წელს ივანე თარხნიშვილი 2 წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა ცნობილ მეცნიერთა ლაბორატორიებში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში პრივატ-დოცენტად, ხოლო შემდეგ — პროფესორად. 1895 წელს პროგრესული შეხედულებების გამო იგი იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895-1901 წლებში ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1901 წელს მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად. მუშაობდა ფიზიოლოგიის სხვადასხვა დარგში.

   განსაკუთრებით თვალსაჩინოა მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქოლოგიური მოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში „თარხანოვის ფენომენად“ იხსენიებენ. თარხნიშვილმა შეისწავლა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, მათ შორის ძილისა და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების გავლენა. ცხოველებში ბიოელექტრული მოვლენების კვლევისას აღწერა ფსიქოგალვანური რეფლექსი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. ივანე თარხნიშვილი მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლოგიის საკითხებსა და სოციალური ჰიგიენის პრობლემებზე. თარხნიშვილი ეწეოდა ბიოლოგიური და სამედიცინო საკითხების ფართო პოპულარიზაციას რუსეთსა და საქართველოში — კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი აღიზარდა (შემდგომში ცნობილი ფიზიოლოგები: ბრონისლავ ვერიგო, ნაპოლეონ ციბულსკი, ვასილი ჩაგოვეცი და სხვა).

   იყო სამამულო სამედიცინო საზოგადოებებისა და საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, პარიზის ბიოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ჰალეს აკადემიის წევრი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოეს. 1947 წლიდან, თსსუ-ში არსებობს მისი სახელობის სამეცნიერო საზოგადოება.

ლიტერატურა: 

  • ხვედელიძე გ.ვ. ივანე თარხნიშვილი. თბ., საბლიტგამი, 1947.
  • სააკაშვილი მ. გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ივანე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი). თბ., კომუნისტი, 1947.
  • ერისთავი კ., სემენსკაია ე. ი. თარხნიშვილი, თბ, ცოდნა, 1962.
  • Научное наследие И.Р. Тархнишвили (Тарханова), Тб, 1962.
  • Саакашвили М.Г. Иван Рамазович Тархнишвили (Тарханов), Тб., 1963.

მარიამ (მარო) ესტატეს ასული თარხნიშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1891, სოფ. კავთისხევი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 3 ოქტომბერი, 1969, თბილისი) — ქართველი მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1956). მისი შვილიშვილია მარიკა კვალიაშვილი.

   თარხნიშვილების ოჯახში ქართული სიმღერა კულტი იყო. ამიტომ საკვირველი როდია, რომ 13 წლის გოგონამ ჩამოაყალიბა ახალგაზრდების გუნდი და ხელმძღვანელობდა მას. ამით დაიწყო პირველი ქართველი ლოტბარი ქალის დიდი ეროვნული მოღვაწეობა.

   1910 წელს თარხნშვილმა თავის დასთან ეკატერინესთან ერთად გორში დააარსა ქართლ-კახური სიმღერების გუნდი. დები თარხნიშვილების პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. მათ დიდად შეუწყვეს ხელი ჩვენში მხატვრული თვითშემოქმედების განვითარებას. რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამარჯვებული მ. თარხნიშვილის გუნდი მოსკოვში მიიწვიეს. შემდეგ ამას მოჰყვა წარმატებული გასტროლები რუსეთის, უკრაინის და სხვა რესპუბლიკების ქალაქებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარო თარხნიშვილისა და მისი გუნდის ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში 1937 წელს. მის მიერ შესრულებული „დაიგვიანეს“, „ჭონა“, „ნამგლური“, „ბერიკაცი ვარ“, „კახური მრავალჟამიერი“, „თამარ ქალი“ და მრავალი სხვა დღესაც პოპულარობით სარგებლობს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დაწერილი აქვს „მოგონებები“ (გამოიცა 2016 წელს).

 

ლიტერატურა: 

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 167, თბ., 1994
  • „მარო თარხნიშვილი“, მარიკა კვალიაშვილი, საქ. კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისი 2008.  იხ. ბმული.

   გიორგი ივანეს ძე თვაური დაიბადა   1920 წლის 9 აპრილს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში. დაამთავრა ქ. ტამბოვის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი 1942 წელს.

  II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მონაწილეობდა ბელორუსიისა და პოლონეთის ბრძოლებში, ბერლინის ოპერაციაში. შეასრულა 200 საბრძოლო გაფრენა.

გიორგი ივანეს ძე თვაურმა დიდი სამამულო ომის ფრონტებზე თავი გამოიჩინა როგორც უშიშარმა და გულადმა მფრინავმა. მის საბრძოლო წარმატებათა შესახებ არაერთი ქება დაწერილა არმიულ გაზეთებსა და საბრძოლო ფურცლებში.

  გიორგი თვაურმა თავისი გაბედული იერიშებით მრავალჯერ ისახელა თავი. 1943 წლის 29 ივნისს ჩვენი თვითმფრინავების ჯგუფი მოულოდნელად თავს დაესხა ორიოლის აეროდრომს, რომელიც იმხანად გერმანელი დამპყრობლების ხელში იყო.

  მოწინააღმდეგემ ჰაერში აფრენა კი არა, ოდნავი წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოასწრო. ჩვენმა შევარდნებმა ამობუგეს იქაურობა. ამ ბრძოლაში პირადად გიორგი თვაურმა მტრის ორ თვითმფრინავს წაუკიდა ცეცხლი.

  კურსკთან ბრძოლების დროს გიორგი თვაურმა და მისმა მეგობრებმა მასირებული დარტყმებით ბევრი მძიმე ტანკი – „ვეფხვი“ აქციეს ჯართად.

   1943 წლის 7 ივლისს გიორგი თვაურმა თანამებრძოლებთან ერთად მიიღო საბრძოლო დავალება – თავს დასხმოდა მოწინააღმდეგის ტანკებს, რომლებიც პონირის რაიონში საწყის პოზიციებზე იმყოფებოდნენ.

   ჩვენი მოიერიშეები მოწინააღმდეგის განლაგების თავზე მაშინ აღმოჩნდნენ, როცა ტანკისტები საწვავს იმარაგებდნენ. პირველი შემოვლის შემდეგ უკვე რამდენიმე „ვეფხვი“ იწვოდა. გიორგი თვაურმა ამ ბრძოლის დროს ცეცხლი წაუკიდა მტრის 2 ტანკსა და ბენზინის მანქანას.

   ჩაეფუშათ და ძვირად დაუჯდათ ფაშისტთა სარდლობას ასე გულმოდგინედ მომზადებული შემოტევა. მარტო მოიერიშე-მფრინავმა გიორგი თვაურმა ათობით ტანკი, ავტომანქანა და საარტილერიო ქვემეხი გაანადგურა, ათობით ფაშისტ ჯარისკაცსა და ოფიცერს დაუბნელა მზე.

   ქართველმა შევარდენმა სახელგანთქმულ საბჭოთა „ილ-2“-ით 148 საბრძოლო გაფრენა განახორციელა. მტრის 20 ტანკი, 40 ავტომანქანა, რკინიგზის 3 ეშელონი, 5 ცისტერნა თავისი საწვავიანად, 30-მდე საცეცხლე წერტი და 20 საზიდარი თავის ტვირთიანად გაანადგურა. 4 გადასასვლელი და 4 თვითმფრინავი ააფეთქა მტრის აეროდრომებზე, დაჭრა და მოკლა მტრის 600-მდე ჯარისკაცი ოფიცერი.

   სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 23 თებერვლის ბრძანებულებით გვარდიის ლეიტენანტ გიორგი ივანეს ძე თვაურს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 

   ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა გერმანიაში. 1962 წლიდან თადარიგში გავიდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები, ასევე უცხოური ორდენები. გვარდიის პოდპოლკოვნიკი.

   გარდაიცვალა 1999 წლის 9 ნოემბერს. დაკრძალულია ქ. თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

     მიღებული ჯილდოები: 

  • მედალი „ოქროს ვარსკვლავი“
  • ლენინის ორსენი (23.02.1945)
  • „წითელი დროშის“ ორდენი (24.08.1943)
  • „წითელი დროშის“ ორდენი (28.10.1944)
  • ბოგდან ხმელნიცკის III ხარისხის ორდენი (28.10.1944)
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი (11.03.1985)
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი (19.11.1943)
  • „წითელი ვარსკვლავის“ ორდენი (13.12.1956)
  • მედალი „გმირობისთვის“ (13.07.1943)
  • მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ (17.05.1951)
  • მედალი „გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ (09.05.1945)
  • მედალი „ბერლინის აღებისათვის“ (09.05.1945)
  • მედალი „20 წელი 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომში გამარჯვებისათვის“ (07.05.1965)
  • ნიშანი „25 წელი დიდი სამამულო ომში გამარჯვებისათვის“ (1970 წ.)
  • მედალი „30 წელი 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომში გამარჯვებისათვის“ 
  • მედალი „შრომის ვეტერანი“
  • მედალი „საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წელი“
  • მედალი „საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების 40 წელი“ 
  • მედალი „საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების 50 წელი“ (26.12.1967)
  • მედალი „საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების 60 წელი“ (28.01.1978)
  • მედალი „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ (06.04.1970) 

წყარო: „საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან“, კარლო ცქიტიშვილი, ტრისტან ჩინჩილაკაშვილი. თბილისი. 1977 წ. გვ. 174-176.

   ირაკლი მოსეს ძე თოიძე (დ. 14 მარტი, 1902, თბილისი — გ. 1 აპრილი, 1985, იქვე) — ქართველი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ოთხგზის ლაურეატი (1941, 1948, 1949, 1951), რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951), საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი (1970), თბილისის საპატიო მოქალაქე (1982).

დაიბადა ცნობილი მხატვრის მოსე თოიძის ოჯახში. მამამ ითამაშა დიდი როლის მის მხატვრად ჩამოყალიბებაში. 1919-1920 წლებში 17 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო მამასთან ერთად არტისტული კაფე „ქიმერიონის“ მოხატვაში. იყო რუსეთის მხატვართა ასოციაციის საქართველოშ ფილიალის, შემდეგ კი „სარმას“ თავმჯდომარე. 1925-1930 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1931 წელს მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

   ზაჰესის მშენებლობის დროს შექმნა ნახატი „ილიჩის ნათურა“. მისი კიდევ ერთი ნახატია „ახალგაზრდა სტალინი კითხულობს შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს“. 1937 წელს გააფორმა ვეფხისტყაოსანი“. ეს ილუსტრაციები დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოდ მიიჩნევა ქართული წიგნის გრაფიკაში.

   გამოირჩეოდა საბჭოთა პოლიტიკური პლაკატების შექმნით. პოპულარობა მოუტანა პლაკატმა „დედა-სამშობლო გვეძახის!“ (1941), რომელიც მოიწონა სტალინმა და გამოფენილი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით საჯარო სივრცეებში. მეორე მსოფლიო ომის დროს თოიძემ შექმნა ასევე პლაკატები „წინ დასავლეთისკენ!“, „დედასამშობლოსათვის“, „სამშობლოს სახელით წინ, დევგმირებო!“, „ვფიცავ, დავამარცხებ მტერს!“, „ყველანი ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად!“, „გავათავისუფლებთ ევროპას ფაშისტური მონობის უღლისგან“ და სხვა. პოლიტიკურ პლაკატებზე მუშაობას აგრძელებდა ომის შემდგომაც. შემდგომი პერიოდის პლაკატებია „ოქტომბრის 50-ე წლისთავი ჩვენი საერთო დღესასწაულია“, „ჩვენი ერთობა ურღვევია“, „მძიმე ინდუსტრია ჩვენი სამშობლოს ძლიერების საფუძველია“.

    დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და რუსეთის სხვადასხვა მუზეუმებში.

 

ლიტერატურა

  • ციციშვილი, მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 196-197.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 83-84.
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 548, ISBN 99928-20-32-2.
  • კალანდია, გ. „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბილისი, 2014, გვ. 66
  • ბაბუნაშვილი, ზ. ნოზაძე, თ. „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 175, თბილისი, 1994
  • ჩხიკვიშვილი, მ. „ირაკლი თოიძის სახელოსნოში“; „საბჭოთა ხელოვნება“, N5 1968
  • „მხატვარი მამა-შვილი — მოსე თოიძე და შვილი მისი ერეკლე“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ N25, 1915

 

თუშურაშვილი ჯემალ სერგოს ძე  – დაიბადა 1940 წლის 28 თებერვალს. სკულპტორი. საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი. სამხატვრო აკადემიაში მოქანდაკეობას დაეუფლა პროფესორ ვალერიან თოფურიძის ხელდასხმულობით.
    მისი ნამუშევრებია:
   „ფალავანი“ (თაბაშირი, 1975 წ.), „გმირთა ვარამი“ (შექმნა 1976 წელს. ჩამოსხმულია ბრინჯაოში, ზომა 3X2X0,5, იდგა არმაზში რომან-ეპოპეა „გმირთა ვარამის“ ავტორის სამარეზე, მაგრამ ლევან გოთუას მცხეთის სამთავროს ტაძრის ეზოში გადასვენების შემდეგ მოქანდაკემ თავის კავთისხევურ ეზოში მიუჩინა ადგილი).
   მწერალ გიორგი შატბერაშვილის ბიუსტი მისი პირველი დადგმულ-განხორციელებული ძეგლია (შეიქმნა 1969 წელს, სოფელში კი დაიდგა 1981 წლის ივნისში, არქიტექტორ იური კავთიაშვილის თანამონაწილეობით). მის მიერ შექმნილი ძეგლები მშობლიურ რაიონში სხვაც მრავლად ჩამოსათვლელია: სოფელ ხოვლეში – დიდი ივანე ჯავახიშვილის ქვაში ნაკვეთი სახე მეცნიერის სახლ-მუზეუმის ეზოში, წმიდა ღვთისმშობლის მიძინების ახალნაგები ეკლესიის კარიბჭის ხატი და კანკელი ინტერიერში; სოფელ კავთისხევში  – „შინმოუსვლელები“ („დედა ადგილისა“) და კავთის წმიდა გიორგის ეკლესიის კარიბჭის ხატი; ქ. კასპში – 2013 წლის აპრილში დადგმული ვირტუოზი მუსიკოს-შემსრულებლის ომარ კელაპტრიშვილის ბიუსტი, ასევე, უფრო ადრეული შინმოუსვლელთა მემორიალი – დამუშტული მარჯვენით ზეშემართული ხმალი – „სამშობლოს არვის წავართმევთ“…… ცემენტის ქარხნის ავტოსადგომის ტერიტორიაზე.
   მისი ნამუშევრები განფენილია საქართველოს ქალაქებში: თელავში („შენ ხარ ვენახი“), გურჯაანში, საგარეჯოში (ეკუთვნის თეატრის ფასადის გაფორმება), ქ. გაგრის დაკარგვით გაქრა „დაისი“, ქ. ქობულეთის ზღვის სანაპიროს ამშვენებდა 16-მეტრიანი მონუმენტური ძეგლი „აიეტი“, რაც თურმე სრულიად გაიძარცვა, ის ექსპონირებული იყო, ასევე არაერთ საკავშირო თუ საერთაშორისო გამოფენაზე.
1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამხედრო გზაზე აღიმართა რამდენიმე მემორიალური ნაგებობა და გამოჩენილ მოღვაწეთა ძეგლები: სკულპტურული კომპოზიცია „თერგდალეულნი“ (მოქანდაკეები კ. ტაბატაძე, ჯ. თუშურაშვილი, არქიტექტორები გ. აბულაძე, დ. ახვლედიანი); მან ასევე წმიდა სამების ტაძრის ფასადისათვის შექმნა რელიეფური ხატების 15 კომპოზიცია.
   2013 წელს შექმნა ივანე გამხიტაშვილის ბიუსტი, რომელიც დგას სოფელ სამთავისში.

გიორგი ზაქარიას ძე ინასარიძე – დაიბადა 1907 წლის 25 ოქტომბერს (ძვ. სტ.), ახალი სტილით 7 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში. ფთიზიატრ-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1947), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). 1930 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1941-45 წლებში მოქმედ არმიაში იყო საველე მოძრავი ჰოსპიტლისა და 46-ე არმიის მთავარ ქირურგად. 1949 წელს მისი ინიციატივით თბილ. ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაარსდა უროლოგიური განყოფილება, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
   იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის დირექტორი 1955 – 22.10.1959.
   გ. ინასარიძემ ანატომიურად, ექსპერიმენტულად და კლინიკურად შეისწავლა შარდსასქესო ორგანოების ვენური სისტემა, მამაკაცის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზის პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხები, საშარდე ორგანოების კანდიდამიკოზი, დაამუშავა ნაღვლის გზების ოპერაციის ორიგინ. მეთოდი და სხვ. გ. ინასარიძე საკავშირო უროლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი იყო. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით, სამამულო ომის I და II ხარისხის ორდენებით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

   საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 

   ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, დაბადების სამოც წელთან დაკავშირებით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 19 დეკემბრის ბრძანებულებით დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის  საპატიო სიგელით. 

   გარდაიცვალა 1992 წლის 11 ივნისს ქ. თბილისში.

 

წყაროები

თხზ: Библиографический указатель отечественной урологии и смежных областей за 100 лет (1855-1955) т. 1-5.  Тб., 1959-72. 

„ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“. ტომი 5, გვ. 126. 

იშჩენკო ივანე მიტროფანეს ძე – დაიბადა 1912 წლის 15 სექტემბერს. სკკპ წევრი 1942 წლიდან. ეროვნებით უკრაინელი. 1941 წლის ოქტომბერში წითელი არმიის რიგებში გაიწვია კასპის რაიონის სამხედრო კომისარიატმა. სერჟანტი ი. იშჩენკო დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“. ომის დამთავრების შემდეგ ერთხანს კასპში ცხოვრობდა. შემდეგ ქ უფაში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1979 წლის 17 იანვარს. დაკრძალულია ქ. უფაში.

   ი. იშჩენკო სამშობლოს დამცველთა რიგებში 1941 წლის ოქტომბერში ჩადგა.

   მამაცურად იბრძოდა ახალგაზრდა ჯარისკაცი. მტერთან ბრძოლებში ოთხჯერ დაიჭრა, მაგრამ არ შემდრკალა, გამოჩენილი გულადობისათვის სარდლობამ ივანე იშჩენკო ათეულის მეთაურად დააწინაურა, დააჯილდოვა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათ-ვის“, ხოლო თანაპოლკელმა კომუნისტებმა დიდი ნდობა გამოუცხადეს და ბოლშევიკური პარტიის რიგებში მიიღეს.

   იდგა 1944 წლის 23 ივნისი. 179-ე მსროლელთა დივიზიის 234-ე მსროლელთა პოლკი ვიტებსკის ოლქის დაბა შუმილინოს მისადგომებთან იბრძოდა. პოლკის ქვედანაყოფებმა გაარღვიეს მტრის თავდაცვა და დასახლებაში შეიჭრნენ. ამ ბრძოლებში თავი ისახელა სერჟანტმა ივანე იშჩენკომ.

   მეორე დღეს, 24 ივნისს, შენაერთმა მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვა დაიწყო. მტრის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სერჟანტმა ივანე იშჩენკომ თავისი ათეულით პირველმა დაადგა ფეხი მდინარის მარცხენა მხარეს. დაიკავა პლაცდარმი და შეინარჩუნა ის სხვა ქვედანაყოფების ნაპირზე გადმოსვლამდე. ამ ბრძოლაში ივანე იშჩენკომ პირადად მტრის 10 ჯარისკაცი მოკლა. 

   იერიში განვითარდა და მოწინააღმდეგის დაჯგუფება ალყაში მოექცა. 26 ივნისს მოწინააღმდეგე შეეცადა თავი დაეხსნა ალყიდან და კონტრიერიშზე გადმოვიდა.

   იმ უბანზე, სადაც სერჟანტ იშჩენკოს ათეული იყო განლაგებული, მტერმა ორი ოცეული გადმოიყვანა შეტევაზე. იშჩენკოს ათეულმა მოიგერია ფაშისტთა იერიში, ხოლო შემდეგ უკან დასახევი გზა მოუჭრა მათ. ამ ბრძოლაში ივანე იშჩენკომ პირადად მტრის 8 ჯარისკაცი დახოცა.

   1944 წლის 22 ივლისს სასიხარულო ამბავი მოვიდა კასპის ცემენტის ქარხანაში – სერჟანტ  ივანე მიტროფანეს ძე იშჩენკოს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

 

   წყარო: „საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან“, კარლო ცქიტიშვილი, ტრისტან ჩინჩილაკაშვილი. თბილისი. 1977 წ. გვ. 188-189.

ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე (დ. 1874, ხოვლე — გ. 12 ივნისი, 1939, თბილისი) — ქართველი ლოტბარი, მომღერალ-მგალობელი. ლოტბარ დათაშკა კავსაძის მამა, ასევე ლოტბარ იმერ კავსაძის და ცნობილი მსახიობის კახი კავსაძის ბაბუა.

  სანდრო კავსაძე დაიბადა სოფელ ხოვლეში (დღევანდელი კასპის რაიონი) 1874 წელს, სიმღერა მამამ შეასწავლა, დაწყებითი განათლება სოფელ ხოვლეს ორკლასიან სასწავლებელში მიიღო. შემდეგ სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სიმონ გოგლიჩიძესთან დაოსტატდა სიმღერა-გალობაში, ამავდროულად ლოტბარის თანაშემწედ მუშაობდა. მოგვიანებით ის ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტი გახდა. 1894 წელს თავად კავსაძემ თავად შექმნა გუნდი, სადაც მასთან ერთად მღეროდნენ ვანო სარაჯიშვილი და მიხეილ კავსაძე. კავსაძემ გუნდი 1911 წელს მიატოვა, ის თავის შვილს, მიხეილ კავსაძეს გადააბარა და თავად საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა. იმერეთში მან რამდენიმე გუნდი შექმნა.

 1935 წლიდან ალექსანდრე კავსაძემ მოღვაწეობა თბილისში გააგრძელა. ის აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა. ისვე ხელმძღვანელობდა გუნდს 1937 წელს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე. დეკადაზე გუნდის გამოსვლა შთამბეჭდავი იყო.

  თუმცა უკან დაბუნებული კავსაძე დაავადდა, ხმა დაკარგა და ორ წელიწადში გარდაიცვალა. ალექსანდრე კავსაძე დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

   ალექსანდრე კავსაძეს მინიჭებული ჰქონდა შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებები.

ვლადიმერ (ლადო) ლონგინოზის ძე კავსაძე (დ. 7 იანვარი, 1886, სოფ. ხოვლე — გ. 30 ნოემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი მომღერალი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1943).

   პატარა ლადოს და მის ძმას, მიხეილს ბიძამ გამოჩენილმა მომღერალმა და ლოტბარმა სანდრო კავსაძემ გაუღვიძა სიმღერის სიყვარული. 7 წლისა მიაბარეს თბილისის ერთ-ერთ პანსიონში. სიყმაწვილეში იგი გაიტაცა ველოსპორტმა და სიმღერამ. მას ამეცადინებდა იმხანად თბილისში მცხოვრები იტალიელი მომღერალი ენრიკო ბორჯი. მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, გაემგზავრა მოსკოვის ვოკალური განათლების მისაღებად, სადაც ჩაირიცხა ოპერის თეატრში, მაგრამ მალე გადავიდა მოძრავ საოპერო დასში და გასტროლები დაიწყო რუსეთის ქალაქებში. ამ დასთან ერთად ლადო თბილისსაც ეწვია და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ ახალგაზრდა მომღერალი დიდი წარმატებით გამოდიოდა პეტერბურგის, კიევის, ტაშკენტის თეატრის სცენებზე. 1921 წლიდან მშობლიურ საოპერო თეატრშია, სადაც ასრულებს ალფრედის („ტრავიატა“), ალმავივას („სევილიელი დალაქი“), ლენსკის („ევგენი ონეგინი“), ვარსკვლავთმრიცხველის („ოქროს მამალი“), კოტეს და საქოს („ქეთო და კოტე“), შოთას („თქმულება შოთა რუსთაველზე“), მალხაზის („დაისი“), მასხარას („დარეჯან ცბიერი“) და სხვა პარტიებს.

   ლადო კავსაძის ლამაზი ლირიკული ტენორი და მომხიბლავი სცენური გარეგნობა უზრუნველყოფდა მის მუდმივ წარმატებას.

   ვოკალური კარიერის დასარულს იგი ხშირად გამოდიოდა ესტრადაზე. 1939 წლიდან თბილისის ფილარმონიის დირექტორი იყო, ხოლო 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ცირკის დირექტორად. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.

   დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 193, თბ., 1994

მიხეილ კავსაძე (დ. 1880, ხოვლე, გორის მაზრა — გ. 10 მაისი, 1951, თბილისი) — ქართველი მომღერალი, სახალხო გუნდის ლოტბარი.

 1888-1894 წლებში სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი – თბილისის ქართულ გიმნაზიაში. მუსიკალური განათლება არ მიუღია. 1897 წელს ილია ჭავჭავაძის რჩევით, მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. 1900-1903 წლებში კონცერტებს მართავდა თბილისის მუშათა უბნის თეატრებში. ასრულებდა რევოლუციურ სიმღერებს („მარსელიეზა“, „ჩვენ ვართ მჭედელნი“, „ძმებო, დროშა გაიშალა!“). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ გამოცემებში მის შესახებ არაერთი წერილი და ფოტო გამოქვეყნდა. რეგულარულად მართავდა კონცერტებს. 1918 წლის 31 ივლისს კონცერტი გამართა დემოკრატიულ კლუბ მუშტაიდში. 1918 წლიდან ქართული სიმღერა-გალობის კურსები ჩამოაყალიბა. 1923-1926 წლებში ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის გუნდს. 1936 გორის მომღერალთა ეთნოგრაფიულ გუნდს, 1938 – კასპის, 1940 კი – თბილისის მომღერალთა გუნდებს. აგროვებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, აქვეყნებდა წერილებს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ.

   

   ლიტერატურა

  • ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 210-211.

  კაკაბაძე-ღუდუშაური მარგარიტა პავლეს ასული – დაიბადა 1916 წელს. სკკპ წევრი 1946 წლიდან. უმაღლესი განათლებით. 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში სოფლის საექიმო ამბულატორიის გამგე-ექიმად. 33 წელი განუწყვეტლივ მუშაობდა ამ თანამდებობაზე და უმწიკვლოდ ემსახურებოდა მშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეს.

   მუშაობის ამ ხნის მანძილზე თავი გამოიჩინა, როგორც გულისხმიერმა მკურნალმა ექიმმა, რისთვისაც მას სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 4 თებერვლის ბრძანებულებით მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება და გადაეცა ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავი. გარდა ამისა, დაჯილდოებულია ორი მედლითა და სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის ნიშნით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 4 მაისის ბრძანებულებით მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმის საპატიო წოდება.

   1972 წელს მას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის დაენიშნა საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსია.

   არჩეული იყო საქართველოს კპ კასპის რაიკომის წევრად და კასპის რაიონული საბჭოს დეპუტატად.

   გარდაიცვალა 1989 წლის დეკემბერში.

 ნანა არჩილის ასული კანდელაკი – დაიბადა 1921 წლის 24 ოქტომბერს გორის მაზრის სოფელ კავთისხევში. 

   დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის მესამე საცდელ-საჩვენებელი სკოლა 1937 წელს. სწავლობდა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში საამშენებლო ფაკულტეტზე. მუშაობდა მწერალთა კავშირის არქივის გამგედ. მისი პირველი მოთხრობა 1950 წელს დაიბეჭდა. ავტორია პიესების: „მეცნიერი სოფელში“, „ხალხის ძალა“, „მე და ჩემი ნათესავები“, „დაკარგული ბედნიერება“, „მოულოდნელი პასუხი“, „გოროზი“. მისი პიესები ძირითადად იდგმებოდა რესპუბლიკის სახალხო თეატრებში, ხოლო პიესა „მეცნიერი სოფელში“ რეჟ. მ მეძმარიაშვილმა 1954 წელს დადგა ფოთის სახელმწიფო თეატრში. იგი ავტორია ერთმოქმედებიანი პიესებისა და სცენების, რომლებიც სხვადასხვა დროს სრულდებოდა; ნაწარმოებები ცალკე წიგნად გამოიცა 1969 წელს. მისი პიესა „გოროზი“ დაისტამბა პერიოდულ ჟურნალ „დრამატურგიაში“ (N1-2, 1993). ხალხური შემოქმედების სახლმა გამოსცა მისი პიესები „მოულოდნელი პასუხი“ (1954) და „მეცნიერი სოფელში“ (1966).

   საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 18 აგვისტოს ბრძანებულებით ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარებაში დამსახურებისათვის მწერალი ნანა კანდელაკი დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
     გარდაიცვალა 2008 წლის დეკემბერში.

 

ბიბლიოგრაფია: 

  • ქარტეხილი : რომანი (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1996. – 240 გვ.
  • მოგონებები, წერილები (ავტორი). – თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989. – 147 გვ.
  • ფერიცვალების რეცეპტი : იუმორისტ. მოთხრობები (ავტორი). – თბილისი, 1988. – 47 გვ.

ანდრე კარბელაშვილი დაიბადა 1927 წლ;ის 18 მარტს ქ. თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი 1966 წელს.

   1956-1972 წწ. მუ­შა­ობ­და თბილისის სხვა­და­სხვა რაიონში სატელეფონო კვანძის ხელმძღვანელ თანამდებობებზე; იყო საქალაქო სატელეფონო ქსელების განყოფილების უფროსი; 1972-1978წწ. საქალაქო და სასოფლო სატელეფონო ქსელების სამმართველოს უფროსი; 1980-1983წწ. სა­ქართველოს სსრ სა­ხელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კავშირგაბმულობის სექტორის გამგე; 1983-1991 წწ. სა­ქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი; 1991-1992 წწ. სა­ქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრის პირ­ველი მო­ად­გი­ლე; სამინისტროში მუშაობის პერიოდში კავშირგაბმულობის სფეროში დანერგა უახლესი ტექნოლოგიები; სა­ქართველოს კავშირგაბმულობის ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარია და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მისი წიგნი „ძმები სიმენსები სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ითარგმნა გერმანულ ენაზე და გამოიცა მიუნხენში (1990), ერთი ეგზემპლარი ინახება ამავე ქალაქის სიმენსების მუზეუმში. მრავალი გამოგონების ავტორი. 

   იყო სა­ქართველოს ჟურნალისტთა კავშირი წევრი 1982 წლიდან. 1961 წელს მიენიჭა სა­ქართველოს სსრ დამსახურებული რაციონალიზატორის საპატიო წოდება. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 

ბიბლიოგრაფია

  • პირველი ქართული წიგნი კავშირგაბმულობაზე (ავტორი). – თბილისი, 2005. – 24გვ.
  • ტრანსკონტინენტური ტელეგრაფის ხაზი საქართველოში (ავტორი). – თბილისი, გეორგია, 2000. – 114გვ.
  • პირველი ტელეფონები თბილისსა და ქუთაისში (ავტორი). – თბილისი, მეცნიერება და ტექნიკა, 1991. – 72გვ.
  • ოპტიკური კაბელები და ვიდეოტელეფონები (ავტორი). – თბილისი, 1987. – 30გვ.

   

   კარბელაშვილი გივი ლუარსაბის ძე – დაიბადა 1923 წლის 17 თბერვალს ქ. გურჯაანში. სკკპ წევრი 1946 წლიდან.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1943 წელს, ხოლო  1946  წელს- სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლომატიური სკოლა. იყო საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურის კავშირის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

 იყო სსრკ  საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშე, 1971-1988 წლებში გაზეთ „სამშობლოს“ მთავარი რედაქტორი. მუშაობდა სხვადსხვა თანამდებობაზე ქალაქკომში. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

  1973 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემიით.

  გარდაიცვალა 1994 წლის 14 იანვარს. 

 

 

   ბიბლიოგრაფია:

  • გათანგულნი : რომანი (ავტორი). – თბილისი, განათლება, 1989. – 479 გვ.
  • სულის ნაჟური : ლიტ. წერილები (ავტორი). – თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1987. – 765 გვ.
  • მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები : რომანი (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1979. – 385 გვ.
  • რაც მიფიქრია, რაც განმიცდია : წერილები, ლიტ. ნარკვევები, მხატვრული ჩანახატები (ავტორი). – თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1975. – 269 გვ.
  • ერთი პეშვი მიწა : ნოველები და მოთხრობები (ავტორი). – თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1967. – 201 გვ.

ეპისკოპოსი სტეფანე, ერისკაცობაში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი, დაიბადა 1853 წლის 1 იანვარს გორის მაზრის სოფელ ქვემოჭალაში მღვდლის ოჯახში. მამა – გრიგოლი ქართული საეკლესიო გალობის ჩინებული მცოდნე და შემსრულებელი იყო. ვასილმა და მისმა ძმებმა ბავშვობიდანვე ოჯახში შეისწავლეს ქართული სასულიერო გალობის ქართლ-კახური კილო. ექვსი წლის ასაკში დედამ დააწყებინა „დავითნის“ კითხვა. საოჯახო განათლების მიღების შემდეგ ვასილი სწავლის გასაგრძელებლად გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მკაცრი რეჟიმი იყო გაბატონებული. მოსწავლეთა ცემა-ტყეპა, დამცირება პედაგოგიური აღზრდის საუკეთესო მეთოდად იყო აღიარებული. 1864 წელს ვასილი თავის ძმებთან – ანდროსა და პოლიევქტოსთან ერთად პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე ხალხური სიმღერების რეპერტუარით და ყველას მოწონება დაიმსახურა. 1867 წელს ვასილი ძმებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად და ჩაირიცხა სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, პარალელურად 1879 წლიდან სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სკოლაში.

  ვასილ კარბელაშვილმა 1881 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; 1881 წლის 16 ივნისს დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; 1882 წლის 1 ივლისს დატოვა სამსახური და შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც პროფესორ კოშკინთან ეუფლებოდა სამუსიკო ხელოვნებას. 1883 წ. 16 ოქტომბერს აკურთხეს თბილისის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდლად, ამავე დროს ასრულებდა მღვდლის მოვალეობას თბილისის 1 სამხედრო ჰოსპიტალში; 1884-1885 წლებში ასწავლიდა სჯულის კანონს ნავთლუღის სახალხო სასწავლებელში. 1885 წლის მაისიდან თავისივე თხოვნით გადაიყვანეს ნუხის 3-კლასიან საქალაქო სასწავლებელში, ამავე დროიდან არის ნუხის სამწმიდათა ეკლესიის წინამძღვარი. 1885 წლის სექტემბრიდან 1887 წლის დეკემბრამდე ნუხის საქალაქო სასწავლებელში ასწავლიდა მუსიკასა და გალობას. 1888-1890 წლებში ეგზარქოს პალადის განკარგულებით გადმოიყვანეს თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში, ამავე დროს საავადმყოფოს საფერშლო სკოლაში ასწავლიდა სჯულის კანონს და ქართულ ენას. 1888 წელს ეგზარქოსის კურთხევით საავადმყოფოს თანამშრომელთა შვილებისათვის დააარსა საეკლესიო-სამრევლო სკოლა და ავადმყოფთათვის ბიბლიოთეკა. თბილისის სამღვდელოების გადაწყვეტილებით და ეგზარქოსის დადგენილებით 1890 წლის თებერვლიდან თბილისის მედავითნეებს ასწავლიდა ქართულ გალობას. 1890 წლის თებერვლიდან გადაიყვანეს ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის წინამძღვრად. წმ. ბარბარეს ეკლესიას ჩაუტარა რესტავრაცია, გარდა ამისა, დააარსა მოსასვენებელი სახლი შორიდან მოსულ მლოცველთათვის.

   წმ. ბარბარეს ეკლესიასთან გახსნილი ჰქონდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა 40 ბავშვისათვის, რომლისთვისაც გამოყოფილი ჰქონდა 2 ოთახი საკუთარი ბინიდან და ინახავდა საკუთარი ხარჯით. 1891 წლის 10 ოქტომბრამდე ყველა საგანს უსასყიდლოდ ასწავლიდა თავის მეუღლესთან – მარიასთან ერთად. 1890-91 წლებში იყო სჯულის მასწავლებელი ნავთლუღის სახალხო სასწავლებელში. 1891 წლის ოქტომბერში თავისივე თხოვნით დაბრუნდა მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში. 1893-99 წლებში იყო მასწავლებელთა საზოგადოების სკოლის სჯულის მასწავლებელი და სახალხო სასწავლებელთა დირექციის წევრი. 1899 წელს აირჩიეს საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად. 1903 წლის თებერვლიდან გადაიყვანეს ქ. შემახიის ეკლესიაში; 1903-1904 წლებში ტაძრის საეკლესიო-სამრევლო სკოლაში ხელმძღვანელობდა საღვთო სჯულისა და გალობის სწავლებას; ამავე პერიოდში შემახიის 4-კლასიან სასწავლებელში ასწავლიდა სჯულის კანონს; 1904 წელს გადაიყვანეს გორის ტაძრის მეორე მღვდლის ადგილზე, ამავე დროს ასრულებდა სანთლის ქარხნის მმართველის მოვალეობას; 1904-1906 წწ. განაგებდა საეკლესიო ნივთების მაღაზიას და ზრუნავდა მის შენობასა და საეკლესიო ნივთების საწყობზე; 1905 წლის ივნისში თავისივე თხოვნით ეგზარქოსმა ალექსიმ დანიშნა თბილისის სამების ტაძრის წინამძღვრად. ტაძრის სამრევლო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს და რუსულ-ქართულ გალობას. 1917 წლის 4 სექტემბერს დაქვრივდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის I, II, III, IV საეკლესიო კრების მუშაობაში. 1919 წელს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში. 1921-1922 წლებში იყო თელავის ტაძრის წინამძღვარი. 1922 წლის 24 ივნისს გადაიყვანეს კუკიის წმ. ნინოს ეკლესიაში. 1925 წელს აღიკვეცა ბერად სტეფანეს სახელით. 1925 წლის 25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ბოდბის ეპისკოპოსად. იგი განაწყენებული იყო მიტროპოლიტ ქრისტეფორეს საეკლესიო პოლიტიკით. ამ წყენას არ მალავდა არც შემდეგ, როდესაც მიტროპოლიტი ქრისტეფორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. „მაშინ, როცა სასტიკად დაისაჯნენ კირიონი, პეტრე, დავითი, ამბროსი, ი. ჯაში და დოლაბერიძე, 1905 წლის კრების თავმჯდომარე ქრისტეფორე არავის გახსენებია და თავის საქმეს აკეთებდა… ქართლ-კახეთში ხუთასამდე ეკლესია აკლებულია და აოხრებული, სამღვდელოება გამოდევნილნი არიან და თავის უკიდურეს გაჭირვებას შესჩივიან მას, ჩვენი კათოლიკოსი კი თავის სინოდით სდუმან.“ (24, 272).

   IV საეკლესიო კრებაზე მეუფე სტეფანემ აღნიშნა, „რა შევძინეთ ჩვენ ეკლესიას ბოლო ათი წლის მანძილზე? საუბედუროდ ვერაფერი, ვინაიდან ჩვენ, როგორც ქვეყნიერების მიერ და საკუთრებითი ვნებით გატაცებულთ, ვერ ავუღეთ ალღო ახალ ცხოვრებას, ვერ გამოვიმუშავეთ საზოგადო გეგმა, გზა და საერთო ენა საქმის და ხალხის უკეთესად წარმატების და კეთილად მოღვაწეობისათვის, რაშიც დიდი სამარცხვინო როლი ითამაშა დიდებისმოყვარეობამ, ამპარტავნებამ, მედიდურობამ, შურისძიებამ… ჩვენმა წინასწარ დაუფიქრებელ გადადგმულმა ნაბიჯებმა შესახებ წირვა-ლოცვის შემოკლებისა, ახალი სტილის შემოღებისა, ალალბედზე მორწმუნეთა მიგდებამ, ხალხი ჩვენდამი უარყოფითად განაწყო“, (24, 272).

    1928 წლის 24 თებერვალს გაათავისუფლეს ბოდბის ეპისკოპოსობიდან და გადაიყვანეს ალავერდელად. 1929 წელს გაათავისუფლეს ალავერდის ეპისკოპოსობიდან; 1930 წლის 1 იანვარს დროებით დაინიშნა კარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდლად; 1934 წლის 6 აგვისტოს პირადი თხოვნის საფუძველზე ავადმყოფობის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა კალისტრატემ გაათავისუფლა კარის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრობიდან. დაჯილდოებული იყო ეგზარქოს პალადის მიერ გულითადი შრომისათვის საგვერდულით; 1890 წლის მარტში საავადმყოფოს საეკლესიო-სამრევლო სკოლაში გულითადი მუშაობისათვის გამოეცხადა მადლობა. 1892 წელს ქოლერის მძვინვარების პერიოდში გულითადი და სასარგებლო შრომისათვის დააჯილდოვეს იისფერი სკუფიით. 1893 წელს საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს დადგენილებით, სკოლაში მუშაობისათვის და სასწავლო საქმის წარმატებით წარმოებისათვის გამოეცხადა მადლობა. 1897 წელს გულითადი და სასარგებლო შრომისათვის დაჯილდოვდა კამილავკიით. 1911 წ. მიღებული ჰქონდა მედალი იმპერატორ ალექსანდრე III-ის ხსოვნისათვის.

   გარდაიცვალა 1936 წლის 8 აპრილს, დაკრძალულია წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში.

   XIX საუკუნის 90-იან წლებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი:

„ქართლ-კახური გალობა“, „კარბელაანთ კილო“ (I ნაწ. „მწყემსი“ 1897 წ. და II ნაწ. „ცისკარი“ 1898 წ.), ამ კრებულებს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

   წყარო: „მღვდელმთავრები“. ავტორი სერგო ვარდოსანიძე.

   ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ვასილ კარბელაშვილის ფონდი.

 ლუარსაბ ანდრიას ძე კარბელაშვილი – გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.  დაიბადა 1896 წლის 17 თებერვალს სოფელ მუხრანში.

   ერთ-ერთმა პირველმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1923 წელს და იმავე წელს მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა.

  მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგედ. 1953 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მისი სამეცნიერო ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი სტატისტიკის, დემოგრაფიის, ეკონომიკური გეოგრაფიისა და საქართველოს ეკონომიკური პრობლემებისადმია მიძღვნილი. შეადგინა „აღრიცხვისა და სტატისტიკის ტერმინოლოგია“ (1958). აგრეთვე პირველი სახელმძღვანელო საშუალო და უმაღლეს სკოლებისათვის საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში. შექმნა საქართველოს ეკონომიკური დარაიონების ბადე. 

   1961 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 

 

   წყარო: წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003.  გვ. 142.

   

   ბიბლიოგრაფია: 

  • საქართველოს სსრ ეკონომიური გეოგრაფია მე-8 კლასის სახელმძღვ. (ავტორი). – თბილისი, განათლება, 1974. – 107გვ.
  • საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია : სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის (ავტორი). – თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1973. – 476გვ.
  • ქართლის სოფელი : ეკონ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაციის საავტორო რეფერატი (ავტორი). – თბილისი, სტალინის სახ. თსუ გამ-ბის სტ., 1948. – 24გვ.
  • სამეურნეო სტატისტიკა (შემდგენელი) // ნაწ. 1: სამრეწველო სტატისტიკა. – ტფილისი, კ. დაუსწრ. საფ.-ეკონ. ინსტ. გა-მა, 1933. – 134გვ.

 

ნიკოლოზ (კოლა) კაციაშვილი (დ. 1875, ქვემო გომი, გორის მაზრა — გ. 19 თებერვალი, 1919) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში.

  1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციაში“; ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ეწეოდა მეურნეობას; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გორის მაზრაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1907 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი. 1907 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ტფილისის გუბერნიიდან; მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. 1907 წლის 3 ივნისს მეორე სახელმწიფო სათათბირო დაშალეს და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დეპუტატები პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის დებულების 100-ე და 102-ე მუხლებით, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით. იგი იჯდა პეტერბურგის ციხეში, სადაც ჯანმრთელობა ძლიერ შეერყა. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა და ცხოვრობდა საკუთარ სოფელში, ქვემო-გომში პოლიციის საიდუმლო მეთვალყურეობის ქვეშ. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. გარდაიცვალა 1919 წელს. დაკრძალულია სოფელ ქვემო გომის სასაფლაოზე.

 

მიხეილ (მიშა) გიორგის ძე ლაშქარაშვილი დაიბადა 1884 წლის 2 მაისს, გორის მაზრის სოფელ ქვემო ხანდაკში (დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტი), გლეხის ოჯახში. 1902–1903 წლებში იგი მუშაობდა იარალოვის ქარხნის მუშად, შემდეგ გადავიდა რკინიგზის მთავარი სახელოსნოს სადურგლო საამქროში. პოლიტიკაში ახალგაზრდობიდანვე ჩაება. მონაწილეობდა პირველი მარქსისტული ჯგუფის ჩამოყალიბებაში, 1903–1905 წლების მოვლენების დროს იყო სახალხო გვარდიის საველე სასამართლოს თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. თუმცა იგი მალე ჩაწვდა მარქსისტული იდეოლოგიის სიყალბეს და საერთოდ ჩამოშორდა მათ. აი, რას წერს თავის მოგონებებში: „ამნაირათ, ყველა ის პირი, ვინც კი მარქსისტებისთვის თვალში მოსაწონი არ იყო, ხდებოდა ტერორისტების მსხვერპლი, მათ მიერ ჩადენილი მუხანათური საქმეების მოწმე მე თვითონ ვიყავი ქარხანაში მუშაობის დროს. მთელი მარქსისტული მოძრაობა ამაზედ იყო დაყრდნობილი და მამულიშვილების უმანკო და უდანაშაულო სისხლის დაღვრით მოიკაფავდნენ გზას ხელისუფლებისაკენ“.

   დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, 1919 წელს, მიხეილ ლაშქარაშვილი გვარდიის შტაბის მიერ დაინიშნა რწმუნებულად ახალქალაქის რაიონში ანარქიის წინააღმდეგ საბრძოლველად. წესრიგის დამყარების შემდეგ ხალხის თხოვნით იქვე დარჩა კომისრად. ყველა დავალება პირნათლად შეასრულა, ბოლო მოუღო ყაჩაღობას. ამიტომ 1920 წელს კვლავ დაინიშნა იგივე თანამდებობაზე, ამჯერად გორის მაზრაში. ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ დაბეჭდილ მისდამი მიძღვნილ წერილში აღნიშნულია, – „დიაღ ლაშქარაშვილი მემარცხენეს და მემარჯვენეს ერთნაირად უმორჩილებდა კანონს, ყველასაგან – თავადის, ვაჭრის თუ პარტიულისგან – ერთნაირად მოითხოვდა კანონიერების დაცვას და ასე გამოდიოდა რესპუბლიკის ჭეშმარიტი დამცველი“.

   მიხეილ ლაშქარაშვილი ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა, წყნარად ცხოვრობდა მამისეულ სახლ–კარში და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წლის 29 აპრილს გორის მაზრის პოლიტბიუროში შევიდა განცხადება, რომელიც იუწყებოდა, რომ სოფელ ახალქალაქში იმყოფება მენშევიკური მთავრობის ჯალათი, სამხედრო–საველე სასამართლოს თავმჯდომარე 1919 წელს, კომუნისტების დამხვრეტი მიხეილ ლაშქარაშვილი. რა თქმა უნდა, სადამსჯელო ღონისძიებამაც არ დააყოვნა. მიხეილის დასაკავებლად ღამით მივიდნენ, მაგრამ ოპერაცია ისე უთავბოლოდ იყო დაგეგმილი, რომ უაზრო სროლისას ბრმა ტყვიამ შეიწირა მიხეილ ლაშქარაშვილის დედა. თავად მან გაქცევა მოახერხა, გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბა და ქართველი პატრიოტების პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა. უკვე 1922 წლის ზაფხულში ხევსურეთის აჯანყების დროს მიხეილი საკმაოდ დიდ პარტიზანულ რაზმს ხელმძღვანელობდა. აჯანყებულების დამარცხებამ იმედები გაუცრუა, შეიარაღებულ აჯანყებაზე ფიქრსაც კი თავი დაანება და მეუღლესთან ერთად ოსმალეთში გადასვლას გეგმავდა, როცა 1924 წლის გაზაფხულზე ქაქუცა ჩოლოყაშვილისგან შეტყობინება მიიღო.

   პარტიზანული რაზმები გაერთიანდნენ და აჯანყების მოლოდინში მანგლისიდან სამი კილომეტრის მოშორებით, სოფელ ბოტისის ტყეში იმალებოდნენ.  აჯანყებისთვის მზადებას მეთაურობდა სამხედრო ცენტრი, რომელიც 1922 წლის მარტში ჩამოყალიბდა გენერალ კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. ცენტრმა კახეთში ანტისაბჭოთა პარტიზანული რაზმების მეთაურობა ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაავალა, ხოლო ქართლში – მიხეილ ლაშქარაშვილს.

   1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი გადარჩენილ შეფიცულებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, მოგვიანებით მათ მიშა ლაშქარაშვილიც შეუერთდა. ემიგრაციაში იგი იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის პარიზის კომიტეტის ჟურნალ „ახალი ივერიის“ (1927–1939) ავტორ–თანამშრომელი. დაწერილი აქვს მოგონებები, სადაც დაწვრილებით აღწერს მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, 1904–1905 წლების რევოლუციით დაწყებული 1924 წლის აჯანყებით დამთავრებული (გამოქვეყნებულია 1991 წლის გაზეთ „რესპუბლიკაში“).

   მიხეილ ლაშქარაშვილი გარდაიცვალა 1952 წელს. იგი მეუღლესთან, ელენე ჩივაძესთან ერთად დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო:

კერესელიძელიამიხეილ ლაშქარაშვილი – შეფიცულთაგან ერთერთი და სამშობლოსათვისთავგადადებული // საარქივო მოამბე=The archival bulletin / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო. – თბ., 2009. – იანვარი. – N4. – გვ.4-11.

მეთვალყურემიხეილლაშქარაშვილი : (გვარდიის შტაბის რწმუნებული, გორის მაზრაში ანარქიის ჩასაქრობად დანიშნული) // თეატრი და ცხოვრება. – 1920. – N9. – გვ.13.

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000288/ 

გიორგი სტანისლავის ძე მაევსკი – ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. დაიბადა 1911 წლის 14 აპრილს გორის მაზრის სოფელ ჩოჩეთში. 1931 წელს დაამთავრა კიევის სამშენებლო ინსტიტუტი. სკკპ წევრობის კანდიდატი 1945 წლის ნოემბრიდან. სკკპ წევრი 24.12.1946-დან. 1946-1947 წლებში მუშაობდა ხრამჰესმშენის პირველი სამშენებლო უბნის უფროსად. 1951 წელს მუშაობდა სამგორჰესის სამშენებლო სამმართველოს უფროსად. 1952-1954 წლებში სწავლობდა საბჭოთა კავშირის ელექტროსადგურების ენერგეტიკის აკადემიაში. ის გახლდათ ამ აკადემიის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული. 1961 წელს მუშაობდა ტრესტ „საქჰიდროენერგო-მშენის“ სამმართველოს „სიონმშენის“ უფროსად. მუშაობდა ასევე მინგეჩაურჰესზე (აზერბაიჯანის სსრ), ეგვიპტის ასუანის ჰესის მშენებლობებზე. 1967 წლიდან იყო ენგურჰესის მშენებლობის უფროსის მოადგილე. 1972 წლიდან მუშაობდა ჟინვალჰესის მშენებლობაზე.

   დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა და საპატიო ნიშნის ორდენით (24.02.1946 წ). 1951 წლის მარტში მიენიჭა სსრკ სტალინური სახელმწიფო პრემია (მშენებლობის დარგში მეორე ხარისხის პრემია 100.000 მან. ჯგუფთან ერთად). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 4 მაისის ბრძანებულებით მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება.

    საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 27 აგვისტოს ბრძანებულებით ხანრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, დაბადების მე-60 წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოვდა  საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

   გარდაიცვალა 1977 წლის 7 ივლისს. დაკრძალულია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩეთში.

 

   წყარო: „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“. 1983 წ. ტომი 6. გვ. 344.

  მაზმიშვილი გივი – ინჟინერი. დაიბადა 1948 წლის 4 ივლისს კასპის რაიონში. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.

   1968-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ №1 სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად; 1973-1978 წწ. მუშაობდა საქართველოს საშენი მასალების სამინისტროს გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროს ინჟინრად; 1978-1979 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ №8 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1980-1986 წწ. ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1986-1987 წწ. იყო ქ. რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში;  1987-1999წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ №2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 2002-2004 წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი „არქმშენინსპექციის“ ქვემო ქართლის „არქმშენინსპექციის“ უფროსი; 2005-2008 წწ. მუშაობდა შპს „მაგისტრალის“ დირექტორად; 2011 წლიდან შპს „გზატკეცილის“ მთავარ ინჟინრად; მისი აქტიური მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ქ. რუსთავის მეტალურგიული, ქიმბოჭკოს, ცენტროლიტის, ამწემშენებლის, ლითონკონსტრუქციებისა და გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნების, ასევე ქ. რუსთავის ქიმიური, ხის გადამამუშავებული და რკინაბეტონის კომბინატების მთელი რიგი ობიექტები; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ რუსთავის აღმშენებლობის საქმეში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა კინოთეატრი „ოქტომბერი“ სავაჭრო ცენტრი მე-20 მ/რ-ში, პროფტექნიკური სასწავლებელი მე-16 მ/რ-ში, მსხვილბლოკიანი 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლები ქალაქის მთელ რიგ მიკრორაიონებში და ჭყონდიდელის დასახლებაში, კინოთეატრი ქ. გარდაბანში და სხვა; მისი მონაწილეობით დაპროექტებულ იქნა და აშენდა შპს „შალვინო“-ს ღვინის ქარხანა გურჯაანის რაიონის სოფ. კარდანახში, “სამტრესტის“ ღვინის ქარხნის ფილიალი დონეცკის ოლქში, თბილისსა და რუსთავში ბეტონის ქარხნები, მარჯვენა სანაპიროს კავშირგაბმულობის მიწისქვსშა და მიწისზედა ქსელები ქ. რუსთავში; ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში განხორციელდა 300000 კვ. მ. ა/ბეტონის საფარის მოწყობა საავტომობილო მაგისტრალებზე; მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

   1970 წელს დაჯილდოვდა მედლით „შრომითი მამაცობისთვის“. 

 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 174-175

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00018066/

გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი (დ. 6 აპრილი, 1871, სოფელი სასირეთი, გორის მაზრა, რუსეთის იმპერია — გ. 9 სექტემბერი, 1937) — ქართველი მხედართმთავარი, გენერალი, საქართველოს ეროვნული გმირი.

   გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1871 წელს გორის მაზრის სოფელ სასირეთში. გიორგის მამა რუსეთიდან ჩამოსული ოფიცერი, ივანე მაზნევი იყო, რომელიც სასირეთში გლურჯიძეების ოჯახში ჩასიძდა.

   კადეტთა კორპუსისა და შემდგომ, თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა რუსეთის იმეპერიის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904–1905 წლებში, სადაც გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით. მამცობისთვის მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო (წ. სტანისლავის II, III და IV; წმ. ანას II და III ორდენები 1904-11 წლებში; „ოქროს იარაღი“ 1907 წ.).

პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში, კაპიტნის წოდებით ირიცხებოდა ციმბირის მე-2 მსროლელ პოლკში. პირველ მსოფლიო ომში მაზნიაშვილი იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე, სადაც გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლისას ორჯერ დაიჭრა (1914 წლის 27 სექტემბერს და 1915 წლის 22 იანვარს. საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევმა დაუმტვრია იდაყვის ძვალი, რის გამოც მარცხენა ხელის მოხრა უჭირდა), მათ შორის ვარშავასთან. მიღებული ჭრილობის შედეგად გიორგი აღმოჩნდა ლაზარეთში, სადაც მას ემსახურებოდნენ თვით ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები, რაც დიდ პატივად ითვლებოდა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. აქვე ესტუმრა გიორგი მაზნიაშვილს იმპერატორი ნიკოლოზ II და პირადად გადასცა წმ. გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის (1916 წლის 7 აგვისტოს, სოფელ ტობოლისთან (დას. უკრაინა) წარმატებული კონტრშეტევის ორგანიზების და მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ შეტევაზე პირადად გადასვლის გამო) და მიიწვია თავის სასახლეში. 1916 წლის 26 ნოემბერს მაზნიაშვილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

   თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა მეორე ქართული დივიზიის (შტაბი: თბილისი) ბრიგადის უფროსად და დაიწყო მსროლელი ბატალიონის ფორმირება 16-20 წლის მოხალისე ახალგაზრდებისგან. 1917 წლის ოქტომბერ–ნოემბერში, მისი გეგმით და უშუალო ჩართულობით მოხერხდა კავკასიის ფრონტიდან წამოსული გადეზერტირებული რუსეთის არმიის ეშელონების სისხლისღვრის გარეშე გაცილება თბილისიდან.

   1918 წლის ბრესტის ზავის თანახმად, თურქებმა დაიკავეს ბათუმი და შეუტიეს გურიას. საფრთხე დაემუქრა ოზურგეთს. 1918 წლის 30 მარტს, გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა „შემოვლითი კოლონის“ მეთაურად, რომელსაც უნდა დაეცვა ბათუმის ფორტები, მაგრამ ოსმალების სწრაფი წინსვლის გამო დაევალა ჩოლოქის ზღუდის მოწყობა და ოსმალების შეტევის შეჩერება. მოხალისეთა 180 კაციანი რაზმით მაზნიაშვილი ჩავიდა ნატანებში და გურული მოხალისეებით, ბათუმიდან გამოქცეული არმიის II და IV პოლკის ნარჩენებითა და ხაშურის მაზრის მოხალისეთა ბატალიონით დაიწყო 40 კილომეტრიანი ფრონტის გამაგრება. 5-6 აპრილს გამართულ ჩოლოქის ბრძოლაში ჯავშანმატარებლის თავგანწირული მოქმედების (მეთ. ვ. გოგუაძე) შედეგად ოსმალებმა მარჯვენა ფრთაზე დაკარგეს 600 მოკლული და 1.000 დაჭრილი, მიატოვეს ბრძოლის ველი და გაიქცნენ ქობულეთისკენ. მარცხენა ფრთაზე IV პოლკმა უბრძოლველად მიატოვა სანგრები და მტერმა დაიკავა ოზურგეთი. ფრონტის ხაზი დასტაბილურდა და გერმანელების გამოჩენის შემდეგ ოსმალებს აღარ უცდიათ შეტევა. 11 აპრილს სახალხო გვარდიის და მესაზღვრეთა ქვედანაყოფებმა შეუტიეს ოზურგეთს, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების გამო იერიში შეჩერდა. მაზნიაშვილმა დაასრულა I ქვეითი პოლკის და ცხენოსანი ესკადრონის ფორმირება. ივნისის შუა რიცხვებში მისმა დივიზიამ უბრძოლველად დაიკავა ოზურგეთი.

   1918 წლის 18 ივნისს გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვის ჯარების უფროსად. სოხუმში გენერლის განკარგულებაში იყვნენ III პოლკის 350 ქვეითი, არტილერიის ერთი ბატარეა, სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის ნაწილი, მესანგრეთა ასეული, 300 აფხაზი ცხენოსანი და ადგილობრივი მოხალისეები. 27 ივნისს დაჯგუფება შეტევაზე გადავიდა და დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე. პარალელურად მაზნიაშვილმა პირადად უმეთაურა იმ დანაყოფებს, რომლებმაც ტყვედ აიყვანეს კოდორთან გადმომსხდარი ოსმალეთის არმიის დესანტი.

  1918 წლის სექტემბერში მაზნიაშვილი დაბრუნდა თბილისში. ფრონტზე მყოფ გენერალს შსს მინისტრმა ნოე რამიშვილმა ცილი დასწამა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მითვისებაში და მოაწყო ჩხრეკა მის სახლში. მაზნიაშვილმა გადადგომა მოითხოვა, მაგრამ ნოე ჟორდანიამ არ დააკმაყოფილა თხოვნა და გამართლებული გენერალი ოქტომბერში თბილისის გენერალ-გუბერნატორად და II დივიზიის მეთაურად დანიშნეს. მაზნიაშვილმა მილიციის რეორგანიზაციაც განახორციელა, რამაც გააუმჯობესა კრიმინოგენული სიტუაცია ქალაქში.

   1918 წლის 16 დეკემბერს, საქართველო-სომხეთის ომისას, მაზნიაშვილი დაინიშნა საქართველოში შემოჭრილი სომხეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედი შულავერ-სადახლოს მიმართულების სარდლად. 23 დეკემბერს მხოლოდ შტაბით და ცხენოსანი ესკდარონით (250 მებრძოლი) გენერალი ჩავიდა მდინარე ხრამზე, სადაც დახვდა ლორეს ხეობიდან გამოსული ჯავშანმატარებელი და ჯარისკაცების ერთი ასეული. რაზმმა გაბედული მანევრით აიძულა სომხები დაეტოვებინათ ხრამის ნაპირები, სადგური სარალი და დაახევინეს შულავერისკენ. 24-26 დეკემბრის განმავლობაში დაჯგუფება გაძლიერდა დამხმარე ჯარებით (თბილისის V და თელავის VI პოლკები, ოფიცერთა საგანგებო ბატალიონი, ქართული ლეგიონი, სახალხო გვარდიის და მოხალისეთა დანაყოფები), რომლებმაც ძლიერი შეტევით აიღეს ქალაქი შულავერი და 31 დეკემბერს გავიდნენ სადახლო-აირუმის სექტორში. მაზნიაშვილი პირადად მეთაურობდა დანაყოფებს და იმყოფებოდა წინა ხაზზე სანგრებში. რეზერვებით გაძლიერებულმა მაზნიაშვილმა დაგეგმა ლორეს მაზრის განთავისუფლების ოპერაცია და შესაბამისი მანევრიც დაწყებული იყო – რაც სომხეთის უკუქცეული არმიის ლორეს ხეობაში ჩაკეტვას ისახავდა მიზნად, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმებამ შეაჩერა ქართული არმიის შეტევა და ლორე ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა.

   1919 წლის 3 თებერვალს მაზნიაშვილი დაინიშნა ახალციხის და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად და მესხეთის საარმიო დაჯგუფების მეთაურად აჯანყებული მუსულმანური მოსახლეობის (მეთ. სერვერ ბეგი) და „ყარსის რესპუბლიკის“ ჯარების წინააღმდეგ სამოქმედოდ. 4-5 თებერვლის ბრძოლაში IV პოლკის დანაყოფებმა უწესრიგოდ დაიხიეს ახალციხისკენ და, როდესაც მაზნიაშვილი მათ შეკავებას ცდილობდა, ახალციხის შტაბი და გარნიზონი თვითნებურად მოიხსნა და აწყურისკენ წავიდა. 11 თებერვალს მოწინააღმდეგემ ახალციხე დაიკავა. 16 თებერვალს მაზნიაშვილი თბილისში გამოიწვიეს და მის ნაცვლად გიორგი კვინიტაძე დაინიშნა. 1919 წლის ზაფხულში, გენერალ მაზნიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ახალციხის დატოვების ბრალდებით. იგი იძულებული გახდა დროებით დაეტოვნებინა სამხედრო სამსახური. საქმის წარმოება გაჭიანურდა და 1920 წლის 6 ოქტომბერს შედგა საბოლოო სხდომა, სადაც მაზნიაშვილი გაამართლეს ყველა პუნქტში.

  1920 წლის 7 ოქტომბერს მაზნიაშვილი დაინიშნა თბილისის გარნიზონის მეთაურად. რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის გამო გენერალი აწყობდა პოზიციებს კოჯრიდან-ვაზიანამდე და 1921 წლის 10 თებერვლის ჩათვლით აცნობდა მათ არმიის ოფიცერთა შემადგენლობას.

რუსეთ–საქართველოს ომის მიმდინარეობისას,1921 წლის 15 თებერვალს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ მაზნიაშვილი დანიშნა თბილისის ფრონტის ცენტრალური უბნის მეთაურად, რომელიც გადაჭიმული იყო ორხევიდან თითქმის ტაბახმელამდე. 16 თებერვალს მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში იყო არმიის IX ბატალიონის ნაწილი, ტფილისის სადარაჯო ათასეული, სახალხო გვარდიის ორი ბატალიონი (გორი და ხაშური), არტილერიის 5 ბატარეა, ჯავშანმატარებელი და დაჯავშნულ ავტომობილთა რაზმი. 18-19 თებერვლის ფონიჭალის ბრძოლაში მაზნიაშვილის დაჯგუფებამ მოიგერია მტრის შეტევა, თავად გადავიდა კონტრშეტევაზე, გაანადგურა რუსების 58-ე ქვეითი ბრიგადა (დაიღუპა 540 და ტყვედ ჩავარდა 1000-ზე მეტი ბოლშევიკი). მტრის ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ ამ უბანზე რუსებს აღარ შემოუტევიათ, მხოლოდ 24 თებერვალს აიღეს ქედზე მდებარე ერთი სიმაღლე, მაგრამ კონტრშეტევის შემდეგ უკუიქცნენ. იმავე ღამით ქართულმა დანაყოფებმა დატოვეს თბილისი და 25 თებერვალს ცენტრალური ფრონტის ჯარები მცხეთასთან შეერივნენ უკანდახეულ ჯარებს.

1921 წლის 28 თებერვალს მაზნიაშვილი დაინიშნა III დივიზიის მეთაურად, მას დაევალა სოფელ ოსიაურთან ცენტრალური უბნის ფორმირება. ოსიაურის ბრძოლის დროს მაზნიაშვილის უბანზე არ მომხდარა მტრის შემოჭრა. მარცხენა ფლანგზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო ფრონტი მოიხსნა და სურამისკენ დაიხია.

   1921 წლის 5 მარტს გენერალი დაინიშნა სენაკის მიმართულების მეთაურად. 10 მარტს, სენაკის მაზრაში, მდინარე ცივთან, გენერალმა მაზნიაშვილმა აფხაზეთიდან შემოჭრილი რუსული ძალების შეტევა მოიგერია, რითაც ქართულ ძალებს სამტრედიიდან გასვლა და საჯავახოს ხაზზე გამაგრების საშუალები მისცა. მაზნიაშვილის ხელქვეით აღმოჩდნენ გურული მოხალისეები და შეიარაღებული ძალების ის ნაწილები, რომლებმაც გადაწყვიტეს ბოლომდე ებრძოლათ. 15 მარტისთვის გურიაში 10.000-მდე ჯარისკაცმა მოიყარა თავი.

  1921 წლის 11 მარტს თურქებმა ხელახლა დაიკავეს ბათუმი. გიორგი მაზნიაშვილმა გადაწყვიტა თავად ჩასულიყო ბათუმში და ენახა მთავრობის წევრები. მას თან ახლდა 50 კახელი მოხალისე და ჯავშანმატარებელი. კომუნისტებმა და იმ გენერლებმა რომლებმაც არ დატოვეს საქართველო, მაზნიაშვილს შესთავაზეს ბათუმის განთავისუფლების ოპერაციის ხელმძღვანელობა. გენერალმა სწრაფად მოაგვარა ყველა საორგანიზაციო საკითხი და, 18-21 მარტს, 3 დღის განუწყვეტელი ბრძოლის შემდეგ შეძლო ოსმალების განადგურება. ამ ბრძოლაში დაიღუპა 84 ქართველი ჯარისკაცი, ყველაზე მეტი, რაც მაზნიაშვილის მეთაურობის დროს დაღუპულა. ოსმალებმა დაკარგეს 150 -მდე ოფიცერი და ჯარისკაცი.

  საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი მაზნიაშვილი ქართულ წითელ ჯარში მსახურობდა და დივიზიას მეთაურობდა. მალე დივიზია შტატების შემცირების გამო დაიშალა და მაზნიაშვილი დაინიშნა ქვეითი ჯარის ინსპექტორად. 1921 წლის 6 სექტემბერს იგი ორი წლით, თბილისში, მეტეხის ციხეში დააპატიმრეს კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით. 1923 წელს სამხედრო ცენტრის საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად, დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელი საზღვარგარეთ გადასახლებით შეუცვალეს, რის შემდეგაც იგი, ორი წლის განმავლობაში, ირანსა და საფრანგეთში ცხოვრობდა. 1924 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობის მივლინებით ჩავიდა თურქეთში და ეხმარებოდა ემიგრირებულ ქართველ პატრიოტებს.

  1925 წლის ბოლოს იმედგადაწურულმა გენერალმა თხოვნით მიმართა კომუნისტურ მთავრობას და დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ცხოვრება მშობლიურ სოფელ სასირეთში გააგრძელა. მან მონაწილეობა მიიღო სოფელში მდინარე მტკვარზე ბორანის გადებაში, სოფელში სასმელი წყლის გაყვანაში და სკოლის მშენებლობაში. 1937 წელს სტალინური რეპრესიების დროს დააპატიმრეს და თავის შუათანა ვაჟთან, ვანოსთან, ერთად დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია. რუსულ წყაროებში იგი ცნობილია სახელწოდებით გიორგი მაზნიევი.

   2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა:

  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 72-73, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • Н. Воронович. Меж двух огней. // Архив русской революции. Т. 7.

მაისურაძე ელიზბარ ლუკას ძე – დაიბადა 1920 წლის 10 სექტემბერს გორის მაზრის სოფელ სასირეთში.

  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1949 წელს. სკკპ წევრი 1962 წლიდან. პირველი მოთხრობა „ორი მეგობარი“ 1948-1949 წ. გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „მოთხრობები“ – 1951 წელს. ავტორია მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა: „გარდატნელი მაყრები“ (1955), „ქართლის საღამოები“ (1957), „სევასტოპოლის დღეები“ (1963), „ჭადრებად ქცეული ვაჟკაცები“ (1971), „ქარბორბალა“ (1975), „ქერჩი 1943“ (1976), და სხვ., რომანებისა: „დაკარგული ოცნებები“ (1972), „ოთხი წელი ჭექა-ქუხილში“ (1977). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ოსურ, ჩეხურ ენებზე. 1941-1945 წწ. ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

   გარდაიცვალა 1998 წლის 19 თებერვალს. 

 

   შემოქმედება: 

 

მოთხრობები – თბ. : საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1951 – 248გვ. ; 15სმ. – : 5მ. ყდ., 7000ც.   

 

გარდატნელი მაყრები : მოთხრობები – თბ. : სახელგამი, 1955 : საქმთავარპოლიგრაფგამომც. ბ.ს. კომბ-ტი – 332გვ. : 1ფ. პორტრ. ; 17სმ. – : 4მ.40კ., 5000ც.  

ქართლის საღამოები : მოთხრობები – თბ. : საბჭ. მწერალი, 1957 – 158გვ. ; 20სმ. – : 2მ.80კ., 5000ც. 

 

ისევ შევხვდებით : მოთხრობები [და ნარკვევები]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1959 (საქმთავარპოლიგრაფგამომოც. 1-ლი სტ). – 135გვ. ; 21სმ.. – 2მ., 10000ც.

 

სიყვარული იმარჯვებს : [მოთხრობები / ილ.: ტ. მაცაბერიძე]. – თბ. : საბლიტგამი, 1959 (მე-4 სტ). – 140გვ. ; 21სმ.. – 1მ.90კ., 5000ც.

 

გარდატნელი მაყრები : [რომანი] – თბ. : საბჭ. საქართველო, 1961 : საქმთავარპოლი-გრაფგამომც. 1-ლი სტ. – 145გვ. ; 20სმ. – : 20კ., 10000ც. 

დაკარგული ოცნებები : რომანი. ნაწ. 1 – თბ.. – 21სმ.  საბჭ. მწერალი, 1961 (პოლიგრაფკომ-ბინატი “კომუნისტი”). – 275 გვ.. – 63 კ., 5000 ც.

 

სევასტოპოლის დღეები : [მოთხრობები]. – თბ. : ნაკადული, 1963. – 162გვ. ; 22სმ.. – 39კ. ყდ., 10000ც.

 

ორი შეხვედრა : [მოთხრობები]. – თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება, 1965. – 259გვ. ; 21სმ.. – 69კ. ყდ., 5000ც.

 

დაკარგული ოცნებები : რომანი. ნაწ. 2 – ლიტერატურა და ხელოვნება, 1967. – 311 გვ.. – 58 კ., 10000 ც.

 

ვაჟკაცსა გული რკინისა… : [ნარკვევი დიდი სამამულო ომის მონაწილე დ. მაღალაშვილზე / სარედ. კოლეგია: ა. კოკილაშვილი, კ. ლორთქიფანიძე, გ. ნატროშვილო და სხვ.] – თბ. : განათლება, 1969 – 97გვ. ; 20სმ. – (ქართველები დიდ სამამულო ომში). – : 17კ., 5000ც. 

ჭადრებადქცეული ვაჟკაცები : მოთხრობები – თბ. : საბჭ. საქართველო, 1971 – 300გვ. ; 20სმ. – : 70კ. ყდ., 5000ც.  

 

დაკარგული ოცნებები : [რომანი] – თბ. : მერანი, 1972 – 577გვ. : 1 ფ. პორტრ. ; 21სმ. – : 1მ.24კ. ყდ., 10000ც.

 

ქარბორბალა : [რომანი]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1975. – 554გვ. ; 21სმ.. – 1მ.4კ. ყდ., 10000ც.  

 

ქერჩი, 1943 : მოთხრობები – თბ. : მერანი, 1976 – 69გვ. ; 20სმ. – (ქართველი მწერლები დიდ სამამულო ომში). – : 14კ., 2000ც.  

 

ოთხი წელი ჭექა-ქუხილში : [რომანი დიდ სამამულო ომზე] – თბ. : მერანი, 1977 – 343გვ. ; 16სმ. – : 85კ., 20000ც.  

 

დაკარგული ოცნებები : რომანი – [მე-2 გამოც.] – თბ. : საბჭ. საქართველო, 1979 – 555გვ. ; 20სმ. – : 1მ.80კ. ყდ., 15000ც.  

 

ნაძალადევი : რომანი, მოთხრობები – თბ. : მერანი, 1983 (წიგნ. ფ-კა). – 354გვ. ; 20სმ. – : 1მ.30კ., 15000ც.  

შინაარსი: ნაძალადევი; ცოდვილი; განდგომილი; ძმაკაცები.

 

ოთხი წელი ჭექა-ქუხილში : [მოთხრობა] – თბ. : ნაკადული, 1983 (წიგნ. ფ-კა). – 267გვ. ; 19სმ. – : 75კ., 10000ც.  

კვნესოდა მიწა. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1986. – 542გვ. ; 20სმ.. – 2მ., 20000ც.

შინაარსი: დუელი აღარ შედგა; მატარებელში; შახტიკოტე; მცხეთელი ზაქარა; განდგომილი; გროზნოდან სევასტოპოლამდე; გარდატნელი მაყრები; ერთ ოჯახში; ცოდვილი; ნაძალადევი.

 

 

 

ალექსანდრე (სანდრო) ვაგანის ძე მამასახლისი – დაიბადა 1933 წლის 28 ივნისს. მამამისი, ცნობილი მეცნიერი, საქართველოში ბირთვული ფიზიკის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის პირველი ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ვაგან მამასახლისოვი გახლდათ. დედა, ნუნუ კეცხოველი, ნიკო კეცხოველის და იყო.

    სკოლის დამთავრების შემდეგ ბატონმა სანდრომ მოსკოვში, კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში („ვგიკ“) ჩააბარა. თუმცა, მას იქ არ უსწავლია, რადგან სწორედ იმ წელს ნატო ვაჩნაძემ ვაჟი, ელდარ შენგელაია ამავე ინსტიტუტში ჩასაბარებლად მოსკოვში ჩაიყვანა. საქართველოსთვის კი მხოლოდ ერთი ადგილი იყო გამოყოფილი. ბატონმა სანდრომ დიდი მსახიობის ვაჟისთვის, რომელიც შემდგომ დიდი რეჟისორი გახდა – ეს ადგილი დათმო. თავად კი, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში („მიმო“) ჩააბარა. იქაც ვერ გაძლო და ერთი წლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლადგახსნილი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ფოტოგრაფიის ისტორიაზე დაწერილი მისი დისერტაცია საქართველოში ამ ტიპის პირველი ნაშრომი იყო. ამის და მისი შემდგომი ფოტოშემოქმედების გამო ბატონი სანდრო ბოლო დრომდე მრავალი სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციის ბორდის წევრი გახლდათ.

   1969 წელს სანდრო მამასახლისმა და სიმონ კილაძემ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის დახმარებით მოაწყვეს პირველი გრანდიოზული ექსპოზიცია „თბილისი და თბილისელები“. ასევე დიდი ძალისხმევა დასჭირდა საქართველოში პირველი ფოტოჟურნალის, „სხივის“ გამოცემას, რაშიც უდიდესი წვლილი სწორად სანდრო მამასახლისს მიუძღვოდა.

1971 წელს საბჭოთა კავშირში პირველი იყო მამასახლისი, რომელმაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მხატვრული ფოტოჟურნალისტიკის სპეციფიკის საკითხები“. აქ ავტორი არკვევს ფოტოჟურნალისტიკისა და შემოქმედების ურთიერთდამოკიდებულებას. ფოტოგრაფიის თეორიით ის ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის კურსს უძღვებოდა.

   1969-70 წლებში, მამასახლისის ძალისხმევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ფოტოგრაფიის ფაკულტეტი, სადაც გამოყენებითი ფოტოგრაფია, ფოტორეკლამა და ფოტოჟურნალისტიკა ისწავლებოდა. ფოტოფაკულტეტმა მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება და მისი სრული კურსის დასრულება მხოლოდ ერთმა ჯგუფმა შეძლო. იგი გურამ თიკანაძესთან ერთად ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი იყო საბჭოთა საქართველოში და მთელი მისი ცხოვრების მანძილზე – ტელევიზიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა თუ თეატრალურ ინსტიტუტში ბევრს მუშაობდა ფოტოხელოვნების დარგის განვითარებისთვის. თავის სტუდენტებსაც ფოტოხელოვნებისადმი არაორდინალურ მიდგომებს უნერგავდა.

  ს. მამასახლისი იყო გაზეთების „ახალგაზრდა კომუნისტის“, „თბილისის“, „სოფლის ცხოვრების“ კორესპონდენტი. საქართველოს ისტორიაში, პირველად, მისი თაოსნობით გამოიცა ფოტოგრაფიული ჟურნალი „სხივი“ (გამოდიოდა 1970-1975 წლებში. რედაქტორი ვ. ჭიაურელი. ორ თვეში ერთხელ).  

   ბატონი სანდრო, ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ ტელევიზიაში ჟურნალისტად. მის მიერ მომზადებული ტელეგადაცემები დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში და თითქმის ყოველთვის ეხებოდა აქტუალურ საკითხებს. მან დააფუძნა საავტორო ტელეგადაცემათა ციკლი, სახელწოდებით „ფოტო კომენტარებით“, რომელიც 1980-იან წლებში გადიოდა სატელევიზიო ეთერში. ეს იყო უჩვეულო ფორმატის სოციალური პრობლემებით დამუხტული ფოტოექსპოზიცია მუსიკისა და ტექსტის თანხლებით.

   საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 5 სექტემბრის ბრძანებულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს ალექსანდრე ვაგანის ძე მამასახლისს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული ჟურნალისტის საპატიო წოდება.

   1989 წელს იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიოვიზუალური ინფორმაციის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

   1990-2000-იანი წლები მამასახლისმა თეორიული ფოტოგრაფიის საკითხების კვლევასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდას მიუძღვნა. ამ პერიოდში პედაგოგიურ მოღვაწეობას ის თბილისის  თეატრისა და კინოს ინსტიტუტში განაგრძობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში სანდრო მამასახლისი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდა და დასახლდა სოფელ ახალქალაქში, სადაც ხშირად მასპინძლობდა სტუდენტებსა თუ უცხოელ ჟურნალისტებს.

   გარდაიცვალა 2009 წლის 17 დეკემბერს. დაკრძალულია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში (ყოფილი ახალქალაქი).

  ქართული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის გარდაცვალების შემდეგ, 2021 წელს მას მიენიჭა ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი.

ვაგან ივანეს ძე მამასახლისოვი (დ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 22 ნოემბერი], 1907, თბილისი — გ. 19 ივნისი, 1972, თბილისი) — ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960).

   1925 წელს დაამთავრა თბილისის მეორე სამრეწველო ტექნიკუმი და ჩაირიცხა ეგრეთ წოდებულ რუსულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მუყაითი სტუდენტი ხელმოკლეობის გამო იძულოებული გახდა დროებით შეეწყვიტა სწავლა და მუშაობა დაეწყო. 1927 წელს განაახლა მეცადინეობა. მაშინ მისი მათემატიკის მასწავლებლები იყნენ ცნობილი მეცნიერები ა. რაზმაძე და კ. მარჯანიშვილი. ამ უკანასკნელის რჩევითა და დახმარებით, ა. რაზმაძესთან მკაცრი გამოცდის შემდეგ 1927 წლის დეკემბერში ვ. მამასახლისოვი გადაიყვანეს უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის თბილისის საინჟინრო და სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა ლექციებს უმაღლეს მათემატიკასა და თეორიულ მექანიკაში.

   1933 წელს ვ. მამასახლისოვი მიავლინეს ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში თეორიული ფიზიკის კურსის გასავლელად. 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც იყო ლენინგრადში პირველი დაცული დისერტაცია ატომბირთვის თეორიაში. შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრას, პარალელურად მოღვაწეობდა რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც. 1943 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1960 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.

   ვაგან მამასახლისოვი ათეული წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს ზოგად ფიზიკაში, კვანტურ მექანიკაში, თეორიულ მექნიკაში, ატომბირთვის თეორიაში და სხვა. წლების მანძილზე იყო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ბირთვული ფიზიკის საპრობლემო საბჭოს თავმჯდომარე. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებიტა და მედლებით.

   დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — ნინო (ნუნუ) ნიკოლოზის ასული კეცხოველი (დ. 14 მაისი, 1909, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 27 თებერვალი, 1994, თბილისი).

ლიტერატურა:

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 244, თბ., 1994

გოჩა მამულაშვილი – დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს ქ. კასპში.

   1980–1985 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

   1989-1993 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი (სისხლის სამართლის მიმართულებით).

   1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სისხლის სამართლის მიმართულებით, თემაზე: ერთიანი დანაშაულის ცნება და ფორმები.

   1992 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის კათედრის ასისტენტი, 1996 წლიდან დოცენტი, ხოლო 2005-2008 წლებში კონკურსის წესით არჩეული სრული პროფესორი – სისხლის სამართლის მიმართულებით.

    2000 წელს მონაწილეობა მიიღო კორუფციასთან ბრძოლის პრობლემებზე ბუდაპეშტში ჩატარებულ რეგიონულ კოფერენციაზე.

   2007 წელს მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული სისხლის სამართლის ერთობლივი სახელმძღვანელოს გამოცემისადმი მიძღვნილ სემინარში.

   2008 წელს მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული სისხლის სამართლის ერთობლივი სახელმძღვანელოს გამოცემისადმი მიძღვნილ სემინარში.

   2008-2011 წლებში იყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის კონსულტანტი.

   2012 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

   გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები:

   2002-2003 წლებში იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გრანტის მონაწილე (სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის კომენტარი-ეკონომიკური დანაშაული), წიგნი გამოიცა 2004 წელს.

  2007-2008 წლებში იყო საქართველოს სამეცნიერო ეროვნული ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე (სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის კომენტარი- დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ) წიგნი გამოიცა 2008 წელს.

  2009-2011 წლებში იყო რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის მონაწილე: „ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოვლინებების კრიმინალიზაციისა და სამართალშეფარდების პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში“. წიგნი გამოიცა 2012 წელს.

  2000 -2012 წლებში გამოაქვეყნა სამეცნიერო შრომები და პუბლიკაციები: პასუხისმგებლობა სახელმწიფო დანაშაულისათვის (თანაავტორობით), პასუხისმგებლობა სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის (თანაავტორობით), დანაშაული სახელმწიფოსა და სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ (თანაავტორობით), ტერორიზმი, თსუ სიღნაღის ფილიალის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო შრომების კრებული (გამოშვება III) თსუ გამომცემლობა;

   საერთაშორისო დანაშაულის კოდიფიკაციის ზოგიერთი ასპექტი სახელმწიფოსა და სამართლის აქტუალური პრობლემები, საიუბილეო კრებული მიძღვნილი თსუ იურიდიული ფაკულტეტის 80 წლისთავისადმი.;

   პასუხისმგებლობა საერთაშორისო დანაშაულისათვის (თანაავტორობით); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, (თანაავტორობით);

   სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, თავი XIV,;

სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, სახელმძღვანელო, ორტომეული, რედაქტორი და თანაავტორი; სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, ეკონომიკური დანაშაული (თანაავტორობით); სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფისათვის, ჟურნალი მართლმსაჯულება და კანონი, #2 (9);

   სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (თანაავტორი), თ.წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი; სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, თ.წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი (თანაავტორი),თბილისი 2009 (ინგლისურ ენაზე);

   არაერთგზისი დანაშაულის ცნების საკანონმდებლო სრულყოფისათვის, ჟურნალი ცხოვრება და კანონი, 2009 N1;

   ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობა, ჟურნალი ცხოვრება და კანონი, 2010 #1;

ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოვლინებების კრიმინალიზაციისა და სამართალშეფარდების პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში, (თანაავტორი).

   საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 14 ივნისის N746 დადგენილებით არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით დამკიცებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს წევრად.

   

მენაბდიშვილი ელგუჯა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. 

მენაბდიშვილი პაპუნა ზაქარიას ძე – აკადემიკოსი. დაიბადა 1958 წლის 15 მარტს ქ. კასპში. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი

ჯემალ ლევანის ძე ნავროზაშვილი – დაიბადა 1940 წელს კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში. დაამთავრა თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილება (ა. თათარაძის ხელმძღვანელობით) 1960 წელს.

   1960 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის (ხელმძღვანლები ი. სუხიშვილი, ნ.რამიშვილი, ახლანდელი „ქართული ნაციონალური ბალეტი“) სოლისტი-მოცეკვავე. 1966 წელს მთიულური ცეკვების წარმატებით შესრულებისათვის ქართული ხალხური ცეკვის ინდივიდუალურ შემსრულებელთა III რესპუბლიკურ კონკურსზე ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. 1972 წელს ანსამბლის ხელმძღვანელობის დავალებით ქ. ლოძის (პოლონეთი) ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დადგა ქართული ცეკვები ზ. ფალიაშვილის ოპერაში „აბესალომ და ეთერი“. ანსამბლში მუშაობის პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ქართული ხალხური ცეკვის თბილისის სახელმწიფო სკოლა-სტუდიაში.

   გარდაიცვალა 2007 წლის 9 ივნისს ქ. თბილისში.

 

  ჯილდოები, პრიზები და პრემიები:

  • 1999 – ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1996 – ღირსების მედალი
    საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემის სახელოვნებო განათლების დარგში შეტანილი წვლილისათვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1985 – საქართველოს სახალხო არტისტი

   წყარო:

თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. – გვ. 703;

წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. – გვ. 395

  ნათაძე გრიგოლ იასონის ძე – ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი. მსოფლიო მედიევესტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში.

   დაიბადა 1878 წლის 16 იანვარს (ძველი სტილით) ტფილისის გუბერნიის, გორის მაზრის სოფელ კასპში, ტფილისის მოქალაქის – „ხალხოსანი“ იასონ ივანეს ძე ნათაძის ოჯახში. ეროვნებით ქართველი. სწავლობდა ტფილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, საიდანაც 1892 წელს გადავიდა ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.

   1898 წელს შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე; სწავლის დროს სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო 1901 და 1902 წლებში ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან.

    1902 წელს, სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში, თუმცა ერთი კურსის დასრულების შემდეგ, უსახსრობის გამო სწავლა მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. აძლევდა კერძო გაკვეთილებს, თანამშრომლობდა პრესაში; იყენებდა ფსევდონიმს – „გან-ბარიძე“. იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში; პოლიტიკური საბაბით იყო დაპატიმრებული 1905 წელს; ციხიდან გაათავისუფლეს ამნისტიით 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოცემის შემდეგ.

     1907 წელს ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

   ამავე წლიდან მუშაობდა პედაგოგად ტფილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში; მცირე ხნის შემდეგ, როგორც „პოლიტიკურად არასაიმედო“ პირს არ მისცეს მასწავლებლობის საშუალება ტფილისში და გადავიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. პარალელურად კითხულობდა ლექციებს „სახალხო უნივერსიტეტში“, იყო ქუთაისის დრამატიული წრის გამგეობის წევრი.

 1912 წელს დაბრუნდა ტფილისში, სადაც აგრძელებდა ლექციების კითხვას „სახალხო უნივერსიტეტში“.

   იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-), ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის წევრი (1917-).

      1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

     1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს, რომელიც ასევე ხელისმოწერით დაადასტურა 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე.

   1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროში უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარ გამგედ.

      1919 წლიდან კითხულობდა ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

   1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით. იყო სარედაქციო კომისიის მდივანი, განათლების, სამანდატო, სარედაქციო და საფინანსო კომისიების წევრი. არჩეული იყო დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად.

     1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას.

    1922 წლიდან 1926 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის დოცენტი. 1924 წლის 8 ივნისს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1926 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, მუშაობდა მსოფლიო ისტორიის და პედაგოგიურ ფაკულტეტებზე.1926-1950 წლებში იყო ჯერ ისტორიის კათედრის გამგე, შემდეგ შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე.

    1935 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, 1941 წელს – მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის სტატუსი, 1947 წელს კი – პროფესორის სამეცნიერო ხარისხი.

  შემდგომ წლებში, სხვადასხვა დროს მუშაობდა ამიერკავკასიის და საქართველოს  კომუნისტურ უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ინსტიტუტში, ცენტრალურ არქივში, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალში; იყო საქართველოს სსრ  მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

   გ. ნათაძე 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და მრავალი სტატიის ავტორი გახლავთ. გამოცემული აქვს წიგნები: „პირველყოფილი კულტურა“ (1920 წ.), „უძველეს საბერძნეთის ეკონომიური მდგომარეობა როგორც კილონის აჯანყების საფუძველი“ (1924 წ. სადოქტორო დისერტაცია შედგენილი სხვადასხვა გამოცემებიდან ამოკრეფილ წერილებისაგან), „საზოგადოებათმცოდნეობის მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის საკითხები“ (1931 წ.), „დასავლეთ ევროპის ფეოდალიზმის ისტორია“ (1933 წ. – სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის).

   გ. ნათაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისში, 1951 წლის 24 მაისს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

 

 წყაროები:

 ალ. ნამორაძე, პროფესორი გრიგოლ იასონის ძე ნათაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი 1959.

„საქართველოს დამფუძნებელი კრება. 1919“ (გამომცემელი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2017 წ.)

   ლევან (ლეო) იასონის ძე ნათაძე დაიბადა 1880 წლის 16 ივნისს (ძველი სტილით) ტფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ კასპში (სხვა ვერსიით – დუშეთის მაზრის სოფელ ალევში), ტფილისის მოქალაქის – „ხალხოსანი“ იასონ ივანეს ძე ნათაძის ოჯახში; ეროვნებით ქართველი. მე-4 კლასამდე სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო სკოლაში, შემდგომ თბილისის მესამე გიმნაზიაში – მე-8 კლასამდე.

   სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში; სტუდენტობის განმავლობაში სამჯერ იყო დაპატიმრებული სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის და ამავე მიზეზის გამო გარიცხეს უნივერსიტეტიდან.

   მოგვიანებით დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის პედაგოგიური (?) ფაკულტეტი.

  პარტიულ მუშაობაში ჩაერთო 1902 წლიდან; იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; პროპაგანდისტი – მუშათა წრეებში; ავრცელებდა პროკლამაციებს, ორგანიზებას უწევდა გაფიცვებსა და მანიფესტაციებს, წერდა მარქსისტული პრესისათვის (თავდაპირველად ჟურნალ „კვალში“) პუბლიცისტურ, კრიტიკულ და სამეცნიერო-პოპულარულ წერილებს „გეორგიელი ლეოს“, „ბას“ და „L“-ის ფსევდონიმებით.

1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში.

        1902 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ იყო პოლიტიკური საბაბით დაპატიმრებული და ორჯერ – თბილისიდან გასახლებული.

პარალელურად მუშაობდა მასწავლებლად.

       1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის დროებითმა მთავრობამ დანიშნა სამოსწავლო ოლქის კომისრად.

    ამავე პერიოდიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური ბეჭდვითი ორგანოების – გაზეთ „Борьба“-ს და „ერთობის“ რედაქტორი.

      1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

      1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო განათლების კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო, სარეგლამენტო და ხელოვნების კომისიების წევრი.

   1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

    ლეო ნათაძე ტიფით გარდაიცვალა 1922 წლის 3 თებერვალს, დილის 6 საათზე, თბილისში, ტიფის ეპიდემიის გამო.

    დაკრძალეს 6 თებერვალს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში; ლეო ნათაძის დაკრძალვა დიდ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად იქცა.

1930-იან წლებში ქალაქის ხელისუფლებამ ლეო ნათაძის ოჯახს მოსთხოვა მისი ნეშტის პანთეონიდან გადასვენება. ოჯახმა საფლავის კვალი მოშალა და დაარწმუნა ხელისუფლება, რომ მოთხოვნა შეასრულა.

    ლეო ნათაძის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყდა, შთამომავლებმა მამის საფლავიც ხელახლა აღადგინეს.

 

წყარო:

ი. ხვადაგიანი,  „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“ თბ., 2016.

https://firstrepublic.ge/ka/biography/157

ოთარაშვილი ვაჟა გიორგის ძე  – დაიბადა 1955 წლის 6 ნოემბერს ქ. კასპში. 1972 წელს წარჩინებით დაამთავრა კასპის მე-3 საშუალო სკოლა. 1977 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით. 1981-1985 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში. იგი ავტორია ათი სამეცნიერო შრომისა. 1982 წლიდან ვაჟა ოთარაშვილი მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. ამასთან, ვაჟა ოთარაშვილი ეწევა ლიტერატურულ მოღვაწეობასაც. არის პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. გამოცემული აქვს ლექსების სამი წიგნი: „ხილვადობა“ (1986 წ.), „თოვლისფერი ღამეები“ (1988 წ.), „გველის წელიწადი“. ქართულ ენაზე გამოსცა კარლ ბრანდლერ პრახტის წიგნი „ოკულტიზმი“. მისი ლექსები თარგმნილია ბულგარულ, რუსულ, ლიტვურ, ყაზახურ, აზერბაიჯანულ ენებზე. ეწევა ტელეჟურნალისტურ საქმიანობასაც. გადაღებული აქვს ტელეფილმები: „გზა ზეციური საქართველოსაკენ – ეკა ბეჟანიშვილი“, „მოწამეთა შვილები“, „ძნელია მისვლა გათენებამდის“, „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“ და სხვა. იყო მწერალთა დამოუკიდებელი ასოციაცია „გულანის“ ვიცე-პრეზიდენტი და გამომცემლობის დირექტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

დავით ონოფრიშვილი – ქართველი გეოგრაფი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

  დაიბადა 1961 წლის 8 იანვარს ქ. თბილისში. დავით ონოფრიშვილი სწავლობდა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ და 102-ე საშუალო სკოლებში. 1984 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. 1991 წელს დაამთავრა მოსკოვის სახალხო მეურნეობის პროგნოზირების ინსტიტუტის ასპირანტურა. 1994 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივი სკოლის (SIPA) მაგისტრატურა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სპეციალობით.

   1984-1991 წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 1992-1993 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტში. 1994-1995 წლებში ონოფრიშვილი მუშაობდა მსოფ­ლიო ბან­კის ექ­სპერ­ტ-­კონ­სტულ­ტანტად საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და წაგებიან საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროექტებზე.

   1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. იყო ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე. 1999-2000 წლებში ონოფრიშვილი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. იმავდროულად იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.

   2000-2002 წლებში ონოფრიშვილი არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი ფისკალურ საკითხებში. 2003 წელს გახდა ვანდერბილთის უნივერსიტეტის (ნეშვილი) ასოცირებული პროფესორი. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

   2009 წლიდან არის თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (კასპის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.

  2019 წლიდან არის სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. 

 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. – გვ. 264; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 282

ლევან დიმიტრის ძე რჩეულიშვილი – დაიბადა 1909 წლის 27 თებერვალს გორის მაზრის სოფელ ხოვლეში. ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი, ინჟინერი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954). ლევან რჩეულიშვილი ივანე ჯავახიშვილის დისშვილი იყო.

   საშუალო განათლება თელავში მიიღო. 1926 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურის განყოფილებაზე, რომელიც შემდეგ გადატანილი იქნა სამშენებლო ინსტიტუტში. 1932 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1936 წლიდან იყო ხელოვნების მუზეუმის „მეტეხის“ თანამშრომელი, 1941-1986 წლებში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1954-1986 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი. იკვლევდა შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას, XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას. ვ. ბერიძესა და ზ. ქურდიანთან ერთად გამოსცა წიგნი „თბილისი“ (რუს. ენაზე, მოსკოვი, 1951), არქიტექტურის ისტორიკოსთა ჯგუფთან ერთად მოამზადა მონოგრაფია „თბილისის მეტეხის ტაძარი“ (თბ., 1969); გამოკვლეული აქვს 1930-იან წლებში განადგურებული ე. წ. „გუბერნატორის სახლი“ (ახლანდელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე), საგანგებოდ შეისწავლა ძველი თბილისის სახე ე. ახვლედიანის შემოქმედებაში (ე. ახვლედიანის “ძველი თბილისი”, თბ., 1965).

   იყო საკავშირო კპ (ბ) წევრობის კანდიდატი (19.07.1945), წევრი (1947).

   დაჯილდოებული იყო „შრომის წითელი დროშის“ ორდენითა და მედლებით.

   გარდაიცვალა 1986 წლის იანვარში ქ. თბილისში.

 

ბიბლიოგრაფია:

  • ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები : ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები (თანაავტორი). – თბილისი, მეცნიერება, 1994. – 336 გვ.
  • Купольная архитектура VIIIX веков в Абхазии (ავტორი). – Тбилиси, Мецниереба, 1988. – 91с.
  • თელავი : ისტ.-ეთნოგრ. მიმოხილვა (ავტორი). – თბილისი, საბჭ. საქართველო, 1963. – 47გვ.
  • თიღვა : შარვანის დედოფლის თამარის აღმშენებლობა (ავტორი) // ნარკვევი XII ს. ხუროთმოძღვრებიდან. – თბილისი, 1960. – 111გვ.
  • Тбилиси (თანაავტორი). – Москва, Архитектуры и градостроительства, 1951. – 95с.

 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. – გვ. 758; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. – თბ., 2017.-გვ. 494; ჩუბინაშვილის ცენტრის ვებ გვერდი: gch-centre.ge

 

რჩეული ნაშრომები:

  1. ხიდი მდინარე ბესლეთზედ, XI-XII სს. კრებ. შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938 (ნ. ჩუბინაშვილის თანაავტორობით);
    2. ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია, Ars Georgica, 1, თბ.,1942;
    3. ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი, Ars Georgica, 2, თბ.,1948;
    4. საბა ტუსიშვილის სასახლე სოფელ ნინოწმინდაში, Ars Georgica, 3, თბ.,1950;
  2. „კოშკი სალხინოდ ნაგები“ (ორბელიანების კოშკი ვაშლოვანში), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXI, N1, 1958;
    6. XVII საუკუნის სასახლე ძაღინაში, Ars Georgica, 5, თბ.,1959;
    7. თიღვა, თბ., 1960;
  3. გრემი (ბუკლეტი),  თბ., 1961;
    9. თრიალეთის საერისთაოს X საუკუნის ერთი ძეგლი, Ars Georgica, 6 – A, თბ.,1963;
    10. თელავი, თბ., 1964;
  4. უსათაურო: ე. ახვლედიანის პეიზაჟების შესახებ. წგ., ე. ახვლედიანი, ძველი თბილისი,  თბ., 1965;
    12. დავით კაკაბაძე, თბ., 1966 (II გამოცემა 1983);
    13. რატ ერისთავთ-ერისთავიხ ნაგებობა თრიალეთის ახალქალაქში, Ars Georgica 7 – A, თბ.,1971;
  5. თრიალეთის ახალქალაქის ძეგლები (ტაშ-ბაში),  „ძეგლის მეგობარი“,  N36, 1974 წ.
    15. სერგო ქობულაძე, „საბჭოთა ხელოვნება“ N7, 1979;
    16. „კოხტა ღვთისმშობელი“, Ars Georgica, 8 – A, თბ.,1979;
    17. პართენოზ ხარჭაშნელის საგვარეულო საძვალე, Ars Georgica, 9 – A, თბ.,1987;
    18. Купольная архитектура VIII-X веков в Абхазии,Тб.,1988;
    19. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, თბ., 1994;
    20. ახალი ქართული ხელოვნების საკითხები, თბ., 1998.

საჩალელი ვლადიმერ დიმიტრის ძე  – მსახიობი, დაიბადა 1915 წლის 8 თებერვალს  კიროვაბადში. მამა დიმიტრი საჩალელი რკინიგზელი გახლდათ და აგრეთვე რკინიგზის თეატრში მსახიობად მოღვაწეობდა, ხოლო დედა მარიამ (მაიკო) ყარანაშვილი, დიასახლისი იყო.

   საშუალო განათლება თბილისში, შრომის მე-5 სკოლაში მიიღო, რომელიც 1937 წელს დაამთავრა. იმავე წელს ვ. საჩალელი სასწავლებლად თბილისის კინოსტუდიასთან არსებულ 4-წლიან კინო სკოლაში მოეწყო, რომელიც 1941 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც კინომსახიობად ჩაირიცხა. იმავე წელს გაიწვიეს დიდ სამამულო ომში. 1942 წელს მიღებული ჭრილობის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

   1943 წელს სტაჟიორად მიიღეს თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც 1948 წლამდე მოღვაწეობდა. ამავე წელს დაინიშნა კასპის კულტურის სახლისა და კინოთეატრის დირექტორად, სადაც დადგა: ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“, ავქ. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, დ. ერისთავის „სამშობლო“.

   1950 წელს მიიწვიეს მსახიობად სტალინირის (ცხინვალი) თეატრში. ხოლო 1951-53 წლებში მსახიობობასთან ერთად ამავე თეატრის დირექტორის თანამდებობაზე მოღვაწეობდა.

    ვლადიმერ საჩალელი ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როდესაც სცენაზე პირველად თბილისის რკინიგზელთა კლუბთან არსებულ დრამწრის წარმოდგენში მიიღო მონაწილეობა.  ითვლებოდა წამყვან მსახიობად. იგი ასრულებდა სხვადასხვა სახასიათო როლებს. შესრულებული აქვს 30-მდე როლი, მათ შორის: ლევან ხიმშიაშვილი დ. ერისთავის „სამშობლო“, ხადილა ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ (გადმოკეთებული ალ. შანშიაშვილის მიერ), პლატონ სამანიშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“ (გადმოკეთებული ჭ. გელეიშვილის მიერ), შუქრი ჯაფაროღლუ ი. მოსეშვილის „ჩაძირული ქვები“, მირანგულა გრ. ჩიტაიშვილის „მირანგულა“, ნეზნამოვი ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“, ვეტროვი ა. კორნეიჩუკის „ძახველის ჭალა“, ამხანაგი საშა ს. ჩეგლოვის „გამოქცევა“, გიორგი გიგაური ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, ავთანდილ რატიანი ვ. პატარაიას „სანაპიროზე“, გედეონ მოსიძე ვ. პატარაიას „უჩა უჩარდია“, სან მანი ცხაი-დიან-ჩუს „38 პარალელის სამხრეთით“, ნაპოლეონა კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“, დურმიშხანი ს. მთვარაძის „სურამის ციხე“, ზაქრო სანაკოევის „ვარდო“, გიორგი ნ. არეშიძის „მოულოდნელი შეხვედრა“ და სხვა.

     კინოფილმებში შექმნილი აქვს შემდეგი როლები: ინჟინერი ლეონტიევი კ/ფილმში „ორთაბრძოლა“, ექსპედიციის უფროსი „ოქროს ბილიკი“.

    დაჯილდოებული იყო მედლით: „გერმანიაზე გამარჯვებისთვის დიდ სამამულო ომში 1941-45 წწ“, „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-45 წწ.“

     1959 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.

     ვლადიმერ საჩალელი გარდაიცვალა 1986 წლის 1 ივნისს. მისივე თხოვნით დაკრძალულია კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის სასაფლაოზე.

სვანიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე  – ინჟინერი. დაიბადა 1908 წლის 20 აპრილს გორის მაზრის სოფელ ახალციხეში.

   დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1929 წელს; ამიერკავკასიის მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტი 1935 წელს.

1929-1931წწ. მუშაობდა უკრაინაში, „ტრანსსტროის“ სისტემაში; 1931 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ლიანდაგის სამსახურის საპროექტო ბიუროში უფროს ტექნიკოსად; იყო საპროექტო ინსტიტუტ „კავკაზტრანსპროექტის“ უფროსი ინჟინერი, ექსპედიციის უფროსი. 1939-1941 წლებში მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის და ირანის საზღვარზე დაპროექტდა „მიჯევან-ჯულფას“ ახალი რკინიგზა. 1941 წელს მივლინებული იქნა თეირანში საბჭოთა კავშირიდან სპარსეთის ყურემდე (ირანის გავლით) სარკინიგზო ხაზის გაყვანის ტექნიკური შესაძლებლობების შესასწავლად; მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლიდან  სათავეში ედგა საპროექტო ორგანიზაცია „ვოენვოსტტრანსპროექტს“, რომელსაც ევალებოდა  სამხრეთის ფრონტზე აღდგენითი სამუშაოების პროექტირება. 1952-1964 წლებში იყო ინსტიტუტ „კავგიპროტრანსის“ (ამიერკავკასიის სატრანსპორტო საპროექტო-საგამოკვლევო ინსტიტუტი) მთავარი ინჟინერი, ხოლო 1964-1974 წლებში დირექტორი. საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტი „კავგიპროტრანსი“ ემსახურებოდა ჩრდილოკავკასიის და ამიერკავკასიის რკინიგზებს. აქ მუშავდებოდა ახალი რკინიგზის ხაზების, სადგურების და კვანძების, ხიდებისა და საინჟინრო ნაგებობების, მეტროპოლიტენებისა და გვირაბების, შავი ზღვის კავკასიის სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოების, ელექტროფიკაციისა და ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, წყალსადენებისა და ტექნიკური ნაგებობების, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ნაგებობების პროექტები. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ინსტიტუტი ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საპროექტო საკვლევა-ძიებო ორგანიზაციად, რომლის კოლექტივსაც შეეძლო ტრანსპორტისა და სხვადასხვა დანიშნულების მსხვილი ობიექტების დაპროექტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაწყვეტა. მის სახელთან არის დაკავშირებული ინსტიტუტის თანამედროვე, თბილისში პირველი, მთლიანად შემინული 11 სართულიანი შენობის აშენება დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე. ნიკოლოზ სვანიშვილის ხელმძღვანელობითა და უშუალო ჩართულობით დაპროექტდა მრავალი ობიექტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მისი და მისი ინსტიტუტის, „კავგიპროტრანსის“ სახელს უკავშირდება თბილისის მეტროპოლიტენის დაპროექტება. 1974-1987 წლებში ნ. სვანიშვილი ხელმძღვანელობით დაპროექტდა კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზა, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე რთული და მასშტაბური პროექტი იყო, თუმცა დაწყებიდან მალევე  მშენებლობა შეჩერდა. იყო არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. თბილისში, დიდ დიღომში, ერთერთი ქუჩა ატარებს ნიკოლოზ სვანიშვილის სახელს.

   საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1959 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულებით დაჯილდოვდა  საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

   მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება.

   გარდაიცვალა 1998 წლის 24 დეკემბერს.

   წყაროები: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. – თბ., 2017.-გვ. 507.

   http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012983/ 

სულუაშვილი კახა – მწერალი, პოეტი, სცენარისტი. დაიბადა 1968 წლის 25 თებერვალს ქ. თბილისში. წარმოშობით არის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდიდან. 1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

   1987 წელს დაწერა თავისი პირველი რომანი, „თბილისს ვტოვებ ალიონზე“, რომელიც 1992 გამომცემლობა „მერანის“ მიერ, 35 000 ტირაჟით გამოიცა, უმალვე იქცა ბესტსელერად და დიდი მოთხოვნის გამო, სხვადასხვა დროს, კიდევ 5-ჯერ გამოქვეყნდა. კახა სულუაშვილი, როგორც მსახიობი, გადაღებულია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1996 წელს წარმოებულ მხატვრულ ფილმში – „ნისლა“ (კომკავშირის მდივანი) და საავტორო სატელევიზიო მრავალსერიან მხატვრულ ფილმში – „ვარდენის ევოლუცია“ (ტვ მე-9 არხის ნაწარმოები, 2012), რომლის სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერიც თავად გახლავთ; როგორც სამხედრო (უფროს ოფიცერთა შემადგენლობა), 1992 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში.
   1992 და 2008 წლებში, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში (ორივე შემთხვევაში ქვედანაყოფის მეთაური), არის ომის ვეტერანი. 2022 წელს დაჯილდოვდა III ხარისხის მედლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის.

 

   ბიბლიოგრაფია:

 

  • თბილისს ვტოვებ ალიონზე. რომანი (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1992 წ. – 200 გვ.
  • თბილისს ვტოვებ ალიონზე. რომანი (ავტორი). – თბილისი, ლეგა, 2002 წ. – 421 გვ.
  • როცა ერთაწმინდაში თოვს : რომანი (ავტორი). რედაქტორი გრ. თარაშვილი. თბილისი, ლეგა, 2006 წ. 236 გვ.
  • თბილისს ვტოვებ ალიონზე : რომანი ; როცა ერთაწმინდაში თოვს : (რომანი). რედაქტორი გრ. თარაშვილი.   – თბილისი, ლეგა, 2008 წ. 428 გვ.
  • ლახტის პრინციპი : რომანი (ავტორი). – თბილისი, ლეგა, 2011 წ. 216 გვ.
  • სეკუნდანტი: რომანი (ავტორი). თბილისი. 2014 წ.
  • მთავარი ფერი ანუ შეიარაღებული სამიზნე: დეტექტიური რომანი (ავტორი). – თბილისი, 2016 წ. 494 გვ.
  • ბევრი მივლია: ლექსები. თბილისი, გამომცემლობა „ლითერასი“. 2017 წ.
  • ყოფნა არ ყოფნის: ლექსები (ავტორი). – თბილისი, შპს „თამარიონი 2002“, 2021 წ. 122 გვ.
  • თბილისს ვტოვებ ალიონზე; როცა ერთაწმინდაში თოვს: რომანები (ავტორი). – თბილისი, შპს „თამარიონი 2002“, 2023 წ. 360 გვ.
  • ლახტის პრინციპი: სეკუნდანტი: რომანები (ავტორი). – თბილისი, შპს „თამარიონი 2002“, 2023 წ. 188 გვ.
  • მხიარული მოთხრობები: (პროზა), თბილისი, გამომცემლობა „ლითერასი“.

ესტატე ზაქარიას ძე ტატანაშვილი (დ. 20 აგვისტო, 1902, გორის მაზრის სოფ. ახალქალაქი, დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 30 სექტემბერი, 1958) — ავიაციის გენერალ–მაიორი. წითელი დროშის 4 და ლენინის 2 ორდენის კავალერი. სკკპ-ის წევრი 1927 წლიდან.

    1941 წელს იყო მე-60 შერეული საავიაციო დივიზიის მეთაური, 1942–1945 წლებში — 234–ე ავიაგამანადგურებლების დივიზიის მეთაური. 1944 წლის 19 აგვისტოს მიენიჭა ავიაციის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

ქებაძე ბესარიონ დავითის ძე – დაიბადა 1922 წელს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში. გრიმიორი. დაჯილდოებულია მედლებით: „გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, „კავკასიის დაცვისათვის“, „ლენინგრადის დაცვისათვის“. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობას იწყებს 1955 წლიდან. მაშინ არც უფიქრია თუ კინო ასეთ დიდ ადგილს დაიკავებდა მის ცხოვრებაში. აღარ უძებნია სხვა გზები. 30 წელი შეალია მხატვარ-გრიმიორის რთულსა და მნიშვნელოვან საქმიანობას. პირველად მოწაფედ მიიღეს საგრიმო ხელოვნების დიდოსტატებმა: ზაალ ურიგაშვილმა, სტიოპა ხადურმა, გრიშა მხეიძემ; შეაყვარეს გრიმიორის ხელოვნება. მოკლე ხანში მხატვარ-გრიმიორის კვალიფიკაცია მიიღო. აქვე გამოვლინდა მისი ხელწერა და სტილის თავისებურება, რამაც განსაზღვრა მისი შემოქმედების ორიგინალობა. მხატვარ-გრიმიორად იმუშავა 40-მდე ფილმზე: „ორი ოჯახი“ (1958), „ნინო (1959)“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (1960), „ენგურის ნაპირებზე“ (1961), „ალავერდობა“ (1962), „ვინ შეკაზმავს ცხენს“ (1963), „ხევსურული ბალადა“ (1965), „მიხა“ (1965), „მაცი ხვიტია“ (1966), „ვედრება“ (1968), „ტარიელ გოლუა“ (1968), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1969), „წყალდიდობა“ (1970), „დიდი ხნის წინათ“ (კინონოველა „ეპისკოპოსი ნადირობაზე“ (1971), „მხიარული რომანი“ (1972), „თეთრი ქვები“ (1972), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975), „ცვლა მოდის“  და სხვა.

    გარდაიცვალა 1990 წლის ოქტომბერში.

 

წყარო: ჟურნალიახალი ფილმები“ – 1975 წლის N11. სტატიის N1062-. ავტორი . გვენცაძე.

ქეშელაშვილი ომარ გრიგოლის ძე – ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი. დაიბადა 1941 წლის 9 ივლისს ქ. თბილისში.

  დაამთავრა საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი 1963 წელს.

 1966 წლიდან მუშაობდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში: უფროს მეცნიერ – თანამშრომლად, სექტორის გამგედ, დირექტორის მოადგილედ, დირექტორად; 1968 წელს დაიცვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1978 წელს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; მისი სადოქტორო დისერტაცია აღიარებულ იქნა ახალ მეცნიერულ მიმართულებად მიწათმოქმედების ქიმიზაციის ეკონომიკური შეფასების სფეროში, რომლის დროსაც, ინოვაციური მიდგომის სახით, ავტორმა გამოიყენა ინფორმაციული ტექნოლოგიების შესაძლებლობები. მინიჭებული აქვს პროფესორის სამეცნიერო წოდება.

 1991-2011 წწ. 20 წლის განმავლობაში იყო მის მიერვე დაფუძნებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის – საქართველოს ბიზნესის უნივერსიტეტის რექტორი; 2011 წლიდან დღემდე არის ამ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული შპს – ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი; 2007-2011 წწ. ახლად დაფუძნებული სსიპ აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის ჯერ დირექტორი, ხოლო შემდეგ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2008 წლიდან მის მიერვე დაფუძნებული საერთაშორისო, რეფერირებული, სამეცნიერო – მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ჟურნალის „აგრარულ – ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიების“ სარედაქციო – სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი რედაქტორი; თავისი გამოკვლევებით ახალი მიმართულებები შექმნა ქართულ აგრარულ-ეკონომიკურ მეცნიერებაში; მან პირველმა დაამუშავა საკმაოდ სპეციფიკური მეთოდიკა, კომპიუტერული პროგრამით და მასზე დაყრდნობით მოგვცა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ქიმიური საშუალებების გამოყენების ეკონომიკური შეფასება და მისი მეცნიერული საფუძვლები, ზონალური თავისებურებების გათვალიწინებით; საფუძველი ჩაუყარა ფერმერულ მეურნეობებში სამეურნეო რისკის მართვის პრობლემების კვლევას და პირველმა (2008-2009) დაადგინა რისკის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ძვრები და უკუგების ოპტიმალური დონეები, ფერმერული მეურნეობებისთვის ზონალური თავისებურებების გათვალისწინებით; 2009 წელს საქართველოს ტერიტორია სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის თვალსაზრისით დაიყო 13 ზონად და 8 ქვეზონად; 2019 წელს, საწარმოო პროცესების ინტეგრაციის განვითარებისდაკვალად, რამაც გამოიწვია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ფუნქციური დაახლოება და დაკავშირება, მან ამ სქემაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და იგი 1950 წლიდან მოყოლებული თითქმის 70 წლიან პერიოდში, პირველად მოერგო კვების მრეწველობის განვითარებას; 1980 წლიდან წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში; აღზრდილი ჰყავს 31 ასპირანტი და დოქტორანტი; მიღებული აქვს მონაწილეობა 5 მსოფლიო კონგრესში; გამოქვეყნებული აქვს 1050 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 230 წიგნი, აქედან 53 მონოგრაფია, 9 სახელმძღვანელო, 136 ბროშურა, 275 საგაზეთო სამეცნიერო – პუბლიკაციური ნაშრომი, სულ სამეცნიერო და სამეცნიერო – პუბლიკაციურ ნაშრომთა რაოდენობა შეადგენს 1325. 2013 წელს მიენიჭა აგრარულ სფეროში „წლის საუკეთესო მეცნიერის“ საპატიო წოდება ეკონომიკის დარგში, 2018 წელს დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელით უმაღლესი განათლების და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო – საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

  არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (1995-), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1994-).

   1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ქსოვრელი გრიგოლ მაკარის ძე – დაიბადა 1920 წელს ქ. თბილისში მაკარ ქსოვრელისა და ელისაბედ ბერიაშვილის ოჯახში. 1927 წელს იგი შედის თბილისის რკინიგზის მე-4/5 სკოლაში. ის ბავშვობიდანვე გაიტაცა მუსიკამ. ოჯახში ჰქონდათ სალამური, დიდი, მანდალინა, გიტარა და ფანდური. იგი ბავშვობიდანვე ცდილობდა თვითონ, პედაგოგის გარეშე, დაუფლებოდა სხვადასხვა საკრავებზე დაკვრას. მამა სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა მის გატაცებას, ვინაიდან ძალიან გამხდარი იყო და ეშინოდა სასულე ინსტრუმენტებს არ შეერყია მისი ჯანმრთელობა, მაგრამ ვერაფერს გახდა. 1933 წელს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა გრიგოლმა, სკოლაში ერთდროულად ორი მუსიკალური კოლექტივი ჩამოაყალიბა – სიმებიან საკრავთა ორკესტრი და სიმღერის გუნდი. ამ ორივე ანსამბლით ის წარმატებით გამოდიოდა სასკოლო ოლიმპიადებში. 1934 წელს კი სკოლაში მაესტრო ოსიპოვის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სასულე ორკესტრი, სადაც გრიგოლი პირველ ალტზე უკრავდა.
   1935 წელს გრიგოლმა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბავშვთა ანსამბლი ჩამოაყალიბა, კონსულტანტად კი მიხეილ სუქიასოვი მიიწვია, რომელმაც დუდუკზე დაკვრის ყველა წესს აზიარა. ორი წლის შემდეგ ანსამბლმა უკვე მიიქცია ყურადღება, ერთ-ერთი კონცერტის ჩატარებისათვის ის მანდილით, გიტარით, ლენინისა და სტალინის სურათებით დააჯილდოვეს. სკოლის დამთავრებისთანავე კი ოფიციალურად გააფორმეს ანსამბლის ხელმძღვანელად და ხელფასიც დაუნიშნეს.
    გრიგოლი პირველი დღეებიდანვე წავიდა სამშობლოს დასაცავად და უკან 1943 წელს დაბრუნდა, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდი (მძიმედ დაიჭრა ხელში). იმავე წელს მან ორკესტრის ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა პლეხანოვის კლუბთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. 1944 წლიდან ის საქართველოს მილიციის სამმართველოს მედუდუკეთა ანსამბლის ხელმძღვანელად ინიშნება.
1949 წელს გრიგოლი ჯანო ბაგრატიონთან ერთად აყალიბებს საესტრადო ანსამბლს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ორივე ერთად გადადის სოხუმის ფილარმონიაში. 1953 წელს ის უკან ბრუნდება თავის ქალაქში და მუშაობას აგრძელებს სახელმწიფო ფილარმონიაში, სადაც ერთდროულად რამდენიმე ამპლუაში გამოდის – მუსიკოსის, მომღერლის, სახასიათო და კომიკური ცეკვების შემსრულებლის. 1957 წელს გრიგოლი რკინიგზელთა სახლში აყალიბებს საესტრადო ანსამბლს.
   1962 წელს გარდაიცვალა მეტად ნიჭიერი მედუდუკე და მომღერალი ხაჩიკ ტალგაუკოვი, რომელიც 1936 წელს ჩამოყალიბებულ მედუდუკეთა ანსამბლს ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა ახალი ანსამბლი „სოინარი“. აი რას გვამცნობს ალ. ბარნოვი, ქართული ხალხური ფოლკლორის მოამაგე, დუდუკზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი თავის წიგნში  – „ძველი თბილისის მუსიკოსები“,  – „ხ. ტალგაუ-კოვის გარდაცვალების შემდეგ მისი დასტის წევრები საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი მიხეილ ადამაშვილი, ვლადიმერ არჩვაძე და ამირან ძიძიგური კვლავ განაგრძობენ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას მედუდუკეთა ანსამბლ „სოინარში“, რომელიც ჩამოყალიბდა წლების მანძილზე მედუდუკეთა დასტების ხელმძღვანელისა და ქართული ხალხური მუსიკის კარგი მცოდნის გრიგოლ ქსოვრელის ინიციატივით. მათთან ერთად ანსამბლში მონაწილეობს ახალგაზრდა ნიჭიერი მედოლე-მომღერალი ოთარ ჯანეზაშვილი. მათთან ერთად იყო აგრეთვე მიხეილ ბებერაშვილი (დასტის პირველი შემადგენლობა).
   1972 წლის თებერვალში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა გრანდიოზული საღამო, რომელიც „სოინარის“ ათი წლისთავის იუბილეს მიეძღვნა. ამ კონცერტზე პირველად მოხდა დუდუკის და ფორტეპიანოს ბგერების შერწყმა, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა. შესრულდა კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილის სიმღერები. ფორტეპიანოზე აკომპანიმენტს თვითონ კომპოზიტორი უკეთებდა, რომელსაც ამ დასთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა. სწორედ მან შესთავაზა გრიგოლს „სოინარი“ სახელად. „სოინარი“ ხომ ძველი ქართული ჩასაბერი ინსტრუმენტია, რომელიც ერთად შეტყუპებული ხუთი ლერწმის ღეროსაგან შედგება.
  იმ საღამოზე „ქართული მელოდიები“ შეასრულა ახალგაზრდა მედუდუკეთა ანსამბლმა ზ. მერებაშვილის, ა. პაპიაშვილის, ჯ. მუხიგულაშვილის, ნ. არჩვაძისა და ს. მირუაშვილის შემადგენლობით, ეს მათი პირველი გამოსვლა იყო. კონცერტზე მონაწილეობა მიიღო აგრეთვე თენგიზ ზაალიშვილმა.
   1974 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფერადი 2 ნაწილიანი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი „მოგონება“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი ლ. თაქთაქიშვილი, ოპერატორი თ. ლომიძე). მხატვარ ნიკოლოზ იგნატოვის ცნობილი ფრესკა „ფიროსმანი“ და მუსიკალური თანხლება, ანსამბლ „სოინარის“ მიერ შესრულებული ქალაქური მოტივები, ეკრანზე აცოცხლებს ძველი თბილისის სურათებს.
   1979 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საფუძველი ჩაეყარა პირველ „თბილისობას“, ტარიელ ნაცვლიშვილი უკვე კლუბ „ქართული დუდუკის“ პრეზიდენტი იყო. სწორედ მისი ინიციატივით მოეწყო მეორე დღეს გრანდიოზული საღამო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელშიც მედუდუკეთა ექვსი კოლექტივი მონაწილეობდა. მედუდუკეთა ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ესტრადაზე ერთმანეთს ეცილებოდნენ ჩვენი მედუდუკეები ვირტუოზულობის გამოჩენაში.
გრიგოლის მოღვაწეობის პერიოდში ანსამბლს დიდი წარმატება ხვდა წილად, მას მრავალგზის ჰქონდა მინიჭებული ფესტივალის ლაურეატის წოდება, მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები. თვითონ გრიგოლი 1978 წელს დაჯილდოვდა „შრომის ვეტერანის“ მედლით, 1980 წელს კი მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება. 1980 წელს გაიმართა გრიგოლ ქსოვრელის 60 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო საღამო. სწორედ ამ საღამოს მიეძღვნა მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილი ვაჟა აზარაშვილის სიმღერა – „ქსოვრელები მღერიან“. 1985 წელს ერევანში ჩატარებულ მუსიკალურ კონკურსში, თბილისი-ბაქო-ერევანი, „სოინარმა“ პირველი ადგილი აიღო, ხოლო ქსოვრელმა – პირველი ხარისხის დიპლომი და ნარდი (საჩუქრად).
   გრიგოლ ქსოვრელი საკომპოზიტორო საქმიანობასაც ეწეოდა, ის მრავალი სიმღერისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. გრიგოლის მიერ არის გახმოვანებული ფილმები: „მაია წყნეთელი“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „ქალაქი ანარა“, „წყალდიდობა“, „დაბრუნებული ღიმილი“, „ფიროსმანი“, „ლონდრე“, „ბებერი მეზურნეები“, „მთვარის მოტაცება“ და „მზე შემოდგომისა“.
   მან საქართველოს საზღვარსაც გადააბიჯა. „სოინარის“ მიერ შესრულებული ქართული დუდუკის ჰანგები აჯადოვებდა საზღვარგარეთელ მსმენელებს და მუსიკოს სპეციალისტებს. ანსამბლი მიწვეული იყო აგრეთვე ავსტრიაში და გერმანიაში კომპაქტ-დისკის ჩასაწერად. 1971 წელს გადაიღეს ფილმში „გამარჯვება საქართველო“ (ესტონეთი). მან გაახმოვანა სატელევიზიო მხატვრული ფილმი „ალი ბაბა და 40 ყაჩაღი“ (ქართული ტელეფილმის, სლოვაკეთის ტელევიზიისა და გფრ სტუდია  TV 2000 ერთობლივი ნაწარმოები, 1989 წ. ფერადი, 14 ნაწილი, დამდგმელი რეჟისორი ზ. კაკაბაძე). გრიგოლ ქსოვრელმა „დუდუკის“ –  ამ მანამდე ნაკლებად პრესტიჟული ინსტრუმენტის ჭეშმარიტი ხიბლი და გემო მიიტანა თითოეულ მსმენელთან.
   გრიგოლ ქსოვრელი 1994 წელს გარდაიცვალა. ამ წლიდან ანსამბლ „სოინარს“ ელდარ (გიორგი) შოშიტაიშვილი ჩაუდგა სათავეში. ბატონ გრიშას ჰყავს ორი ქალიშვილი მეგი და ბელა.

 

ლიტერატურა:

წიგნი „ქართული დუდუკის ნაკვალევზე. მედუდუკეთა ანსამბლი „სოინარი“. ნინო ნაცვლიშვილი. 2005 წ. თბილისი. 16 გვერდი.
სტატია „დუდუკს ვაკვნესებ“ (გაზეთი „კომუნისტი“, 1972 წლის თებერვალი), ავტორი ზურაბ რცხილაძე,

სტატია „მუსიკის ტრფიალი“ (გაზეთი „ფანტაზია“ 1994 წლის მარტი), ავტორი მანანა ბეგიაშვილი.

სტატია „დუდუკის ჰანგები“ (გაზეთი „სოფლის ცხოვრება“, 1994 წლის ივნისი), ავტორი მანანა ბეგიაშვილი,

სტატია „ქსოვრელები მღერიან“ (გაზეთი „კვირის პალიტრა“ 2002 წლის ივნისი), ავტორი მანანა ბეგიაშვილი,

სტატია „ქსოვრელები“ (გაზეთი „ქალთა გაზეთი“, 2003 წლის ივლისი, ავტორი მანანა ბეგიაშვილი.

გივი შაველაშვილი – ინჟინერი, მეცნიერი. დაიბადა 1942 წლის 10 ნოემბერს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1966 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1973 წელს. 

  1966-1970 წწ. მუშაობდა ტრესტ „საქელექტრომონტაჟის“ გამშვებ-მომწესრიგებელი სამმართველოში ინჟინერად, უფროს ინჟინერად; 1970-1973 წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასპრანტურაში; 1970-1976 წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1976 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი: 1976-2009 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; 1996-1999 წწ. „თელასი“, გლდანიენერგოს დირექტორის მოადგილე, მთ. ინჟინერი; 1999-2001 წწ. „ეი-ეს თელასი“, სტრატეგიული პროექტების განყოფილების მენეჯერი; 2001-2005წწ. ბიზნეს ცენტრი „ისანი“ : 2001-2004 წწ. მენეჯერი, 2003 – 2004 წწ. ტექნიკური აუდიტორი; 2004-2005 წწ. ტექნიკური პირობების გაცემისა და პროექტირების სამსახურის უფროსი; 2005-2010 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი; 2010-2014 წწ. სს „თელასი“ ტტ და ნსი სამსახურის უფროსი; 2014 წლიდან სს „თელასი“ ტტ და ნსი ჯგუფის უფროსი; 2009-2016 წწ. ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. არის 50 – მდე  სხვადასხვა ხასიათის სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გამოქვეყნებულლი აქვს 2 სახელმძღვანელო, მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და ნაშრომი დაიცვა 2 დოქტორანტმა და რამდენიმე მაგისტრანტმა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2016). ენერგეტიკოსი.

    წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვებგვერდი: my.gtu.ge

შარიფაშვილი ტარიელ ვალერიანის ძე – დაიბადა 1960 წლის 20 დეკემბერს სოფელ ზემო ხანდაკში. 1977 წელს დაამთავრა სოფელ ზემო ხანდაკის საშუალო სკოლა. 1979-1980 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დამთავრებული ჰქონდა თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სწავლას განაგრძობდა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

   1991 წლის 5 აპრილს ჩამოყალიბდა ეროვნული გვარდიის კასპის ასეული. ახალი ქვედანაყოფის მეთაურად დაინიშნა ტარიელ შარიფაშვილი. ამავე წლის 22 აგვისტოს, ასეულის ბატალიონად გადაკეთებასთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის სარდლის ბრძანებით დაინიშნა ბატალიონის მეთაურად.

   1992 წლის 7 იანვარს ტარიელ შარიფაშვილი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებით რწმუნებულად კასპის რაიონში.

   ამავე წლის 7 თებერვლიდან კი, რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, დაეკისრა კასპის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

   1993 წლის მარტში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის რეგიონების მართვის სამსახურის კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაამტკიცეს კასპის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ.

   1992 წლის 13 მაისს ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად შევიდა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე.

   1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ბრძოლის დაწყების პირველივე დღეს, ჩაება საბრძოლო მოქმედებებში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვაში. როგორც მეთაური და მებრძოლი, გამოირჩეოდა სიმამაცითა და განსაკუთრებული, გამორჩეული ბუნებრივი ალღოთი.

   თავდადებით იბრძოდა ქართული ჯარის შექმნისა და აღორძინებისათვის. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში უნარიანად სარდლობდა შენაერთებს. იყო რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე. მთელი თავისი ენერგია და უნარი მოახმარა ეროვნული შეიარაღებული ძალების განვითარებას, კასპის რაიონში საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებასა და ცხოვრების ნორმალური რიტმის შენარჩუნებას, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების განმტკიცებას.

   მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება „გვარდიის პოლკოვნიკი“.

   დაიღუპა 1993 წლის 25 სექტემბერს ქ. სოხუმში, სარკინიგზო სადგურის ტერიტორიის დაცვის დროს, უშუალოდ საბრძოლო მოქმედების ეპიცენტრში.

   დაიკრძალა 1993 წლის 2 ოქტომბერს მშობლიური სოფლის – ზემო ხანდაკის – სასაფლაოზე.

   კასპის რაიონის გამგეობის 1993 წლის 1 ოქტომბრის განკარგულებით დაკმაყოფილდა ზემო ხანდაკის სოფლის საკრებულოს 1993 წლის 29 სექტემბრის პირველი მოწვევის მეცხრე სესიის გადაწყვეტილება  და საშუალო სკოლას, სადაც ტარიელ შარიფაშვილი სწავლობდა ეწოდა გმირულად დაღუპული მეთაურის სახელი.

   ქ. კასპის საკრებულოს განკარგულებით, ქ. კასპში კალინინის ქუჩას ეწოდა ტარიელ შარიფაშვილის სახელი.

   ტარიელ შარიფაშვილის ხანმოკლე და ტრაგიკულ სიცოცხლეს, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწეობას ეძღვნება ქართველი ჟურნალისტისა და მწერლის, ბატონ ლერი მუსხელაძის დოკუმენტური მოთხრობა „სამიზნეზე შემომჯდარი ბედისწერა“.

    საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის ბრძანებულებით დაჯილდოებულია (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. ჯილდო შარიფაშვილის ოჯახს 1993 წლის 17 დეკემბერს გადასცა საქართველოს თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა.

   ჰყავს მეუღლე – ლია გოგიაშვილი და ქალიშვილი – თამარი.

ნუგზარ შატაიძე – ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი.

ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. დედა — ელენე, ხიზამბარელების ოჯახიდან იყო; მამა — ვახტანგ შატაიძე; მეუღლე — ელისაბედ ყვავილაშვილი, შვილები — ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი.

ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო.

   მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში – ინჟინრად, გაზეთ „ლელო“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.

დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი.

    მისი პირველი მოთხრობა თეთრი ყვავილები დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“. 1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“. არის მრავალი მხატვრული („გაღმა ნაპირი“ და სხვ.) და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ „ცხელი ძაღლის“ სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.

   გარდაიცვალა 2009 წლის 10 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონში.


გამოცემული წიგნები:

  • მოთხრობები, თბ. მერანი, 1979
  • მოლხინო, თბ. მერანი, 1986
  • სოფლის ძველი სახლი (მოთხრობები), რედ.: ლია არაბიძე, თბ. მერანი, 1990
  • ელიქარი (მოთხრობები), რედ.: ნინო ახალკაცი; მხატვარი გოგი წერეთელი, თბ. მერანი, 1996
  • ხელეური, რედ.: გივი ალხაზიშვილი, მხატვარი თენგიზ მირზაშვილი, თბ. მერანი, 1998
  • მოთხრობები, რედ.: დათო აბულაძე ; მხატვარი ზურაბ მიმინოშვილი, თბ. საარი, 2001, 
  • ნოემბრის წვიმა (ნოველები, მინიატურები, მოთხრობები, რადიოპიესები), რედ.: ელისაბედ ყვავილაშვილი ; მხატვარი კარლო ფაჩულია, თბ., 2004
  • ევროპაში რა მინდოდა, რედ.: არმაზ ბურნაძე, თბ. არეტე, 2004,
  • პურის მოთხრობა, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005, 
  • ტრამვაი N7 (მოთხრობები; რადიოპიესები), რედ.: არმაზ ბურნაძე, თბ. საარი, 2005, 
  • გაღმა ნაპირი (მოთხრობები), სარედ. ჯგ.: ზურაბ აბაშიძე, მანანა ჯანელიძე, ირმა ხარშილაძე, თბ. პალიტრა L, 2010, (ქართული პროზის საგანძური, ტ. 31), 
  • შეხვედრა (რჩეული), თბ. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2010,

სცენარის ავტორი:

  • გაღმა ნაპირი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ( 2008)
  • მიახლოება, სცენარის თანაავტორი რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილთან ერთად, (1989).
  • პეიტარი ( 1988)
  • ლომა ( 1987)
  • მევლუდი ( 1985)

რადიოდადგმები:

  • მეკვლე
  • დაჭრილი წერო
  • დაბრუნება

გადაღებულია ფილმებში:

  • შუშის ნამსხვრევი (2003)
  • პეიტარი (1988)
  • ხარება და გოგია (1987)

პრიზები და ჯილდოები: 

  • მწერალთა კავშირის პრემია (1995–1996)
  • სახელმწიფო პრემია (1996)
  • ღირსების ორდენი
  • „ილიას ფონდის“ პრემია
  • პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (გაღმა ნაპირი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი) გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე  (საფრანგეთი) — 2009
  • ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ წიგნისათვის „ნოემბრის წვიმა“ — 2005

გიორგი ივანეს ძე შატბერაშვილი (დ. 14 აპრილი [ძვ. სტ. 1 აპრილი], 1910, თბილისი — გ. 14 აპრილი, 1965, იქვე) — ქართველი პოეტი და დრამატურგი.

  მამა — ივანე შატბერაშვილი სათავადაზნაურო საკრებულოში ბიბლიოთეკარ-არქივარიუსი იყო. დედა — თამარ გიორგის ასული გოგიბედაშვილი გენეტიკურად გიორგი სააკაძეს ენათესევებოდა. მოგვიანებით დედისა და მამის სახეები მწერლის მოთხრობებში მარადიულობის სიმბოლოებად იქცა. ისინი იყვნენ ახალი პიროვნების დაბადებისა და ღირსეულ კაცად ჩამოყალიბების საწყისი და საფუძველი. პატარა გიორგი ხშირად სტუმრობდა ბებიასა და პაპას კასპის რაიონის სოფელ თვალადში, რომლებიც მუდმივად იქ ცხოვრობდნენ. გიორგის ბავშვობის საუკეთესო მოგონებებიც თვალადთან იყო დაკავშირებული. ჭერმისფერი კრამიტით დახურული შატბერაშვილების ძველი სახლი იდგა მდინარეების — კავთურასა და გუდალურას შესართავთან. გიორგი ისმენდა დარბაისლურ ქართულს, აქედან შეჰყურებდა კატაურასა და ძლევის ქედს, ხან მზით გაჭახჭახებულს და ხან თოვლიანს. ამიტომაც ადრეული ასაკიდან გამოჰყვა განსაკუთრებული ლტოლვა მზისა და თოვლისადმი, რაც შემდეგ მისი შემოქმედების „გულისგული“ გახდა. სოფლიდან სასწავლებლად პატარა გიორგი თბილისში გადავიდა. კავთისხევის სადგურამდე საყვარელმა ბიძამ, სანდრო ქვლივიძემ გააცილა. მას მამალხინესაც ეძახდნენ, რადგან ქარაგმული სიტყვების ჩაწერა და მათი გამოყენება იტაცებდა.

   ივანე და თამარ შატბერაშვილებს ოთხი შვილი ჰყავდათ: ნატალია (ნატო), გიორგი, ლევანი და შოთა. ლევანი თბილისის მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი და რეჟისორი გახდა, შოთამ ინჟინრობა აირჩია, გიორგიმ კი — მწერლობა. გიორგი შატბერაშვილი სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1928 წელს, მან სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ ისტორიამ უფრო გაიტაცა და უნივერსიტეტი 1932 წელს ისტორიკოსის დიპლომით დაამთავრა. გიორგი შატბერაშვილმა მოწაფეობაშივე გამოავლინა პოეტური ნიჭი და დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს გაზეთ „მოწაფის ხმაში“, რომლის რედაქტორი შოთა ძიძიგური იყო.

   გიორგი შატბერაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წლიდან. მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს. ახალგაზრდა მწერალი აქტიურად ჩაება ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში. სიჭაბუკეშივე ბედი სცადა დრამატურგიაში. დაწერა პიესა „დუშმანი“, რომლითაც დაინტერესდა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი. 1934 წელს მან ხსენებული პიესა რეჟისორ შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა კომპოზიტორმა იონა ტუსკიამ, მხატვარი იყო გიორგი სიდამონ-ერისთავი. 1933 წელს გიორგი შატბერაშვილმა დაწერა ლექსი „წერილი ახალგაზრდობას“, რომელიც პიესა „დუშმანთან“ ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, კერძოდ, ალმა-ათაში გადასახლების მიზეზი. იგი გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში, თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება.

   გადასახლებიდან დაბრუნებული გიორგი შატბერაშვილი გაემგზავრა კასპის რაიონში. რვა წლის განმავლობაში (1936-1944) ცხოვრობდა კავთისხევში, თვალადში (შატბერაშვილების უბანში).

   სოფლებში ქვემოჭალაში, კავთისხევში და კასპში ასწავლიდა ქართულ ენას, ლიტერატურას, რუსულ ენასა და ისტორიას. ამავე დროს ახლოს ეცნობოდა სოფლის ცხოვრებას, აგროვებდა მასალებს თავისი მომავალი მოთხრობებისა და პიესებისთვის. დედაქალაქს მოცილებული მწერალი მშობლიური ლიტერატურის მადლს აზიარებდა თავის მოწაფეებს. ქართული ლექსისა და ქართული სიტყვის სიყვარულს უნერგავდა მათ.

   1938 წელს გიორგი შატბერაშვილმა იქორწინა ნათელა ქეშელაშვილზე, რომელთანაც შეეძინა ქალ-ვაჟი — მზია და ზებედე. ზებედე დღესდღეობით არქეოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი(იგი არის თავისი დიდი პაპის, აზნაურ ზებედე შატბერაშვილის სახეს ატარებს. პაპა, როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, კავთისხევის მღვდელი იყო და იბრძოდა 1812 წლის კახეთის აჯანყებისას რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ), მზიამ კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

   1944 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გიორგი შატბერაშვილმა უფლება მიიღო დაბრუნებულიყო თბილისში და გაეგრძელებინა შემოქმედებითი საქმიანობა. დიდი ერუდიციისა და გაქანების მწერალი ვერ ეტეოდა ლიტერატურის ერთი რომელიმე ჟანრის ჩარჩოში. დაკვირვებული და გამჭრიახი თვალის მხატვარს ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი და ამიტომ ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში ცდიდა კალამს. მის სამუშაო მაგიდაზე მხარიმხარ იქმნებოდა ლექსები, პოემები, მოთხრობები, პიესები, საბავშვო ნაწარმოებები, ნარკვევები, ლიტერატურული წერილები, იგი ამავე დროს თარგმნიდა უცხოური ენებიდან ქართულ ენაზე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს.

   1945 წელს ქართველმა მაყურებელმა თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ნახა გიორგი შატბერაშვილის პიესა „ფიქრის გორა“, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად და რესპუბლიკის თითქმის ყველა თეატრში დაიდგა. ამ პიესას მოჰყვა „რკინის პერანგი“ და „ძველი სახლი“, რომელთა დადგმა 1947-1948 წლებში განხორციელდა კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, აგრეთვე დაიდგა პიესა „უცნობი ქალი“. ამ სპექტაკლებმა სახელი და წარმატება შემატა თეატრს.

   დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

   გიორგი შატბერაშვილის შემოქმედება: 

 

ლექსები. – ტფ. : სახელგამის გა-მა, 1932 (1-ლი სტ.). – 46, გვ. 

 

ფიქრის გორა : ლექსები, მოთხრობები, დრამა. – თბ. : საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1947. – 132, გვ.

 

კარგი ბიჭი. ბუტიას კერძი. ხილთა ქება : [მოთხრობები]. – თბ. : საბლიტგამი, 1949 (საქ. სსრ პოლიგრაფ. და გამომც. საქმ. სამმართვ. 1-ლი სტ.). – 84, გვ. 

 

უკვდავი ფესვი : მოთხრობები. – თბ. : საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1949. – 200 გვ. 

 

ხორბალა : თანამედროვე ზღაპარი. – თბ. : საბლიტგამი, 1950 (ლ.პ. ბერიას სახ. პოლიგრაფკომბინატი კომუნისტი). – 36 გვ.

 

პიესები, 1944-1949. – თბ. : საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1950. – 220 გვ. 

 

საბავშვო მოთხრობები / [რედ. ა. კინწურაშვილი ; მხატვ. გ. როინიშვილი]. – თბ. : საბლიტგამი, 1950 (ლ. პ. ბერიას სახ. პოლიგრაფკომბინატი კომუნისტი). – 136 გვ.

 

მტკვრის სათავისაკენ : [მოთხრობები] / გიორგი შატბერაშვილი. – თბ. : საბლიტგამი, 1951. – 136 გვ.

 

მოთხრობები. – თბ. : საბჭ. მწერალი, 1954. – 300 გვ. 

 

სამაია : ლექსები / გ. შატბერაშვილი. – თბილისი : სახელგამი, 1956 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. 1-ლი სტ.). – 60 გვ. 

 

იმ მთაზე : ლექსები. – [თბ.] : “საბჭ. მწერალი”-ს გამ-ბა და სტ., 1956. – 195 გვ.

 

მერცხლის ბუდე : [მოთხრობები]. – თბ. : საბლიტგამი, 1955 (პოლიგრაფკომბინატი კომუნისტი). – 208 გვ. 

 

სათაფლია : [საბავშვო მოთხრობები / ილ.: გ. ფოცხიშვილი]. – თბ. : საბლიტგამი, 1958 (მთავარპოლიგრაფგამომც. 1-ლი სტ). – 248 გვ.

 

ნაფიქრი : [წერილები და ნარკვევები]. – თბ. : საბჭ. მწერალი, 1959. – 222 გვ.

 

ჩემს ძველ სახლში : [მოთხრობები]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1960 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. 1-ლი სტ). – 209 გვ.

 

მკვდრის მზე : ამბავი წუთისოფლის დიდი დღისა. – თბ. : საბჭ. მწერალი, 1960. – 165გვ. 

 

ხილთა ქება : [პოემა / ილ.: ე. ბერძენიშვილი]. – თბ. : ნაკადული, 1962 (ბ.ს. კომბ-ტი). – [12] გვ. 

 

პოეზია, პროზა : [ერთტომეული]. – თბ. : საბჭ. მწერალის გამ-ბა და სტ., 1962. – 518 გვ. 

 

ზაფხულის ღამის ქრონიკა. თბილისის ქება : [ლექსები]. – თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება, 1963. – 68 გვ. 

 

პიესები. – თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება, 1963. – 216 გვ.

 

ქორი გადაყლაპა : [მოთხრობები უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის]. – თბ. : ნაკადული, 1964. – 17 გვ.

 

ჭაშნიკი : [ქართული სიტყვის ქართველი ოსტატების შესახებ]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1964. – 391 გვ.

 

გზა, განვლილი გზა : [ლექსები] / გიორგი შატბერაშვილი. – თბილისი : ნაკადული, 1964. – 123 გვ.

 

ლექსები. პოემა. – თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება, 1966 (პ/კომბინატი). – 191 გვ. 

 

ოქროს მარჯვენა. – თბ. : ნაკადული, 1967. – 26 გვ. 

 

მოთხრობები. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1967. – 525 გვ. 

 

[მოთხრობები] / გიორგი შატბერაშვილი. – თბილისი : ლიტერატურა და ხელოვნება, 1967. – 145 გვ. 

 

სათაფლია : [მოთხრობები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის]. – თბ. : ნაკადული, 1968. – 264 გვ.

 

ქორი გადაყლაპა : [მოთხრობები სკოლამდელთათვის] / გიორგი შატბერაშვილი ; [ილ. დ. ერისთავი]. – თბილისი : ნაკადული, 1969. – 14 გვ.

 

თხზულებანი : 4 ტომად. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1970 წ.

 

კალოობა : [ლექსები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის]. – თბ. : ნაკადული, 1971. – 42 გვ. 

 

მტკვრის სათავისაკენ : [მოთხრობები] / გიორგი შატბერაშვილი. – თბ. : ნაკადული, 1976. – 306 გვ. 

 

რჩეული / [შემდგ.: გ. გეგეჭკორი]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1982. – 671 გვ.

 

ჩიტმა ტყუილი არ იცის : [მოთხრობები და პიესები უმცრ. სასკ. ასაკის ბავშვებისათვის / მხატვ. გ. ღლონტი]. – თბ. : ნაკადული, 1982. – 95 გვ.

 

მკვდრის მზე. ამბავი წუთისოფლის დიდი დღისა. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. – 150 გვ. 

 

სათაფლია : [მოთხრობები]. – თბ. : ნაკადული, 1988. – 126 გვ.

 

მკვდრის მზე : [მოთხრობები / რედ.: ეთერ კეჭაღმაძე]. – თბ. : მერანი, 1991 (სტ. N1). – 296 გვ.

 

საუკუნო საგზალი : [მოთხრობები, ესეები / რედ.: ეთერ კეჭაღმაძე]. – თბ. : მერანი, 1991 (სტ. N1). – 148 გვ.

 

საჯილდაო ქვა : [მცირე რჩეული] / გიორგი შატბერაშვილი ; [შემდგ.-რედ. ვაჟა ოთარაშვილი, რედ. მზია შატბერაშვილი ; წინათქმა მირზა გელოვანი]. – თბ. : „ეროვნული მწერლობის“ გამ-ბა და სტ., 2010. – 168 გვ.

 

მკვდრის მზე : მოთხრობები / გიორგი შატბერაშვილი ; [სარედ. ჯგუფი: ზურაბ აბაშიძე, მანანა ჯანელიძე, ირმა ხარშილაძე]. – თბ. : [პალიტრა L], 2011. – 320 გვ. 

ჩადუნელი ელგუჯა გაბრიელის ძე – დაიბადა 1929 წელს. სკკპ წევრობის კანდიდატი 1965 წლის ივნისიდან. სკკპ წევრი 1966 წლის 8 ივლისიდან. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი 1966-1976 წლებში.

 

გამოცემები:

 

ჟურნალ იმედისსაზოგადოებრივეკონომიური შეხედულებანი / საქ. სსრ მეცნ. აკად., ეკონომიკის ინ-ტი. – თბ. : საქ. სსრ მეცნ. აკადემიის გამ-ბა და სტ., 1961. – 46 გვ. ; 20სმ.. – ბიბლიოგრ. შენიშვნებში. – 13კ., 1000ც.

 

სახელმწიფომონოპოლისტური კაპიტალიზმი. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1962 (1-ლი სტ). – 82გვ. ; 20სმ.. – (განვახორციელოთ პარტიის XXII ყრილობის ისტ. გადაწყვეტილებები). – ბიბლიოგრ. შენიშვნებში. – 10კ., 3000ც.

 

გაზეთდროებისპუბლიცისტთა საზოგადოებრივპოლიტიკური შეხედულებები / ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტი. – თბ. : მეცნიერება, 1969. – 113გვ. ; 21სმ.. – 54კ., 1500ც.

 

ჟურნ. „იმედისპუბლიცისტთა საზოგადოებრივეკონომიკური შეხედულებები / ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტი. – თბ. : მეცნიერება, 1974. – 151გვ. ; 22სმ.. – 73კ., 1000ც.

 

ქართული ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორიიდან. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1978 (სტ. N4). – 199გვ. ; 20სმ.. – ბიბლიოგრ. ტექსტის შენიშვნებში. – 1მ.40კ., 1000ც.

 

საზოგადოებრივეკონომიკურ ურთიერთობათა სრულყოფის ძირითადი საკითხები კოლმეურნეობებში / ეკონომ. და სამართლის ინ-ტი. – თბ. : მეცნიერება, 1979. – 62გვ. ; 21სმ.. – რეზ. რუს.. – 42კ., 2000ც.

 

სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1982 წლის მაისის პლენუმის ისტორიული მნიშვნელობა. – თბ. : განათლება, 1985. – 142გვ. ; 19სმ.. – 45კ., 5000ც.

 

სსრ კავშირის სასურსათო პროგრამა / სახალხო მეურნ. ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ტი. – თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985. – 294გვ. ; 20სმ.. – 60კ., 2000ც.

 

ქართული ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორიიდან / [რედ.: რობერტ კოჭლამაზაშვილი]. – თბ., 1998. – 202გვ. ; 20სმ.. – თავფურც. ავტ. მინაწ.. – ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვ.. – [3ლ.], 500ც.

 

კრიმინალური რევოლუცია საქართველოში (1989-2000 ..). – თბ. : ნეკერი, 2004. – 132გვ. ; 20სმ.. – თავფ.: ავტ. მინაწერი. – ISBN 99928-58-89-3 : [ფ.ა.]

 

ბინაზე მოვლის სახელმძღვანელო ასპექტები სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემებში /თ. ლობჟანიძე, ე. ჩადუნელი, დ. სიხარულიძე ; რედ.: ზაზა კორძაძე. – თბ. : ქველმოქმედი, 2004. – 20გვ. ; 20სმ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 20. – [ფ.ა.].

ჩადუნელი იორამ გაბრიელის (გიორგის) ძე – დაიბადა 1927 წლის 20 ოქტომბერს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში. 1949 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ფაკულტეტი და ამავე წლის აპრილიდან მუშაობა დაიწყო პროკურატურის ორგანოებში. დამთავრებული ჰქონდა ასევე მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტი. საკავშირო კ. პ. (ბ) წევრობის კანდიდატი 1950 წლის აგვისტოდან. სკკპ წევრი 1951 წლის 24 ოქტომბრიდან.

         24.08.1954 – 01.07.1955 წწ. იმყოფებოდა მოსკოვში სსრკ პროკურატურის ხელმძღვანელი ორგანოების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.

თანამდებობრივი გადაადგილებები:

საქართველოს სსრ პროკურატურის მილიციის ორგანოებისადმი საზედამხედველო განყოფილების პროკურორი 23.05.1949 – 29.07.1952

ქ. თბილისის გარეუბნის რაიონის პროკურორი 12.06.1952 – 28.09.1954

ქ. თბილისის კიროვის რაიონის პროკურორი     04.02.1956 – 20.03.1961

საქართველოს სსრ პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების პროკურორი შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიებაზე ზედამხედველობის პროკურორი 07.1963 – 1979 წწ.

ქ. გორის პროკურორი 10.07.1979 – 08.02.1983

ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურორის მოადგილე 1983-1996 წწ.

   1987 წლის დეკემბერში, ხანგრძლივი ნაყოფიერი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

   საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 28 სექტემბრის ბრძანებულებით მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული იურისტის საპატიო წოდება.

  1960 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა „დაკარგული იმედი“.  პირველი წიგნი „ცხოვრების ზღურბლზე“ – 1963 წელს. მას ეკუთვნის თანამედროვე ცხოვრების მოვლენებზე აგებული დეტექტიური ჟანრის მოთხრობები და რომანები.

   გარდაიცვალა 1996 წლის 6 ნოემბერს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

 

გამოცემული აქვს წიგნები:

 

დაკარგული იმედი : [მოთხრობა / ილ.: ზ. კაპანაძე]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1960 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. 1-ლი სტ). – 195 გვ.

ცხოვრების ზღურბლზე : [მოთხრობები / ილ.: ნ. მალაზონია]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1963. – 445გვ. ; შინაარსი: ცხოვრების ზღურბლზე; დაკარგული იმედი; რა იქნება მერე?

მსჯავრი; დაკარგული იმედი : [მოთხრობები]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1965. – 514 გვ. 

მსჯავრი ; დაკარგული იმედი : [მოთხრობები]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1969. – 494 გვ.

ნაზვრევი : [მოთხრობები]. – თბ. : ნაკადული, 1970. – 242 გვ. 

საზღაური : [მოთხრობა]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1972. – 279 გვ. ;

დაკარგული იმედი. მსჯავრი. საზღაური : [მოთხრობები]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1974. – 758 გვ. :

უცნობი მგზავრი : [მოთხრობები]. – თბ. : ნაკადული, 1976. – 251 გვ.

საშობაო მეჯლისი : რომანი. – თბ. : მერანი, 1976. – 355 გვ.

საშობაო მეჯლისი : [საზღაური: რომანები. – მე-2 გამოც.]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1986. – 518 გვ. ;

მთვარეულები : რომანი. – თბ. : მერანი, 1987. – 278 გვ.

მთვარეულები; საშობაო მეჯლისი : [რომანები / რედ.: ნოდარ გურეშიძე]. – თბ. : მერანი, 1989. – 685 გვ.

მსჯავრი, დაკარგული იმედი : [რომანები / რედ.: გულიკო ხეთაგური]. – თბ. : მერანი, 1990. – 551 გვ.

გვიმრის ფოთლების საიდუმლოება : [მოთხრობები, რომანი / რედ.: ვახტანგ ხარჩილავა]. – თბ. : მერანი, 1990. – 367 გვ. 

შინაარსი: საზღაური; ბედნიერი წუთები; ნაზვრევი; ნაქალაქარის საიდუმლოება; ცივგომბორის დაუვიწყარ ღამეს; ტყვიის გულა ალაპარაკდა; თოჯინა; გვიმრის ფოთლების საიდუმლოება; უცნობი მგზავრი

ორი დეტექტივი / [რედ.: ლინა შარვაშიძე]. – თბ. : მერანი, 1991. – 560 გვ. 

შინაარსი: მსჯავრი; დაკარგული იმედი

გოდება : [მოთხრობები / მთ. რედ.: მაია ჩადუნელი ; მხატ.: ჯემალ ზენაიშვილი]. – თბ. : გეა, 1992 (წიგნ. ფაბრიკა). – 96 გვ. 

შინაარსი: მეფუნთუშე; ცრუ რწმენამ რა ჰქმნა; გოდება; ნამილოკიას ამბავი; სამართლიანი კაცი; მამული სალოცავი და სხვ.

სისხლიანი პური : (რომანი) / რედ.: ზაზა მრელაშვილი ; მხატვ.: ჯემალ ზენაიშვილი]. – თბ. : მერანი, 1996. – 348 გვ.

საზღაური : რომანი / იორამ ჩადუნელი ; რედ. ლალი დავითური. – თბ. : გუმბათი, 2013 (შპს “ფავორიტი პრინტი”). – 268 გვ. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.70

გაზეთი „კომუნისტი“. თბილისი, 1974 წლის 4 თებერვალი

   მიტროპოლიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გაბრიელ ზაქარიას ძე ჩაჩანიძე, დაიბადა 1901 წლის 1 იანვარს გორის მაზრის სოფელ ერთაწმინდაში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის ნაძალადევის ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1913 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1921 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ისტორიის სპეციალობით. მისი მასწავლებლები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, გრიგოლ წერეთელი. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა ძველი ქართული ხელნაწერების განყოფილებაში, ისტორიას ასწავლიდა სკოლაში. 1929 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით დატოვებულ იქნა ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრაზე ასპირანტად, რომელიც დაამთავრა 1933 წელს. 1930 წელს გაბრიელ ჩაჩანიძე დაინიშნა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ძველი მსოფლიოს ისტორიის ლექტორად, ამავე დროს იგი კითხულობდა ისტორიის სწავლების მეთოდიკის კურსს. 1935 წლიდან იგი გადაყვანილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ანტიკური და ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის კურსებს. 1936 წელს გაბრიელ ჩაჩანიძე დაინიშნა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგედ, 1939-1942 წლებში შეთავსებით მუშაობდა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგედ.

   1942 წლის 20 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ალექსანდრე მაკედონელის იბერიაში ლაშქრობის საკითხისათვის.“ ოფიციალურმა ოპონენტებმა პროფესორებმა მათე ალექსიშვილმა და გიორგი გოზალიშვილმა მაღალი შეფასება მისცეს დისერტანტის შრომას, საბჭომ ერთხმად მიანიჭა მას ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ორი წლის შემდეგ გაბრიელ ჩაჩანიძეს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების საქმეში გაწეული წვლილისათვის გაბრიელ ჩაჩანიძე დაჯილდოებული იყო მედლით „შრომითი მამაცობისათვის 1941-1945 წლებში.“

   მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც მსოფლიო ისტორიის გამოჩენილ მკვლევარს, საერო ცხოვრების ასპარეზზე კიდევ უფრო წინსვლა ელოდა. 1948 წლის აგვისტოში გაბრიელ ჩაჩანიძემ განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს და ითხოვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურში მიღება. მისი ეს გადაწყვეტილება იყო შოკის მომგვრელი იმ მეცნიერული საზოგადოებისათვის, სადაც გაბრიელ ჩაჩანიძე მოღვაწეობდა. ბევრი კიცხავდა მას, იყვნენ ისეთებიც, ვინც ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებდა მასზე, ზოგიერთი უწმიდეს კალისტრატეს ურჩევდა, არ მიეღო სამსახურში, თორემ გაბრიელ ჩაჩანიძე მას პატრიარქობას წაართმევდა. 1948 წლის 15 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ გაბრიელ ჩაჩანიძე აკურთხა დიაკვნად. 19 აგვისტოს – მღვდლად სიონის საკათედრო ტაძარში და დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად.

   1949 წლის 7 იანვარს იგი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და გადმოყვანილ იქნა სიონის საკათედრო ტაძარში, ამავე დროს ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის თანაშემწის მოვალეობას. 1949 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, სოხუმის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გაბრიელი ბერად აღკვეცეს. 1951 წლის 15 თებერვალს იგი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ალავერდის ეპარქიის მმართველად. 1953 წლის დასაწყისში ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსია, 1953 წლის 29 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქუთათელგაენათელად, მიენიჭა მიტროპოლიტობა. ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის ყოფილი წამყვანი ლექტორი დაბრუნდა როგორც ეპარქიის მღვდელმთავარი. მეუფე გაბრიელს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში ურთულესი ვითარება დახვდა, მრევლი დაპირისპირებული, სასულიერო პირთა შორის – განხეთქილება. იყო კვირის წირვა-ლოცვის ჩაშლის შემთხვევები. ერთხელ ვიღაც მოსყიდული დედაკაცი მოსაკლავად დაედევნა მღვდელმთავარს… ამას ემატებოდა ხელისუფლებისაგან ზეწოლა-შევიწროება, მაგრამ მეუფე გაბრიელმა მოახერხა ვითარების ნორმალიზაცია.

   მიტროპოლიტმა გაბრიელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მოწამეთას მონასტერს, რომელიც იავარქმნილ იყო. წმიდა დავითისა და კონსტანტინეს ნეშტები 1925 წელს, აგრესიული ათეიზმის ხანაში, ქუთაისის მაზრის იმდროინდელი ხელმძღვანელის ვალია ბახტაძის განკარგულებით გადაასვენეს ქუთაისში, სადაც გაიმართა სასამართლო პროცესი. ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წმინდანთა ნაწილებს წაუყენეს ბრალდება ხალხის მოტყუებისა და მოსთხოვეს თავის მართლება. ერთკვირიანი სასამართლო სხდომების შემდეგ გამოიტანეს მათი გამამტყუნებელი განაჩენი. გადაწყდა წმიდა ნაწილების ადიდებულ რიონში გადაყრა, მაგრამ ცნობილმა მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა მათი გადარჩენა და ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა. ამის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქები ქრისტეფორე III, კალისტრატე, მელქისედეკ III, მორწმუნე მრევლი საერო ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ წმიდანთა ნაწილების მოწამეთაში დაბრუნებას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე უარს აცხადებდნენ. 1954 წელს მიტროპოლიტ გაბრიელსა და ქუთაისის ქალაქკომის მაშინდელ პირველ მდივანს გრიგოლ ნარსიას შორის მოხდა სერიოზული დაპირისპირება… ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. იმავე წლის 4 ივლისს მოწამეთაში საზეიმო პარაკლისი დაიწყო, 11 საათზე მონასტერში დაბრუნდა წმიდა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები. მიტროპოლიტმა გაბრიელმა მოაწესრიგა მონასტრის შესასვლელი.

   მიტროპოლიტ გაბრიელს რუსეთის პატრიარქი უწმიდესი ალექსი I სთავაზობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ისტორიის კურსის ხელმძღვანელობას. მას, როგორც განათლებულ და დახვეწილ სასულიერო მაღალ იერარქს, ჰქონდა დიდი მომავალი, მაგრამ იგი 1956 წლის 3 ივლისს უეცრად გარდაიცვალა… მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისში მრავალი ვერსია იყო… თუმცა რა მოხდა ზუსტად არავინ არ იცის… მეუფე გაბრიელს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ. იგი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.

 

წყაროები:

ავთანდილ ნიკოლეიშვილი „გაბრიელ ეპისკოპოსი“, ქუთაისი, 1990 წ.

მელიტონ კელენჯერიძე „გაბრიელ – ეპისკოპოსი იმერეთისა“, თბილისი, 2006 წ.

სერგო ვარდოსანიძე. „მღვდელმთავრები“. 

იოსებ ზებედეს ძე ცხვედაძე – დაიბადა 1855 წლის 20 მარტს გორის მაზრის სოფელ კავთისხევში. 

   დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფელ ხოვლეს კერძო სკოლაში, რომელიც ქართველ ინტელიგენტთა ერთი ჯგუფის მიერ იყო გახსნილი. მთავრობის საწინააღმდეგო აზრების ქადაგების გამო ხშირად დევნიდნენ, უხდებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, ბევრი შევიწროებისა და შეურაცხყოფის გადატანა, მაგრამ ერთხელ არჩეული გზისათვის არ უღალატია და ბავშვებთან მეცადინეობა არ შეუწყვეტია. 1878-1879 წწ. კავთისხევის სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, მაგრამ აქ დიდხანს არ დარჩენილა. იმის გამო, რომ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე წარმოებდა, მას უარყოფითი დახასიათება მისცეს და მოხსნეს თანამდებობიდან; მთელი ენერგიით განაგრძობდა მუშობას სახალხო განათლების დარგში; აღსანიშნავია მისი მზრუნველობა, რომელიც მან გამოიჩინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სოფელ წინარეხში გახსნილი სკოლისადმი, აშენდა სკოლის ახალი შენობა; სხვებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავთისხევის, მეტეხის, ხოვლის, ახალქალაქის, ქვემოგომისა და წინარეხის პირველდაწყებითი სკოლების დაარსებაში; ტრიალებდა გლეხებში და თავისი საუბრებით მათში განათლება შეჰქონდა; 1880 წელს სოფელ კავთისხევში „დეპო“, ანუ სამომხმარებლო კოოპერატივი დააარსა; ხელს უწყობდა აგრეთვე ადგილობრივი სათეატრო დასის ჩამოყალიბებას და წარმოდგენების გამართვას; ქართულ გაზეთბში ათავსებდა კორესპონდნეციებს სკოლისა და სოფლის ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე.

   გარდაიცვალა 1934 წელს. 

   

   წყაროhttps://nateba.webbreeze.net/biographies/184-tskhvedadze-io 

გიგო ხეჩუაშვილი (დ. 14 აგვისტო, 1879 — გ. ნოემბერი, 1960) — ქართველი დრამატურგი, მწერალი, პოეტი.

   დაიბადა 1879 წლის 14 აგვისტოს, გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში. 1923 წლის დეკემბერში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იუბილე გაუმართეს, რასთან დაკავშირებითაც გამოიცა მისი ნაწერები და საიუბილეო კრებული. მის კალამს ეკუთვნის ლექსები, ასევე დრამატული, ისტორიულ-ლეგენდარული პოემები: „პაატა“, „რუიზანი“, „საქართველოს გმირი“, „ოცი ძმა“ და სხვა; მოთხრობები: „დურგლიაანთ ქორწილი“, „სიმონა ბუჯიაშვილი“, „მეკვლე“, „უკუღმართობა“, „შეიცვალნენ“, „სამჯერ ოცდაორში“, „ბერუას ნიკოლა“, „ცელქი რეზო“, „გოგიანთ კაკალი“ და სხვა. დრამატული ნაწარმოებები: „მუშა-მგოსანი“, „დარბეულნი“, „უმანკონი“, ეტიუდები, საბავშვო მოთხრობები და სხვა მრავალი ლექსი. 

ბიბლიოგრაფია: 

  • ხეჩუაშვილი, გიგო., დარბეულნი : დრამა ოთხ მოქმედებად. გლეხების ცხოვრებიდან, ვასილ დავითის-ძე კანდელაკის გამოცემა, ტფილისი: ქართველთა ამხ. სტ., 1910.
  • ხეჩუაშვილი, გიგო., შალიკოს სინანული, გამოცემა კ. ლაბაძის, ტფილისი: წიგ. გამომც. ქართვ. ამხ. სტ., 1911.
  • ხეჩუაშვილი, გიგო., სამჯერ ოცდაორში, ხ. ჭელიძის, ს. ბუჯიაშვილის და ე. კიკნაძის გამოცემა, ტფილისი: ქართველთა ამხ. სტ., 1908.
  • ხეჩუაშვილი, გიგო., შეიცვალნენ და ტყე და ქარიშხალი, გამოცემული შაქრო ქარსაულიძის მიერ, ტფილისი: ქართველთა ამხ. სტ., 1907.
  • ხეჩუაშვილი, გიგო., ნაპერწკლები : ლექსები, ტფილისი: სახელგამი, 1929.
  • ხეჩუაშვილი, გიგო., თხზულებანი. ტ. 2, ლექსები, გამ-ბა ა/კ. რკ. გზის სტამბის მუშების მიერ, ტფილისი: ამიერკავკასიის რკ. გზის სტამბა-ლიტოგრაფია, 1926.

   იხ. სტატია „მუშა-მგოსანის გიგო ხეჩუაშვილის იუბილე“. გაზ. „კომუნისტი“, 1924 წლის 1 იანვარი, სამშაბათი N1, გვ. 3

ხმალაძე ილია გიორგის ძე – დაიბადა 1916 წელს ქ. ახალციხეში. სკკპ წევრია 1939 წლიდან. 5 წლის ასაკიდან იზრდებოდა ბიძასთან კასპის რაიონის სოფელ დოესში.

    წითელი არმიის რიგებში იმყოფებოდა 1937 წლიდან.

    დაიღუპა დიდი სამამულო ომის ფრონტზე ჭრილობებისგან 1941 წლის 19 ნოემბერს.

    თეთრფინელებთან ბრძოლის დროს 1940 წლის 24 თებერვალს მიკოლონმიაკისათვის გაცხარებულ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა ასეულის მეთაური. მეთაურობა პოლიტხელის თანაშემწემ ილია ხმალაძემ იკისრა და იერიში წარმატებითაც დააგვირგვინა.

   შეტევა არც ღამით შეწყვეტილა. მოწინააღმდეგემ გრიგალისებური ცეცხლი შეაგება ჩვენს ასეულს, რომელიც იძულებული გახდა მიწას გართხმოდა.

   სროლის ხმა კანტიკუნტად ისმოდა: ილიამ სიმღერა წამოიწყო. ღამის წყვდიადში ბრძოლის ველზე სიმღერას არავინ მოელოდა. თოფის სროლა მტერმაც შეაჩერა, გაინაბა და სმენად იქცა.

   მტრის ყურადღების მოდუნებით ისარგებლა ილია ხმალაძემ. „წინ, ბიჭებო!“ შესძახა თავის მებრძოლებს და იერიშზე გაუძღვა. მტერი დაიბნა და მიატოვა რკინა-ბეტონით გამაგრებული ორსართულიანი საცეცხლე წერტი და გაიქცა.

   1940 წლის 29 თებერვალს კარიალას გზატკეცილის გასწვრივ ქვებს ამოფარებულმა მოწინააღმდეგემ სროლა აუტეხა ჩვენს ასეულს. ასეულის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ხმალაძემ კონტუზია მიიღო და როცა ოდნავ გონს მოვიდა, ბრძოლის ველის დატოვებაზე უარი განაცხადა. ძალა მოიკრიბა და ასეულს ისევ გაუძღვა იერიშზე.

   ვეფხვივით ტრიალებდა მტრის ლაშქარში ილია ხმალაძე და მისკენ წამოსული მოწინააღმდეგის ოფიცერი პისტოლეტის ტყვიით განგმირა.

   თეთრფინელებთან ბრძოლებში მრავალჯერ ისახელა თავი ილია ხმალაძემ. რამდენიმეჯერ მტრის ზურგშიც შეიჭრა და სარდლობას ძვირფასი სადაზვერვო ცნობები მიაწოდა.

   ერთ-ერთ ბრძოლაში დაიჭრა, ჰოსპიტალში მოათავსეს. მაგრამ ილია გამოიქცა და თავის ნაწილში დაბრუნდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

   1940 წლის 21 მარტს გაზეთებში გამოქვეყნდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება ილია გიორგის ძე ხმალაძისათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭების შესახებ.

 

   წყარო: „საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან“, კარლო ცქიტიშვილი, ტრისტან ჩინჩილაკაშვილი. თბილისი. 1977 წ. გვ. 430-431.

გიორგი გაბრიელის ძე ხორგუაშვილი – დაიბადა 1929 წლის 10 იანვარს კასპის რაიონის სოფელ დოესში. მისი ფსევდონიმი გახლავთ გიორგი მოდრეკილი. 1953 წელს დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის  სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 19 წელს მიღებულ იქნა სკკპ წევრად.

   1953-1955 წწ. მუშაობდა კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს რვაწლიან სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1956-1958 წწ. იყო კასპის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი, 1958 წლის ოქტომბრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს კომპარტიის კასპის რაიკომში ინსტრუქტორად, სადაც მუშაობდა 1961 წლის ივნისამდე. 1961-2005 წლებში იყო კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი. 1972 წლიდან იყო საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის წევრი.

   სტუდენტობისას ჩაბმული იყო სამეცნიერო და ლიტერატურულ შემოქმედებით წრეებში, დაამუშავა რამოდენიმე სამეცნიერო შრომა, რომლებიც თეზისების სახით დაიბეჭდა, მათ შორის გამოირჩევა: „დედაშვილობის საკითხი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“ და „ტიპიურობის პრობლემა“, რომლებიც წაიკითხა სტუდენტთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაზე, მოიპოვა პირველი ადგილი და დაიმსახურა პრემიები. მისი პირველი ლექსი „სამგორი“ დაიბეჭდა გორის საქალაქო გაზეთში „სტალინელი“, ხოლო პირველი მოთხრობა გორის სალიტერატურო ალმანახში „მერანი“ 1958 წელს, მათ მოყვა სხვა მოთხრობები, რომლებიც დაიბეჭდა „მერანის“ მომდევნო წიგნში და გორისავე ალმანახ „ლიახვში“. მას შემდეგ სისტემატიურად იბეჭდებოდა რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, გამოცემული აქვს მოთხრობების ისტორიულ-მხატვრული და პუბლიცისტური ნაწარმოებების რამოდენიმე კრებული, ერთი რომანი.

   იყო კასპის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ფონდის კასპის ფილიალის გამგე.

   მინიჭებული ჰქონდა ჟურნალ „დროშისა“ და ჟურნალ „პიონერის“ პრემიები. 1967 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის სექტემბრის ბრძანებულების პროექტი).

   1971 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კპ ცკ-ის ბიუროს დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის აგვისტოს ბრძანებულების პროექტი, რომლის თანახმადაც გიორგი ხორგუაშვილს მიენიჭა საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.

   მიღებული ჰქონდა უამრავი ჯილდო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი და ღირსების ორდენი. 1999 წელს მიიღო კასპის რაიონის საპატიო მოქალაქის წოდება.

   ბატონი გიორგის ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ხოვლეში, ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი სოფელ ლამისყანაში, სადაც დიდი ადგილი აქვს დათმობილი გურამიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ სასირეთში. მისი ინიციატივით აღსდგა ისტორიისა და კულტურის ბევრი ძეგლი კასპის რაიონში და მისი ძალისხმევით დაარსდა სახალხო დღესასწაული გურამიშვილობა, ჯავახიშვილობა, სააკაძეობა-გმირთა ხსოვნის დღე, გოსტიბეობა-სოფლის აღდგენის დღე.

   გარდაიცვალა 2009 წლის აგვისტოში.

 

   გიორგი ხორგუაშვილის შემოქმედება

 

ქვრივის ღიმილი : მოთხრობები. – თბ. : მერანი, 1971. – 122გვ. ; 17სმ.. – 16კ., 5000 ც.

არჩევანი : [მოთხრობები]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1974. – 221 გვ. ; 17სმ.. – 27კ., 500 ც.

სწრაფვა : [ნარკვევი რკინიგზელ ირ. ფოცხვერაშვილზე]. – თბ. : ნაკადული, 1974. – 85 გვ. ; 17სმ.. – (დრო და ადამიანები). – 10კ., 5000 ც.

უდიპლომო პროფესორი.-უთვალავი სხივი.-ცხრაუღელა : [ნარკვევები]. – თბ. : მერანი, 1974. – 15გვ. ; 30სმ.. – (ქართველი მწერლები ხუთწლედის მხარდამხარ). – 32კ., 3000 ც.

ძუძუსხატი : [მოთხრობები]. – თბ. : მერანი, 1976. – 272გვ. ; 20სმ.. – 48კ., 5000 ც.

წითელი ხარი : მოთხრობა. – თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1976. – 92გვ. : ილ. ; 20სმ.. – (“პიონერის” ბიბლიოთეკა ; 1-8). – 20 კ., 30000 ც.

გაფრენილი მერცხალი : [მოთხრობები]. – თბ. : ნაკადული, 1977. – 127გვ. ; 20 სმ.. – 37კ., 10000ც.

უთქმელი სადღეგრძელო : [მოთხრობები]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1979. – 384 გვ. ; 21სმ.. – 1მ.60კ., 5000 ც.

თქვენი გამარჯვებისა : [მხატვ. ნარკვევები თანამედროვე სოფლის თემაზე]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1981. – 214 გვ. ; 21 სმ.. – 60კ., 1000 ც.

ჟამი სიყვარულისა : [მოთხრობები]. – თბ. : მერანი, 1981. – 362გვ. : ილ. ; 19 სმ.. – 1მ.20კ. ყდ., 15000 ც.

ცხელი ყინული : [დიმო: მოთხრობები. უფრ. სასკოლო ასკის ბავშვებისათვის]. – თბ. : ნაკადული, 1982. – 182 გვ. ; 20 სმ.. – 30 კ., 10000 ც.

ძრახვას კაცი მოუფრთხების! : ქართული ხალხური იუმორი / შეკრ. გ. ხორგუაშვილმა ; მხატვ. მ. აბაშიძე. – თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1984. – 62 გვ. : ილ. ; 20სმ.. – (“ნიანგის” ბიბლიოთეკა ; N8). – 20კ., 40000 ც.

ცხრაუღელა : [მოთხრობები]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1984. – 552გვ. ; 21სმ.. – 2მ.10კ., 20000 ც.

შინაარსი: ატენური; დეზდემონას სიკვდილი; საუკუნო სასჯელი; ხარის გაგიჟება; ბერძნული თამაში; კნაპე; ცოცხალი სულები; აჩრდილები; არამკითხე ჭირისუფალი; ცხრაუღელა; ძუძუსხატი; მაღალი ღმერთი; ძია შიოს უცნაურობანი; ალავერდი; სიცილი უცინარისა; აღსასრულის ჟამს; ოცდაათი ვერცხლი; უთქმელი სადღეგრძელო; ზედაშე

მარად ქალწული თემიდა : რომანი. – თბ. : მერანი, 1986. – 367გვ. 1მ.40კ., 15000 ც.

ცოცხალი სულები : [მოთხრობები]. – [I-ლი-მე-2 გამოც.]. – თბ. : ნაკადული, 1987. – 189 გვ. ; 21სმ.. – 65კ., 20 000ც.

შინაარსი: ცოცხალი სულები; აჩრდილები; ნეფე იბუტება და სხვ.

ნამცვრევი : ხალხური პოეზია ჩაწერილი ქართლში / შემკრებ-შემდგ.: გიორგი ხორგუაშვილი ; რედ.: ზ. კიკნაძე]. – თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1989. – 367გვ. ; 22სმ.. – 2მ.40კ., 5000ც.

წითელი ხარი : მოთხრობები. – თბ. : საქართველო, 1990. – 608 გვ. ; 20 სმ.. – 4 მ. 40 კ., 20000 ც.

შინაარსი: საუკუნო სასჯელი; ნეფე იბუტება; ამაღლება; ძია შიოს უცნაურობანი; ცოცხალი სულები; აჩრდილები; ბერძნული თამაში; ზვარაკები; ცხრაუღელა; მაღალი ღმერთი; ძუძუს ხატი; შესდექ, სატანავ; წითელი ხარი; ზედაშე; შესანდობარი; ოცდაათი ვერცხლი; წვიმაში ხარის გაგიჟება

ღმერთი მაღლიდან იყურება : [მოთხრობები]. – [I-ლი-მე-2 გამოც.]. – თბ. : ნაკადული, 1996 (ბ.ს. კომბ-ტი). – 303 გვ. ; 20სმ.. – სახელშეკრ. ფასი, 1500 ც.

შინაარსი: ღმერთი მაღლიდან იყურება; უძილაურთა საქმე ანუ ერთი კოცნის სიხარულმა რა ჰქმნა; კნაპე; ატენური; ალავერდი; გაფრენილი მერცხალი; გოგოვ, სიტყვა რო მითხარი.

ქვრივის ღიმილი : მოთხრობები / [რედ.: ნინო ახალკაცი ; მხატვ. სპარტაკ ცინცაძე]. – თბ. : მერანი, 1997. – 256გვ. ; 20 სმ.. – [1ლ.]

შინაარსი: მაღალი ღმერთი; საუკუნო სასჯელი; ბერძნული თამაში; ცხრაუღელა; აღსასრულის ჟამს; დეზდემონას სიკვდილი; წვიმა მოდის, მასველებს; ქვრივის ღიმილი; ჟამი სიყვარულისა; ხარის გაგიჟება; ძია შიოს უცნაურობანი; არამკითხე ჭირისუფალი.

თევდორე თავდადებული : (თევდორე მღვდელი) / [რედ.: გ. ოთხმეზური] ; თსუ, ივ. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. ხოვლეში. – თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000. – 127 გვ. ; 20სმ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 125. -[3ლ.80თ.], 300ც.

ლანდები : (ლექსები და ლექს-ნოველები) / გიორგი ხორგუაშვილი ; [რედ. ვახტანგ კედელაშვილი ; მხატვ. სპარტაკ ცინცაძე]. – თბ. : უნივერსალი, 2009. – 240 გვ. ; 20 სმ..

შინაარსი: გულო, ოცნების ბეთლემო; უკვირთ წინაპრებს; საწუთროვ, ჩემთან მყოფელო; ვეფხვი და მოყმე; მარადიული ბრუნება; ფერად-ფერადი.

ხრამელაშვილი ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე – დაიბადა 1866 წლის 27 იანვარს გორის მაზრის სოფელ ეზატში. 1887 წელს დაამთავრა ტფილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი. იმავე წელს დაიწყო პედაგოგად მუშაობა სოფელ წინამძღვრიანთკარში სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, სადაც მოღვაწეობდა 1889 წლამდე; 1889 წელს დაინიშნა თბილისში ავლაბრის საქალაქო სკოლის მასწავლებლად. 1903 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვის უმაღლეს კომერციულ ინსტიტუტში შევიდა, რომლის კურსი დაამთავრა 1909 წელს და საქართველოში დაბრუნდა სამუშაოდ; 1909 წელს დაინიშნა თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის მასწავლებლად. მან პირველად გამოსცა „სახალხო გაზეთი“; სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში; თავის ნაშრომებში ეხებოდა მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ საჭირბოროტო საკითხს; განსაკუთრებით დიდი დამსახურება მიუძღვის ქართველი საზოგადოების წინაშე მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით არითმეტიკაში. მისი არითმეტიკის სახელმძღვანელოები შედარებით ორიგინალურად იყო შედგენილი და რამდენადმე აადვილებდა ამ საგნის სწავლებას ქართულ პირველდაწყებით სკოლებში.
   1910-1912 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
   გარდაიცვალა 1912 წლის 17 აგვისტოს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

   ბიბლიოგრაფია:

არითმეტიკის ამოცანათა და რიცხვთა მაგალითების კრებული : (მოქმედებათა შესწავლის მეთოდით) (ავტორი) // ნაწ. 2.. – ტფილისი, ქ.შ.წ.-კ.გ. საზ-ბის გამოც. N164, 1919. – 142, II გვ.

არითმეტიკის ამოცანათა და რიცხვთა მაგალითების კრებული : (მოქმედებათა შესწავლის მეთოდით) (ავტორი) // ნაწილი I.. – ტფილისი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამოცემა, 1914. – 112გვ.

არითმეტიკის სახელმძღვანელო : ამოცანებით და რიცხვითი მაგალითებით (ავტორი). – ტფილისი, წიგ. მაღაზია „ცოდნას“ გამოც. N 47, 1909. – 198, [2]გვ.

 

წყარო:

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006051/

https://nateba.webbreeze.net/biographies/102-khramelashvili

გიორგი ნიკოლოზის ძე ჯაბაური (დ. 20 დეკემბერი, 1874 — გ. 1963 წლის იანვარი, თბილისი) — ქართველი მსახიობი და პოეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (30.10.1950 წ.).

   1893 წელს დაამთავრა თბილისის სახელოსნო სასწავლებელი და იქვე დაიწყო მუშაობა. 1903-1933 წლებში მუშაობდა თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. სცენაზე პირველად 1891 წელს გამოვიდა სცენისმოყვარეთა სპექტაკლში. ის აქტურ მონაწილეობას იღებდა პირველი სახალხო თეატრის, ე. წ. „ავჭალის აუდიტორიის“ დაარსებაში. 1909-1933 წლებში მუშაობდა ზუბალაშვილების მიერ აშენებულ თბილისის სახალხო თეატრში. გიორგი ჯაბაური ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს: გიჟუა, ნიკალა, ტიმოთე (ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ციმბირელი“, „ხანუმა“), გაიოზ ფაღავა (ვალერიან გუნიას „და-ძმა“), ვანო (იონა გედევანიშვილის „მსხვერპლი“), ილიკო მენაბდიშვილი (ტრიფონ რამიშვილის „მეზობლები“), ნიკალა (ი. გულისაშვილის „დრონი მეფობენ“), პეპო, მოსესიანი(გ. სუნდუკიანის „პეპო“ და „ხათაბალა“), ჰერტი (ჰეიერმესის „იმედის დაღუპვა“) და სხვა. მისი პიესა „მამის ბრალია“ 1906 წელს დაიდგა „ავჭალის აუდიტორიაში“, 1956 წელს დაიბეჭდა მისი „მოგონებანი“, ლექსების კრებული გამოიცა 1906 და 1920 წლებში.

ალექსანდრე (ლალი) ივანეს ძე ჯავახიშვილი (დ. 30 აგვისტო, 1917, სოფელი ხოვლე, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 24 ოქტომბერი, 1997) — ქართველი არქეოლოგი და ხელოვნებათმცოდნე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1976), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983). დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის შვილი.

   1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1942 წლიდან იყო ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი. 1943 წლიდან იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ძირითადად იკვლევდა საქართველოსა და კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურებს, განსაკუთრებით, მტკვარ-არაქსის კულტურას. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. უფლებამოსილება შეუწყდა გარდაცვალების გამო.

ჯავახიშვილი იოსებ ვასილის ძე – გამოჩენილი მეცნიერი და ექიმი, კარდიოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი. დაიბადა 1897 წელს კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში.
   იოსებ ჯავახიშვილმა თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოისმინა პეტერბურგის სამხედრო-საექიმო აკადემიის სამი კურსი, რის შემდეგ სწავლა გააგრძელა ახლადგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. ჯავახიშვილი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დატოვეს იქვე.
   1928-1929 წლებში იოსებ ჯავახიშვილმა აბასთუმნის სანატორიუმ „არაზინდოში“ მუშაობის პერიოდში დაწერა 12 სამეცნიერო ნაშრომი და აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „გენერალიზებული ტუბერკულოზის შენიღბული ფორმების კლინიკისა და პათოგენეზის საკითხისათვის“.
   მეორე მსოფლიო ომის წლებში იოსებ ჯავახიშვილი მუშაობდა მშობლიურ რაიონში, სადაც მრავალი ნაშრომი დაწერა.
   1946 წლიდან იოსებ ჯავახიშვილი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე მუშაობს ასისტენტად, დოცენტად, შემდეგ კი პროფესორად. ჯავახიშვილმა 1951 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
   იოსებ ჯავახიშვილი 1957 წლიდან ათი წლის განმავლობაში უცვლელად ხელმძღვანელობდა მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტს.
   იოსებ ჯავახიშვილის შემოქმედებითი ნაშრომთა რიცხვი დიდია. პროფესორის კალამს ეკუთვნის 60-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი და მონოგრაფია „ჰიპერტონული სნეულების პრობლემა საქართველოში“.
   საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ იოსებ ჯავახიშვილის ღვაწლი ერთმხრივი როდია. მისი ინიციატივით დაარსდა ჯერ თბილისის კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, ხოლო, მოგვიანებით რესპუბლიკის კარდიოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარეც თავად იყო 1973 წლამდე, ამ წლიდან კი საპატიო თავმჯდომარეა. იოსებ ჯავახიშვილი იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს, ტუბერკულოზის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, კარდიოლოგთა საზოგადოების ჟურნალ „კარდიოლოგის“ სარედაქციო საბჭოს წევრი.

 

   წყარო: გაზეთი „განთიადი“. კასპი. 1977 წლის 23 ივლისი.

დავით (დათა) ლავრენტის ძე ჯავრიშვილი — ქართველი ქორეოგრაფი, სპორტსმენი, პედაგოგი, ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი ბალეტმეისტერი და ეროვნული ქორეოგრაფიის მკვლევარი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961).

  დავით ჯავრიშვილი დაიბადა 1894 წლის 17 იანვარს გორის მაზრის სოფელ ერთაწმინდაში. (მამა – ლავრენტი ჯავრიშვილი, დედა – სოფიო ფალავანდიშვილი). მიუხედავად იმისა, რომ მამა ადრე გარდაეცვალა, ის მაინც ახერხებს იმ დროისათვის რიგიანი განათლების მიღებას. 1914 წელს ამთავრებს თბილისის ქართულ გიმნაზიას და იმავე წელს ეწყობა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებისთანავე აგზავნიან თურქეთის ფრონტზე. (1919 წელს გათავისუფლებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან). 1917 წელს დავით ჯავრიშვილი მეგობარ გაიოზ ბერელაშვილთან ერთად წევრიანდება საქართველოს სამხედრო კავშირში და მათი დაჟინებული თხოვნით სამხედრო კავშირი აარსებს სპორტსაზოგადოება „ამირანს“, სადაც ვარჯიშთავად გაიოზ ბერელაშვილი ინიშნება, ხოლო მოადგილედ დავით^ ჯავრიშვილი. მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ეს საზოგადოება მალევე დაიშალა და მის ნაცვლად არსდება სპორტსაზოგადოება „შევარდენი“, რომლის მოთავეებიც არიან გიორგი ნიკოლაძე, გიორგი ეგნატაშვილი, გაიოზ ბერელაშვილი, დავით ჯავრიშვილი და სხვები.

   1919 წელს მას აგზავნიან ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასა და წმ. ნინოს გიმნაზიაში სამუშაოდ. 1921 წ. დავით ჯავრიშვილი გადადის ბათუმში და ეწევა უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვან სპორტულ მოღვაწეობას. 1928 წ. შალვა თაქთაქიშვილის მუსიკაზე დგამს ანტიკური ხასიათის მხატვრულ-ტანვარჯიშულ სპექტაკლს „ელადაში“, რომლის ლიბრეტოს ავტორიც თვითონ არის. ეს იყო გრანდიოზული სპექტაკლი და მასში ოთხმოცდაათამდე მოსწავლემ მიიღო მონაწელეობა. სწორედ ამ პერიოდში დაებადა აზრი დავით ჯავრიშვილს თავისუფალ ვარჯიშებში შეეტანა ქართული ხალხური ცეკვის ელემენტები და ვარჯიშები შესრულებულიყო მუსიკის თანხლებით, ასევე ურჩევდა მისი მასწავლებელი გიორგი ნიკოლაძე. საბალეტო ილეთების შესწავლა მან ბალეტმეისტერ ვავარეცთან დაიწყო, შემდეგ კი ხელი მოჰკიდა ხალხური ცეკვების შეგროვება-შესწავლეს. თავისი ცოდნის ასამაღლებლად ქართული ხალხური ცეკვის საკითხებში აქტიურ კონსულთაციებს გადის ივანე ჯავახიშვილთან, აწყობს ექსპედიციებს ჯერ მთიან აჭარაში, შემდეგ კი სვანეთში. ამ ექსპედიციების დროს ბატონი დავითი ადგილობრივ მოსახლეობას აცეკვებდა ისე, როგორც ცეკვავდნენ მათი წინაპრები, ზეპირად სწავლობდა ყველა მისთვის უცნობ საცეკვაო ელემენტს, იწერდა მოცეკვავეების კომენტარებსა და ახსნა-განმარტებებს. ფირზე აღბეჭდა უამრავი მასალა. ალბათ, ამ პერიოდში მოხდა გარდატეხა მასში. ის კიდევ დიდხანს უთავსებდა ორ პროფესიას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ქორეოგრაფიის სიყვარული სძლევს. ცეკვბა ხდება მისთვის ყველაზე ძვირფასი სულის ნაწილი.

   დავით ჯავრიშვილის თაოსნობით 1928 წელს ბათუმში დაარსდა ქორეოგრაფიული ექსპერიმენტული სტუდია, რომელსაც იმავე წელს შეუერთდა აჭარის მომღერალთა გუნდი და ამ ბაზაზე შეიქმნა აჭარის სიმღერისა და ცეკვის პირველი ანსამბლი. იმ დროისათვის სიმღერისა და ცეკვის შერწყმა ხელოვნებაში ახალი სიტყვა იყო, რასაც შესანიშნავად გაართვეს თავი დავით ჯავრიშვილმა და ლოტბარმა მიხეილ კუხიანიძემ. ამ ანსამბლმა 1936 წ. საქართველოს რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა და უფლება მიეცა კონცერტები გაემართა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში.

   დავით ჯავრიშვილი 1935 წელს ლონდონის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ეს იყო პირველი გასვლა საზღვარგარეთ. ამას მოჰყვა 1951 წ. ბერლინის საერთაშორისო ფესტივალი და 1955 წ. ვარშავაში გამართული ახალგაზრდობისა და სტუდენტთა V მსოფლიო ფესტივალი, რომლის ხელმძღვანელობა გამოცდილ ქორეოგრაფს მიანდეს. საქართველოში არც ერთი ფესტივალი, ოლიმპიადა თუ რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარებულა, რომელშიაც დავით ჯავრიშვილს თავისი წვლილი არ შეეტანა. ოლიმოიადების უკეთ ჩატარებისათვის მან საინსტრუქციო-მეთოდური წერილებიც კი შეიმუშავა.

   1937 წელს მოსკოვში ქართული დეკადის წარმატებით ჩატარების შემდეგ მოსკოვის გამსახკომის თავმჯდომარის განკარგულებით, ქართულ ოპერებში მიმდინარე სეზონში უნდა შესულიყო ყველა თეატრის რეპერტუარში, ხოლო დავით ჯავრიშვილი „საპატიო ნიშნის“ ორდენით დაჯილდოვდა.

   დავით ჯავრიშვილი პირველი ქორეოგრაფია, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, მოსკოვის, პეტერბურგის, ხარკოვისა და ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში დადგმულ ქართულ ოპერებში ცეკვების დადგმა განახორციელა. 1937 წ. მოწვეული იქნა მოსკოვში, დიდ თეატრში ოპერა „აბესალომ და ეთერიში“ ცეკვების დასადგმელად, 1945 წ. კი ამ ცეკვების აღსადგენად 1937 წელსვე იწვევენ ხარკოვის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა „დემონის“ ცეკვების დასადგმელად, 1941 წელს ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა „დაისში“ ცეკვების დასადგმელად. 1954 წელს მიიწვიეს საბჭოთა კავშირის ცეკვების ანსამბლში (იგ. მოისეევის ხელმძღვანელობით) ცეკვების დასადგმელად. 1952–1953 წლებში კი ხშირად იმყოფებოდა მოსკოვისა და პეტერბურგის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქართული ხალხური ქორეოგრაფიის შესახებ სემინარების ჩასატარებლად.

დავით ჯავრიშვილი რწმუნდება, რომ ქართველი ხალხის ქორეოგრაფიული ხელოვნება წარმოადგენს მდიდარ მასალას ეროვნული საბალეტო ხელოვნების შექმნისა და განვითარებისათვის და თანხმდება ოპერისა და ბალეტის თეატრის მიწვევას ბალეტმეისტერის თანამდებობაზე. ეს მოხდა 1933 წელს და ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა მთელი 20 წლის მანძილზე. ამ პერიოდში დადგა ცეკვები ოპერებში: „აბესალომ და ეთერი“, „დარეჯან ცბიერი“, „ქეთო და კოტე“, „სამშობლო“, „პატარა კახი“, „დედა და შვილი“, „კაკო ყაჩაღი“, „ლაშქარი“, „ლადო კეცხოველი“, „ბაშიაჩუკი“, „დეპუტატი“, „ღალატი“, „დემონი“, „ხევის ბერი გოჩა“, „მზია“, „ბახტრიონი“, „იავნანამ რა ჰქმნა“. 1938 ვ. ლიტვინენკოსთან ერთად დგამს ბალეტ „მალთაყვას“, შალვა თაქთაქიშვილის მუსიკაზე. ეს იყო პირველი ქართული ბალეტი თანამედროვეობის ამსახველ თემაზე.

   პროფესიულ მოცეკვავეთა კადრების შექმნის მიზნით 1934 თბილისში სხნის უფასო ქორეოგრაფიულ სტუდიას, რომელსაც შემდეგ შეუერთდა მარია პერინის კერძო სტუდია. 1935 წელს ეს სტუდია გადაკეთდა სახელმწიფოდ და 1952 წლამდე დავით ჯავრიშვილი მისი დირექტორი იყო. შემდეგ ის შეცვალა ვახტანგ ჭაბუკიანმა და 1957 მიენიჭა ქორეოგრაფიულ-საბალეტო სასწავლებლის სტატუსი და ეს სასწავლებელი დღემდე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელს ატარებს.

  1936 ქორეოგრაფიული სტუდიის ძალებით დავით ჯავრიშვილი დგამს პ. ჩაიკოვსკის ბალეტ “მაკნატუნას” და სამუშაოდ იწვევს ევგენი მიქელაძეს და სოლიკო ვირსალაძეს.

   1936–1937 დავით ჯავრიშვილი მუშაობს დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ქორეოგრაფიის ნაწილის ხელმძღვანელად.

  1944–1946 კი შეთავსებით მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სასცენო მოძრაობის კათედროს გამგედ, პროფესორად.

  1952 წლიდან მოღვაწეობას ეწევა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, იგი იყო ამ სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების დამაარსებელი და ორგანიზატორი და სიცოცხლის ბოლომდე ამ განმყოფილებას ხელმძღვანელობდა როგორც მეთოდური კომისიის თავმჯდომარე.

   დავით ჯავრიშვილი გარდაიცვალა 1971 წლის 21 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  მისი მთელი არქივი, შემოქმედებითი მასალა, ესკიზები, ცანახატები, კინო ფირები, კოსტუმები და მემორიალური ნივთები 2009 წელს გადაეცა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს.

  მას ხშირად უწოდებდნენ ქართული ქორეოგრაფიის მამას, სპორტის კი ჯადოქარს. მის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული კლასიკური ქორეოგრაფიის განვითარება, 80-მდე ქართული ხალხური ცეკვის სცენური სიცოცხლე. მას ჰქონდა პროფესიული სპორტული განათლება და საკმაოდ ნაყოფიერ მუშაობასაც ეწეოდა ამ მიმართულებით. სწორედ ეს იყო საწყისი, რომელმაც დავით ჯავრიშვილი მიიყვანა ქორეოგრაფიულ ხელოვნებასთან და ოცდაათიანი წლებიდან კი მთლიანად მიეცა ამ დარგს. მან, როგორც ბალეტმეისტერმა თავისი დადგმებით მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა ქორეოგრაფიულ ხელოვნებას.

 

რუსუდან დიმიტრის ასული ჯავრიშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1918, თბილისი, სხვა ვერსიით ერთაწმინდა — გ. 1999, თბილისი) — ქართველი მხატვარი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი.

   1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მხატვრის ძირითადი ინტერესის სფერო ფერწერის თითქმის ყველა ჟანრი იყო: პეიზაჟი, თემატური კომპოზიციები, ნატურმორტი და ნაწილობრივ პორტრეტები. განსაკუთრებით ერთგულება პეიზაჟისადმი ხელოვანს ბოლომდე გაჰყვა.  1941 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში.

   რუსუდან ჯავრიშვილმა თავდაპირველად მხატვარ-დეკორატორად დაიწყო მუშაობა, ჯერ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, შემდეგ კი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრში ცნობილი რეჟისორის ბორის გამრეკელის უშუალო ხელმძღვანელობით. 1941-1944 წლებში იყო ამავე თეატრის მთავარი მხატვარი.

   1960 წელს ელენე ახვლედიანის თაოსნობით შეიქმნა მხატვარ-პეიზაჟისტთა ერთი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო მშობლიური ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნების შრომისმოყვარე ხალხის ახლოს გაცნობა. აღსანიშნავია რომ ელენე ახვლედიანთან შემოქმედებით სიახლოვეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რუსუდან ჯავრიშვილის ხელწერის ჩამოყალიბებისათვის.

   რუსუდან ჯავრიშვილი გარდაიცვალა 1999 წელს, თბილისში.

 

გამოფენები:

  • 1964 — ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.
  • 1965 — ქუთაისი, საქართველო.
  • 1966 — „რუსთაველის ნაკვალევზე“, თბილისის სამხატვრო სალონი, საქართველო.
  • 1969 — „შთაბეჭდილებები საზღვარგარეთიდან“, თბილისის სამხატვრო სალონი, საქართველო.
  • 1977 — ფინანსთა სამინისტროს დარბაზი, თბილისი, საქართველო.
  • 1981 — „თბილისქალაქობა“ ,სალონი „ფიროსმანი“, თბილისი, საქართველო.
  • 1997 — ელენე ახვლედიანის ჯგუფის მხატვარი ქალების გამოფენა, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.

ჯილდოები:

  • 1946 — შრომითი სიმამაცის ორდენი
  • 1964 — საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1974 — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • 1978 — საქართველოს სახალხო მხატვარი

იხილეთ ბმული: https://burusi.wordpress.com/2009/09/25/rusudan-javrishvili/

მარიამ (მაშო) ჯამბაკურ-ორბელიანი (დ. 22 აგვისტო, 1852 — გ. 23 აგვისტო, 1941) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი.

    დაიბადა პოეტ ვახტანგ ორბელიანისა და ეკატერინე ილინსკაია ოჯახში. დაამთავრა თბილისის ქალთა კურსები (1870). 1882 წელს აირჩიეს სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრად. იყო მასწავლებელ ქალთა საზოგადოების გამგეობის წევრი, სამუსიკო სკოლის კომიტეტის წევრი. 1894 წელს გამოსცა მამის ლექსების სრული კრებული. დახმარებას უწევდა საბავშვო ჟურნალებს — „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“, ქალთა საზოგადოება „განათლებას“. 1918 წელს აირჩიეს ახლად დაარსებული თბილისის უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული დამხმარე საზოგადოების წევრად. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ და მთარგმნელობით საქმიანობას.